x
image
არჩილ ვერულიძე
ძველი დროის სასტიკი მმართველები
image

«ერთისთვის გმირი, მეორესთვის ტირანი» - ამბობს ცნობილი აფორიზმი. არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორ ხაზს გავუსვამთ გარკვეული პოლიტიკური პროგრამების ეფექტურობასა და ღირსებას, უსიცოცხლო მეთოდებს, რომლითაც ზოგიერთი ლიდერი ცდილობდა მიაღწია თავისი მიზნებისთვის, მათ არავითარი გამართლება არ აქვთ. როგორც არ უნდა შევხედოთ, მაგალითად, ცოცხალი ადამიანებისგან კოშკის მშენებლობა, რომელიც აგურითა და სხბვა სამშენებლო მასალითაა გამაგრებული, ძალზე სასტიკი და უზნეო მქმედებაა.


გამოცემა Business Insider– მა შეადგინა ყველაზე დაუნდობელი მმართველების სია, რომლებიც იყენებდნენ დაუნდობელ ტაქტიკას თავიანთი პოლიტიკური და სამხედრო მიზნების მისაღწევად.


ცინ შიხუანდი


image


მმართველობა: 247-210 ძვ.წ.


ცინმა, რომელსაც ასევე უწოდებენ ცინ შიხუანდი, გააერთიანა ჩინეთი ძვ.წ. 221 წელს. იგი გახლდათ ცინის დინასტიის პირველი იმპერატორი. ცნობილი იყო მეცნიერთა შეკვეთილი მკვლელობებით, რომელთა იდეებს არ ეთანხმებოდა და «კრიტიკული წიგნების» დაწვით.


მისი მმართველობის პერიოდში დაიწყო ჩინეთის დიდი კედლისა და უზარმაზარი მავზოლეუმის მშენებლობა, რომელშიც 6000-ზე მეტი ტერაკოტის მეომარი იმყოფებოდა. ადამიანთა აუარებელი რაოდენობა დაიღუპა კედლის მშენებლობისას, ხოლო ისინი, ვინც მავზოლეუმის მშენებლობაზე მუშაობდნენ, დახოცეს სამარხის საიდუმლოს შესანახად.


«კასტრირებას უტარებდა ყოველი დაპყრობილი ქვეყნის მკვიდრებს, რათა სტიგმა დაედო მათთვის და მონებად ექცია»


ამბობს სუნ ჟოუ ჰონგ-კონგის უნივერსიტეტიდან.


გაიუს იულიუს კეისარი ავგუსტუს გერმანიკუსი (კალიგულა)


image


მართველობა: 37−41 ახ.წ.


კალიგულა წარმოუდგენლად პოპულარული იყო, რადგან მან პირველ რიგში გაათავისუფლა უსამართლოდ დაპატიმრებული მოქალაქეები და უარი თქვა გაყიდვების მკაცრ გადასახადზე. მაგრამ შემდეგ იგი დაავადდა და რადიკალურად შეცვალა ქცევა.


მან ჩამოიშორა პოლიტიკური კონკურენტები (აიძულა მათ მშობლებს სიკდილით დასჯის ყურება) და თავი ცოცხალ ღმერთად გამოაცხადა. ისტორიკოსების თანახმად, კალიგულამ ინტიმური ურთიერთობა დაამყარა დებთან და მათი "მომსახურება" სხვა მამაკაცებს მიჰყიდა, გააუპატიურა და მოკლა ბევრი ადამიანი, ხოლო მისი ცხენი კი სენატორად დანიშნა.

საბოლოოდ, მას თავს დაესხა შეთქმულთა ჯგუფი, რომლებმაც ხანჯლით 30-ზე მეტი დარტყმა მიაყენეს.


ატილა

image


მმართველობა: 434−453 ახ.წ.


ძმის მკვლელობის შემდეგ, ატილა გახდა ჰუნების იმპერიის ლიდერი, რომლის ცენტრს დღევანდელი უნგრეთი წარმოადგენდა. საბოლოოდ ატილა რომის იმპერიის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მოწინააღმდეგედ იქცა.მან გააფართოვა ჰუნების იმპერია ამჟამინდელი გერმანიის, რუსეთის, უკრაინისა და ბალკანეთის ტერიტორიებზე. ასევე შეიჭრა გალიაში, მისი დაპყრობის განზრახვით, მაგრამ კატალაუნის ბრძოლაში დამარცხდა.


«აღარასოდეს გაიზრდება ბალახი იქ, სადაც მე გავიარეа» - ამბობდა ის მმართველობის დროს.


ვუ ზეტიანი

image

მმართველობა: 690−705 ახ.წ.


ვუ ზეტიანმა გაიარა გზა 14 წლის უმცროსი მხევლიდან ჩინეთის იმპერატორის ტახტამდე. ის დაუნდობლად ანადგურბდა მოწინააღმდეგეებს გადასახლებით ან სიკვდილით დასჯით - თუნდაც ეს ყოფილიყო საკუთარი ოჯახი.


ვუს მმართველობის დროს ჩინეთის იმპერია მნიშვნელოვნად გაფართოვდა და მიუხედავად იმისა, რომ იგი სასტიკი ტაქტიკოსი იყო, ისტორიკოსებმა შეაფასეს მისი გადამწყვეტი ხასიათი და მმართველობის ნიჭი. აღსანიშნავია, რომ ვუს მიერ არჩეულმა სამხედრო ლიდერებმა კორეის ნახევარკუნძულის დიდ ნაწილზე აიღეს კონტროლი.


ჩინგიზ-ყაენი

image



მმართველობა: 1206-1227 წწ.


როდესაც ჩიგნიზ-ყაენი იყო 9 წლის მისი მამა მოწამლეს. მოზარდობისას ის სრულ სიღარიბეში ცხოვრობდა, სანამ მონღოლ ტომებს გააერთიანებდა და შუა აზიისა და ჩინეთის უზარმაზარი ნაწილის დაპყრობას შეუდგებოდა.


მისი მმართველობის სტილი ხასიათდება, როგორც უკიდურესად სასტიკი. ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ ის მასიურად წყვეტდა მშვიდობიან მოსახლეობას. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია ხორეზმშაჰის სახელმწიფოს არისტოკრატების მკვლელობა.



0
442
9-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
442
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0