x
მეტი
  • 03.12.2024
  • სტატია:138648
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512291
ბერლინში აღმოჩენილ კონტრაქტზე (ჰიტლერსა და სატანას შორის), ჰიტლერის ავტოგრაფი ნამდვილია და სისხლის ჯგუფიც ემთხვევა

image

მე-20 საუკუნის ყველაზე საშინელი დამნაშავე ძალიან გულჩათხრობილი და თავის თავში ჩაკეტილი ადამიანი იყო. მისი პირადი ცხოვრების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. პირველი მსოფლიო ომის ეფრეიტორმა, რომელიც შემდგომ მესამე რეიხის ფიურერი გახდა, თავისი საიდუმლოებების უდიდესი ნაწილი საფლავში წაიღო. ისტორიკოსებმა და სპეცსამსახურებმა მასზე ზოგიერთი ცნობები მოიპოვეს, მაგრამ სიკვდილიდან 75 წლის შემდეგაც კი ჰიტლერის პიროვნების, ცხოვრებისა და სიკვდილის შესახებ ბევრი კითხვის ნიშნები არსებობს.


ჰიტლერი- სულაც არ არის ჰიტლერი


image

ადოლფ ჰიტლერი დაიბადა 1889 წლის 20 აპრილს ავსტრიისა და გერმანიის საზღვარზე ქ. ბრაუნაუში. მისი მშობლები იყვნენ 52 წლის მებაჟე ალოიზ შიკლგრუბერი და 20 წლის გლეხი კლარა პელცლი. როცა ალოიზი 5 წლის იყო, დედამისი, მარია შიკლგრუბერი გათხოვდა ვინმე იოჰან გეორგ ჰიდლერზე. მოგვიანებით მან უარი თქვა გერზე, და ალოიზი იშვილა იოჰანის ძმამ, იოჰან ნეპომუკ ჰიდლერმა. მას თავისი შვილები არ ჰყავდა. აყვანილ ბავშვს თავისი გვარი მისცა, მაგრამ გაურკვეველი მიზეზის გამო გვარში ასო "დ" შეიცვალა ასო "ტ"-თი. ალოიზმა სამჯერ შექმნა ოჯახი. მესამე მეუღლე, კლარა პელცლი მასზე 23 წლით იყო უმცროსი. შეეძინათ ხუთი შვილი, აქედან სამი დაიღუპა, დარჩა ადოლფი და მისი უმცროსი და პაულა.


ნაცისტი ებრაული ფესვებით


image

ჰიტლერს მამამისი სძულდა. ცნობილია, რომ ის ნაწილობრივ ებრაელი იყო–"მიშლინგი", მაგრმ ბავშვობიდან ამ ერის გენოციდის იდეას ატარებდა. ერთ-ერთი წერილის მიხედვით, იგი ებრაელების განადგურების გეგმის შესახებ პირველად 1919 წელს ალაპარაკდა. ანუ ასეთი აზრები მას ხელისუფლებაში მოსვლამდე დიდი ხნით ადრე ჰქონდა. ასეთი აზრები ჰქონდა მიუხედავად იმისა, რომ ჰიტლერის ნათლია და ოჯახის ექიმი ებრაელები იყვნენ, ბავშვობის მეგობარიც ებრაელი იყო. მის საყვარელს, ევა ბრაუნსაც ებრაული ფესვები ჰქონდა.


გარიგება ეშმაკთან


image

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია: ბერლინში აღმოაჩინეს შეთანხმება, რომელიც ადოლფ ჰიტლერსა და სატანას შორის დაიდო. კონტრაქტში მითითებულია თარიღი - 1932 წლის30 აპრილი, ხოლო ხელმოწერილია სისხლით. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სატანა ჰიტლერს აძლევს განუზომელ ძალაუფლებას, იმ პირობით რომ იგი გამოყენებული იქნება მხოლოდ ბოროტებისთვის, სანაცვლოდ ჰიტლერი ვალდებულებას იღებს ზუსტად 13 წლის შემდეგ მისცეს სული ეშმაკს. როგორც ცნობილია, გარიგებიდან ზუსტად 13 წლის შემდეგ 1945 წლის 30 აპრილს ფიურერმა და მისმა საყვარელმა, ევა ბრაუნმა თავი მოიკლეს.

ამბობენ, ეშმაკის მხარეს ვინმე ჰიპნოტიზიორი წარმოადგენდა. ერთდროულად იგი წარმოადგენდა სამხედრო სფეროს მსხვილი მეწარმეების ინტერესებს. გერმანიის ომი ნებისმიერ ქვეყანასთან - ეს იყო პირდაპირი და მოკლე გზა უდიდესი შემოსავლების მისაღებად. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჰიტლერის ავტოგრაფი კონტრაქტზე ნამდვილია, ხოლო სისხლის ჯგუფი იდენტურია ფიურერის სისხლის ჯგუფთან.


მისტიკა და ოკულტიზმი


ადოლფ ჰიტლერის ინტერესი მისტიკისა და ოკულტიზმისადმი არაერთხელ დაასაბუთეს მისი ბიოგრაფიის მკვლევერებმა. ასე მაგალითად, გერმენელების მისტიური წარმოშობა და არიული რასის განსაკუთრებულობა. ეს კი სხვა არაფერია, თუ არა დემონური იდეოლოგია (ნებისმიერი რწმენის თვალსაზრისით). არცერთი რელიგია არ ქადაგებს ხალხის განადგურებას. ფიურერის სიკვდილიც კი ვალპურგიის ღამეს-ბნელი ძალების ღამეს მოხდა.მან და ევა ბრაუნმა თავი მოიკლეს.


