x
image
დავითი ჩუთლაშვილი
მეცნიერების ცნობით გლობალური დათბობა სავენახე ფართობების ნახევარს მალე უდაბურს გახდის
კლიმატის ცვლილება და გლობალური დათბობა მთელ პლანეტას კატასტროფით ემუქრება. მისგან უკვე ზარალდება მევენახეობა და მეღვინეობა, თუმცა, მეცნიერების ცნობით ეს სამწუხაროდ ჯერ კიდევ მხოლოდ დასაწყისია. როგორც მკვლევარები იუწყებიან, მალე პლანეტის სავენახე ფართობების ნახევარი უსარგებლო გახდება ტრადიციული ჯიშებისთვის. ამის შესახებ ისეთი ცნობილი და ავტორიტეტული დასავლური გამოცემები წერენ, როგორებიცაა “შპიგელი” და “გარდიანი”.


მეცნიერების ინფორმაციით, ვენახების გაქრობის მთავარი გამომწვევები სიცხესთან ერთად ბუნებრივი კატასტროფები, ვაზის ახალი დაავადებები და ახალი პარაზიტები იქნება, რომელთა წინაამდეგ ბრძოლა სულ უფრო გაჭირდება. მსგავსი კატასტროფა ჩვენ უკვე ვიხილეთ ავსტრალიაში 2019 წლის ბოლოს გაჩენილი ხანძრის სახით. მკვლევარები იუწყებიან, რომ ვენახების ნახევარზე მეტი უახლოეს ათწლეულებში მოისპობა. ამის შესახებ ისინი "Proceedings of the National Academy of Sciences”-ის მეშვეობით გვამცნობენ. მსოფლიოს ცნობილი მევენახეობის და მეღვინეობის ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ერთადერთი (თუმცა მცირე მოცულობის და დროებითი) გამოსავალი ამ სიტუაციიდან ვაზის ჯიშების შეცვლა და მათ ადგილას სხვა, უფრო გამძლე ჯიშების გახარება იქნება.


ვაზი ძალიან მგრძნობიარე და სათუთი მცენარეა და ის განსაკუთრებით დრამატულად რეაგირებს კლიმატის სულ მცირედ ცვლილებებზეც კი. მეცნიერებმა ზუსტი სურათის მისაღებად 11 ცნობილი ჯიშის მონაცემები გაანალიზეს. ეს ჯიშებია კაბერნე სივინიონი, შასლა, შარდონე, გრენაში, მერლო, მურვედრი, შპეტბურგუნდერი, რისლინგი, სოვინიონ ბლანი, შირაზი და ტრებიანო. მათ გაანალიზეს ისეთი მახასიათებლები, როგორებიცაა კვირტის გამოტანა, ყვავილი და დამწიფება 1956-2015 წლებში და შეადარეს ეს ყველაფერი ტემპერატურის მონაცემებს 1880-2013 წლების ჭრილში. ამ კვლევის მიზანი იყო, გაერკვიათ, თუ ცალკეული ჯიშები როგორ ხარობდნენ ყველაზე ეფექტურად ტემპერატურის მატების პირობებში და ძალიან სამწუხარო დასკვნამდე მივიდნენ: მათ დაადგინეს, რომ 2 გრადუსამდე დედამიწის საშუალო ტემპერატურის მატება ვენახების 56 %-ს გააქრობს, ხოლო 4 გრადუსამდე მატება – 85 %-საც კი.


(სტატიის სრული ვერსია იხილეთ allwine.ge-ზე)



კლიმატის ცვლილება

0
63
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0