სხვა ვიქტორიანული ეპოქის მდიდრული ტატუები: ქერუბიმები, დრაკონები და გერბები 2020, 12 ოქტომბერი, 13:18
ძველ ფოტოებზე ჩვენ შეგუებული ვართ აუტანლად სერიოზული ადამიანების ღირსეულ, დახურულ სამოსში ხილვას. მაგრამ შემორჩა ისეთი ფოტოსურათებიც, სადაც ჩვენი წინაპრები შიშველ სხეულებს აჩვენებენ - და არა უბრალოდ შიშველ სხეულს, არამედ უზარმაზარი ტატუებით დაფარულს. წარმოგიდგენთ გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი პირველი ტატუს ოსტატის საზერლენდ მაკდონალდის ნამუშევრებს.
საზერლენდ მაკდონალდი ტატუებით ბრიტანეთის არმიაში დაკავდა, 1880-იან წლებში. მას უკვე ჰქონდა სერიოზული გამოცდილება ფერწერაში, ამიტომ ადვილად აითვისა კანზე ხატვა ნემსის გამოყენებით. არმიის შემდეგ პროფესიონალურად დაიწყო ტატუირება. თავდაპირველად იგი მუშაობდა ხელის ინსტრუმენტებით, ხოლო 1894 წელს მიიღო პატენტი თავის ელექტრონულ ტატუს აპარატზე. ამასთან, განსაკუთრებით რთული სამუშაოსა და დაჩრდილვისთვის, ოსტატი იაპონურ ინსტრუმენტებს იყენებდა.
მაკდონალდმა პირველი სალონი გახსნა ოლდერშოტში, მოგვიანებით კი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად და იქ აიღო ფართი ჯერმინის ქუჩაზე, თურქული აბანოს ზემოთ, ამის შემდეგ მხოლოდ იქ მუშაობდა. თანამედროვეთა მოგონებების თანახმად, მაკდონალდმა მრავალი ცნობილი პოლკის, მათ შორის, გვარდიის ბრიგადის, ოფიცრებს გაუკეთა ტატუ. მისი ერთ-ერთი პირველი კლიენტი იყო ბრიტანეთის სამხედრო ლიდერი ჯულიან ბინგი (1 ვიკონტ ვიმი). ჯერ კიდევ ოფიცრობის დროს, ბინგმა მხატვარი თავის გარემოცვას გააცნო. საზერლენდ მაკდონალდი გარდაიცვალა 1937 წელს. მხატვარმა უდიდესი წვლილი შეიტანა ტატუირების კულტურაში. ითვლება, რომ სწორედ მან დაამატა ცისფერი და მწვანე ფერები ტატუს მხატვრის პალიტრას. 126 6-ს მოსწონს
|