ჰიტლერის ულვაშები



image

ფიურერის იმიჯის ამ ნაწილის შესახებ ყველასათვის ცნობილია. მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ თავდაპირველად მას გრძელი, აპრეხილი ულვაშები ჰქონდა. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში დაიმოკლა და დაიტოვა საყოველთაოდ ცნობილი "კბილის ჯაგრისი". თვითონ ამბობდა, რომ გრძელი ულვაში ხელს უშლიდა აირწინაღის მორგებაში. მკვლევარები აგრეთვე მიიჩნევენ რომ ჰიტლერი უბრალოდ მაშინდელ მოდას მისდევდა. არის სხვა ვერსიებიც. ერთ-ერთის მიხედვით, ფიურერის აზრით, მას მოკლე ულვაშებში უფრო პატარა უჩანდა ცხვირი.


ფიურერი და ნარკოტიკები


image

ჰიტლერის სამედიცინო ბარათები, რომელიც ინახება აშშ-ის არქივებში, ამტკიცებს მის დამოკიდებულებას კოკაინისადმი. უფრო მეტიც, ეს სამედიცინო დოკუმენტები მოწმობენ იმის შესახებ, რომ იგი ათეულობით პრეპარატს იღებდა და "არაკონტროლირებადი მეტეორიზმისგან" იტანჯებოდა. ჰიტლერი არამარტო თვითონ იღებდა ნარკოტიკებს, არამედ ჯარსაც მასიურად ამარაგებდა. პერვიტინი(იგივე მეტამფეტამინი) ეხმარებოდა არმიას ხანგრძლივი ლაშქრობებისა და ბრძოლების მძიმე პირობების გადალახვაში. არქივის მონაცემებით, მესამე რეიხის თავის ბოლო კვირები ჯოჯოხეთს დაემსგავსა. ერთ-ერთი საშინელი ინფორმაცია, რომელიც მან მიიღო, იყო ის, რომ საბჭოთა ჯარების მიერ განადგურებული იქნა ფაბრიკა "მერკ", სადაც ხდებოდა კოკაინის, მორფინის და პერვიტინის წარმოება. გერმანია დარჩა თავისი საიდუმლო იარაღის, ჰიტლერი კი-მორიგი დოზის გარეშე.მას დაეწყო სერიოზული "ლომკები", ნერვული კანკალი, უარს აცხადებდა საკვებზე, დაეფშვნა კბილები. პარანოის შეტევების დროს ფიურერი თავის გენერლებს ღალატში ადანაშაულებდა, ხშირად ისტერიულად ყვიროდა. ომის ბოლო დღეებში, როცა უკვე ყველა მისი დაახლოებული პირი ტოვებდა "ჩაძირულ გემს", დაიკარგა უკანასკნელი ნარკოტიკული აბები, რომელიც რეიხის ხელშეუხებელ მარაგს წარმოადგენდა.


თვითმკვლელობა თუ გაქცევა?


image

მოწმეების ჩვენებების მიხედვით, ბერლინში 1945 წლის 30 აპრილს ჰიტლერმა თავის საყვარელთან ერთად თავი მოიკლა. მან ჯერ ევა ბრაუნს მისცა ციანიდის კალიუმის კაფსულა, შემდეგ, სხვადასხვა ვერსიით, თვითონაც იგივე მიიღო ან გასროლა მოახდინა. მომსახურე პერსონალის თქმით, ფიურერმა თავი მოიკლა თავის არეში გასროლით.

ცხედრების აღმოჩენის შემდეგ, მომსახურე პერსონალმა რეიხის მთავრობის ჯერ კიდევ ცოცხალი წარმომადგენლების თანხლებით, ჰიტლერის და ბრაუნის გვამები გაახვიეს ზეწრებში და რეიხსკანცელარიის ბაღში გაიტანეს, დაასვენეს ბუნკერის შესასვლელის მიმდებარედ, ბენზინი გადაასხეს და დაწვეს.

რამდენიმე დღის შემდეგ გვამები აღმოაჩინეს საბჭოთა სამხედროებმა, რომლებიც ბერლინში შევიდნენ. ჰიტლერი ამოიცნეს მისი სტომატოლოგის დახმარებით, რომელმაც შემდეგ სხვათაშორის უარი განაცხადა თავის მიცემულ ჩვენებაზე. მოგვიანებით ნაშთები დაკრძალეს მაგდებურგში, ერთ-ერთ ბაზაზე, მაგრამ შემდეგ ამოთხარეს, დაწვეს, ფერფლი კი წყალსატევში გაფანტეს. თუმცა არსებობს ვერსია, რომ ბერლინის ბუნკერში აღმოაჩინეს ჰიტლერის და ბრაუნის ორეულების გვამები, თვითონ კი სამხრეთ ამერიკაში გაქცევა მოასწრეს, სადაც კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ. თუმცა ამ თეორიის მტკიცებულებები არ არსებობს, მაგრამ ის მაინც პოპულარულია უბრალო ობივატელებში, და ზოგიერთ ისტორიკოსებშიც კი.

შეიძლება დაინტერესდეთ:



# ვინ იყო სინამდვილეში განთქმული საყვარელი ჯაკომო კაზანოვა


# ნარკომანი ბელადები, პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები...


# დოქტორი ფაუსტი ქ. პრაღიდან გაემგზავრა ჯოჯოხეთში?


# რატომ ვერ აღმოუჩინა მეფე ფილიპმა ტამპლიერებს სიმდიდრე? ნაწილი პირველი)

0
8300
7-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
8300
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0