ბიოგრაფია 5 ცნობილი ადამიანის იდუმალებით მოცული გარდაცვალება 2020, 2 ოქტომბერი, 10:08 როდესაც უეცრად ცნობილი ადამიანი იღუპება, მისი სიკვდილის ირგვლივ ატეხილი ხმაური და ჭორები გარდაუვალია. ზოგს იმის დაჯერებაც არ უნდა, რომ მისი კერპი აღარ არის და სიკვდილის ინსცენირების ვერსიებს განიხილავს. სხვაბი — კონსპირაციულ თეორიებს აყენებენ და დამნაშავედ სახელმწიფოს ან სპეცსამსახურებს მიიჩნევენ. არიან ისეთებიც — ეჭვი ნათესავებზე და ახლო მეგობრებზე რომ აქვთ… ერთადერთი, რისი დაჯერებაც შეიძლება — ოფიციალური გამოძიების შედეგებია. მაგრამ, შეუსაბამობა, აქაც შეიძლება იყოს... და რეალობის დადგენა, ფაქტიურად შეუძლებელი ხდება, ისე, როგორც ამ ადამიანების შემთხვევებში. პრინცესა დიანა 1997 წლის 31 აგვისტოს პრინცესა დიანა და მისი საქმრო დოდო ალ ფაიედი ავტოავარიაში დაიღუპნენ. ანრი პოლის განცხადებით, რომელიც ავარიის დროს Mercedes Benz S280-ის საჭესთან იყო, მანქანაზე მართვის კონტროლი დაკარგა, რადგან პაპარაცებისგან მიმალვის მიზნით, დიდი სიჩქარით მოძრაობდა. მართალია, მოგვიანებით, იმის შესახებ ალაპარაკდნენ, რომ თითქოს, მძღოლი ნასვამი იყო, მაგრამ ეს ვერსია არ გამართლდა. მოგვიანებით, ლედი დიდ სიკვდილის მანამდე უცნობი ფაქტებიც ამოტივტივდა. მაგ., გაირკვა, რომ მანქანა, რომლითაც დიანას უნდა ესარგებლა, ბოლო მომენტში, სხვა ავტომობილით შეცვალეს. ხოლო, ანრი პოლმა — ჩვეულებრივისგან განსხვავებული, მარშუტი აირჩია... და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ იმ გზაზე, თითქმის ყველა სათვალთვალო კამერა გაფუჭებული იყო. მაგრამ, ლედი დის თაყვანისმცემლებში სერიოზული ეჭვის საფუძველი ეს არ გამხდარა. ამ ფაქტებზე მნიშვნელოვანი ის ფაქტი იყო, რომ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, პრინცესამ თავის მსახურთუფროს პოლ ბარელს წერილი მისწერა, რომელშიც ატყობინებდა, რომ ყოფილი ქმარი მის მოკვლას ცდილობს და ამისთვი, მას შეიძლება მანქანის დაზიანებისთვის მიემართა. დიანას აზრით, ასე ჩარლზი წარუმატებელი ქორწინების და მისი დოდო ალ ფაიედითან ურთიერთობის გამო შურს იძიებდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ წერილის ნამდვილობა ეჭვს იწვევს, დიანას თაყვანისმცემლები დარწმუნებულები არიან, რომ ის ფატალური ავტოკატასტროფა სწორედ სამეფო ოჯახმა მოაწყო. მაიკლ ჯექსონი ოფიციალური ვერსიით, 2009 წლის 25 ივნისს მაიკლ ჯექსონს მისმა პირადმა ექიმმა კონრად მიურეიმ, მისივე მოთხოვნით, ძლიერი საძილე საშუალების ინექცია გაუკეთა. ხოლო, როდესაც რამდენიმე საათის შემდეგ, მასთან დაბრუნდა, მომღერალი უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინა. ხოლო, რეანიმაციულმა ზომებმა შედეგი არ გამოიღო და მისი გარდაცვალების ფაქტის კონსტატირება მოხდა. მიზეზი — მედიკამენტების გადაჭარბებული დოზით მოხმარება იყო.
