სხვა პეპლის ეფექტი მოქმედებაში: 5 რეალური შემთხვევა, რომლებმაც შეცვალეს ისტორიის მსვლელობა 2020, 4 ოქტომბერი, 17:44
ზოგჯერ უმნიშვნელო და ერთი შეხედვით უაზრო გადაწყვეტილებამ შეიძლება შეცვალოს ყველაფერი. წარსულში ზოგიერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტი დამოკიდებული იყო ასეთ გადაწყვეტილებებზე. ერთმა სიტყვამ, ერთმა არასწორმა ნაბიჯმა შეიძლება გამოიწვიოს მოვლენათა ჯაჭვი, რომელიც შეცვლის ისტორიის მსვლელობას.
1. ჩხუბი ბარში, რომელმაც Brexit- ი გამოიწვია. როდესაც დიდმა ბრიტანეთმა ხმა მისცა ევროკავშირის დატოვებას, მსოფლიო შოკირებული აღმოჩნდა. თუმცა, ველაფერი დაიწყო ლონდონის ერთ პატარა ბარში, სახელწოდებით Stranger's. იქ 2012 წელს ლეიბორისტი დეპუტატი ერიკ ჯოისი დათვრა და მუშტების გამოყენება გადაწვიტა. ყველაფერი დეპუტატის დაპატიმრებით დასრულდა, პარლამენტში მისი ადგილი კი სხვა ლეიბორისტმა დაიკავა. ჯოისის მთვრალმა ჩხუბმა გამოიწვია მოვლენების შემდგომი ჯაჭვი. ლეიბორისტულ პარტიას ბრალი დასდეს პარლამენტში ადგილების გაყიდვაში. რეპუტაციის აღსადგენად, პარტიის ლიდერმა ედ მილიბენდმა ნება დართო ყველას, რომ გაწევრიანებულიყო პარტიაში, მხოლოდ სამი ფუნტის საფასურად. ათასობით ადამიანმა გააკეთა ეს და შემდეგ ხმა მისცა ახალ ლიდერს - ჯერემი კორბინს. კორბინს არ ექნებოდა ეს ხმები პარტიაში შესვლის საფასურის შეცვლის გარეშე, მაგრამ ბევრი ადამიანი სწორედ მას ადანაშაულებს Brexit- ში. დიდი ბრიტანეთი ტოვებს ევროკავშირს, იმის გამო, რომ მთვრალმა მამაკაცმა ბარში ჩხუბი მოაწყო. 2. ფრანც ფერდინანდის მკვლელობა ამ მკვლელობამ, ფაქტობრივად, განაპირობა პირველი მსოფლიო ომის დაწყება. და ეს არ მოხდებოდა, ერცჰერცოგის მძღოლს რუკა, რომ შეესწავლა. ფერდინანდს ცუდი დღე ჰქონდა და სარაევოშიც არც თუ ისე მეგობრულად შეხვდნენ. თავდაპირველად ბომბი ამოქმედდა და იმსხვერპლა ერცჰერცოგის გარემოცვა. ალბათ, ეს მას უნდა მიეღო, როგორც ნიშანი იმისა, რომ შინ დაბრუნების დროა, მაგრამ ფერდინანდმა გადაწყვიტა დაჭრილები მოენახულებინა საავადმყოფოში. ამასთან, მისმა მძღოლმა, რომელიც მარშრუტს არ იცნობდა, შეცდომა დაუშვა და მანქანა მოაბრუნა ქუჩაზე, სადაც კაფესთან გავრილო პრინციპი იმყოფებოდა, რომელმაც არ გაუშვა მომენტი და ესროლა ერცჰერცოგს. 3. პრესმდივნის შეცდომამ ბერლინის კედელი დაანგრია და ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ კომუნისტმა გიუნტერ შაბოვსკიმ შეცდომა დაუშვა. 1989 წლის 9 ნოემბერს მას გადასცეს დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იყო ინფორმაცია წვდომის ახალი სისტემის შესახებ. დროებითი ღონისძიების ფარგლებში აღმოსავლეთ გერმანელებს უნდა მიეღოთ დასავლეთ ბერლინის მონახულების უფლება. მაგრამ, დოკუმენტში ყველაფერი ნათლად არ იყო გაწერილი, რადგან შაბოვსკიმ ორაზროვნად გაახმოვანა იმფორმაცია. გერმანელებმა გადაწყვიტეს, რომ საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ პასპორტით იყო შესაძლებელი, ნებისმიერ დროს. როდესაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა, როდის ამოქმედდა ახალი წესი, შაბოვსკიმ გადაათვალიერა დოკუმენტი და როდესაც პასუხი ვერ იპოვა, უთხრა: «დაუყოვნებლივ». ხალხმა მომენტალურად აიღო კედელი, აგურ-აგურ დაანგრია იგი. 4. ბრიტანელი ჯარისკაცის გულმოწყალეობამ გამოიწვია მეორე მსოფლიო ომი 1918 წელს ჰენრი ტენდი იბრძოდა საფრანგეთში. ერთხელ მან დაგაწყვიტა შეეწყალებინა ერთი ჯარისკაცი - და ამის გამო 60 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მარკონინგის ბრძოლაში გერმანელებმა დაიწყეს პოზიციების დათმობა. ტენდიმ მიზანში ამოიღო მომავალი გერმანელი, მაგრამ ეს ადამიანი დაჭრილი იყო და ტენდიმ ვერ შეძლო სასხლეტისთვის თითის დაჭერა, ასე რომ გერმანელ ჯარისკაცს წასვლის უფლება მისცა, მან კი მადლობის ნიშნად თავი დაუქნია ტენდის. მოგვიანებით ჰენრი ტენდის სახე გამოჩნდა აგიტაციურ პლაკატზე, ოცი წლის შემდეგ ეს ბრიტანული აფიშა გამოჩნდა ადოლფ ჰიტლერის აგარაკზე. როდესაც ნევილ ჩემბერლენი ჰიტლერს ეწვია და კედელზე აფიშა დაინახა, მან იკითხა მისი არსებობის მიზეზი. ჰიტლერმა უპასუხა: «ეს არის ადამიანი, რომელმაც კინაღამ მომკლა». ისტორია იმდენად წარმოუდგენელია, რომ შეიძლება ეჭვი შეგეპაროთ მის ავთენტურობაში, ის მიუხედავად, არსებობს მტკიცებულებები. არსებობს ჰიტლერის თანაშემწის მადლობის წერლილი, 1937 წელს დაწერილი, სადაც ის მადლიერებას გამოთქვამს პლაკატის გამოგზავნისთვის. როგორც აღმოჩნდა, ჰიტლერს ძალიან აინტერესებდა საგნები და ფაქტები, რომელნიც უკავშირდებოდა მის პირად სამხედრო გამოცდილებას. 5. ქალაქის საბრჭოს წევრმა ძაღლის მკვლელობით წარმოშვა თანამედროვე ტერორიზმი 1933 წელს ქალაქ ტეხასის საბრჭოს წევრმა, ჩარლზ ჰაზარდმა მოკლა მეზობლის ძაღლი, რომელიც რეგულარულად ისაქმებდა მის ყვავილებში. ჰაზარდმა ძაღლის საკვებში დატეხილი შუშა შეურია. დაღუპული ძაღლი 13 წლის ჩარლი უილსონს ეკუთვნოდა, მოზარდმა დაიფიცა, რომ შურს იძიებდა. ბიჭი დადიოდა სამეზობლოში და ყველას უყვებოდა, რაც გააკეთა ქალაქის საბრჭოს წევრმა, ამის შედეგად ჰაზარდმა წააგო შემდგომი არჩევნები. ასე შეცვალა ჩარლი უილსონმა პოლიტიკა, ცხოვრებაში პირველად. ის გაიზარდა და კონგრესის სპიკერი გახდა, და როდესაც საბჭოთა კავშირის ჩარევით ავღანეთის ომი დაიწყო, ჩარლი უილსონმა შეცვალა ისტორია. უილსონი ატარებდა კამპანიას, რათა ავღანელებს ამერიკის დახმარება მიეღოთ, ამან გარდატეხა მოახდინა ომის მსვლელობაში, რომელშიც საბოლოოდ ავღანელმა მოჯაჰედებმა გაიმარჯვეს. ასე ჩამოყალიბდა თალიბანი და ალ-ქაიდა, დაიბადა ოსამა ბინ ლადენი. დაიწყო ტერორიზმის თანამედროვე ეპოქა. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ერთმა ადამიანმა ძაღლის მოკვლა გადაწყვიტა. 554 7-ს მოსწონს
|