ამ აჟიოტაჟის ტალღაზე, კონცერტების ორგანიზატორებმა პროგრამის გაფართოვება გადაწყვიტეს და 40 შოუ კიდევ დაუმატეს. მაგრა, ხანგრძლივი სასამართლო პროცესების შედეგად, მორალურად და ფიზიკურად დაღლილი და ჯანმრთელობა შერყეული მომღერალი ასეთ დაძაბულ გრაფიკს, სავარაუდოდ, ვერ გაუძლებდა... და ამიტომ, გააკეთა ის, რაც გააკეთა… აღნიშნული თეორიის სასარგებლოდ, ერთდროულად რამდებიმე ფაქტი მეტყველებს: მ. ჯექსონის ნათესავები, მის დაკრძალვაზე, მეტისმეტად კარგ ხასიათზე იყვნენ და დღემდე არ არსებობს მაიკლ ჯექსონის სიკვდილის შემდგომი ფოტოები. ხოლო, სამედიცინო მოწმობაში კი, არ არის შევსებული «სიკვდილის მიზეზის» გრაფა. გარდა ამისა, არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ პოპის მეფე სიკვდილის შემდეგ ნახეს… ელვის პრესლი 1977 წლის 16 აგვისტოს 42 წლის ელვის პრესლის უსიცოცხლო სხეული, «გრეისლენდის» მამულის სააბაზანო ოთახში, მისმა მეგობარმა ჯინჯერ ოლდენმა აღმოაჩინა. საინფორმაციო გამოშვებაში გამოაცხადეს, რომ როკ-ენ-როლის მეფე ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი საშუალებების ჭარბი დოზირების შედეგად, გულის უკმარისობით, გარდაიცვალა.
პრესლის თაყვანისმცემლები თვლიან, რომ მომღერალმა საკუთარი სიკვდილის ინსცენირება მოაწყო, რომ მშვიდად, ზედმეტი ხმაურის გარეშე, ცხოვრების საშუალება ჰქონოდა. ამისთვის კი, საკმარისზე მეტი თანხა გააჩნდა და სავარაუდოდ, საცხოვრებლად, რომელიმე თბილ ქვეყანაში გადავიდა. ჯიმ მორისონი ჯგუფის The Doors ლიდერი და ვოკალისტი 1971 წლის 3 ივლისს პარიზში, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიის მიხედვით, მომღერალს გულის შეტევა დაემართა, რომელიც, სავარაუდოდ, ჰეროინის დოზის გადაჭარბებამ გამოიწვია. თუმცა, ის ფაქტი, რომ საფრანგეთის კანონის მიხედვით, გვამის გაკვეთა არ მომხდარა, მორისონის გარდაცვალების არაერთი ალტერნატიული ვერსია გააჩინა. ერთ-ერთი, ყველაზე გავრცელებული — თვითმკვლელობა ან FBI-ს (გამოძიების ფედერალური ბიურო) მიერ თვითმკვლელობის ინსცენირება იყო, რომელიც იმ დროს, არაფორმალური მოძრაობის წარმომადგენლების წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას აწარმოებდა. ეს ვერსია იმანაც განამტკიცა, რომ 2014 წ. ბრიტანელმა როკ-მომღერალმა მერიან ფეითფულმა განაცხადა, რომ მორისონი შესაძლოა მოკლეს. მერიანის თქმით, მისმა ყოფილმა შეყვარებულმა და ამავდროულად, ნარკომოვაჭრემ ჟან დე ბრეტემ მორისონს «მეტისმეტად ძლიერი ჰეროინი» მისცა, რამაც მოხმარების შემდეგ, ტრაგიკული შედეგი გამოიწვია. ოსამა ბინ ლადენი ოსამა ბინ ლადენი — მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ყველაზე საშიში ტერორისტი იყო. სწორედ მას აწერენ «9/11» ტერაქტის ორგანიზებას — აფეთქებების სერიას, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში მოხდა და თითქმის 3 000 მშვიდობიანი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 2011 წლის 2 მაისს ბინ ლადენი მოკლეს. სასიკვდილო გასროლა «ალ-კაიდას» ლიდერის მიმართულებით, ამერიკული ქვედანაყოფის სპეცდანიშნულების რაზმის SEAL («ზღვის ლომები») ერთ-ერთმა მებრძოლამ განახორციელა. ეს ყველაფერი აბოტაბადის გარეუბანში, ტერორისტების საიდუმლო ბაზაზე მოხდა. მოკლულის ფოტოს შემდგომმა ექსპერტიზამ და დნმ-ის ანალიზმა დაადასტურა, რომ აღნიშნული სპეცოპერაციის დროს, სწორედ ბინ ლადენი დაიღუპა. თუმცა, იმავე დღეს, ტერორისტული დაჯგუფების — «ტეხრიკ-ე-თალიბან პაკისტანის» წარმომადგენლებმა ფაქტი უარყვეს და განაცხადეს, რომ ამერიკელებმა ტერორისტების მეთაურის მკვლელობის ამბავი «გამოიგონეს», რომ «საკუთარი ავტორიტეტი აემაღლებინათ». მაგრამ, მოგვიანებით, მათ ბინ ლადენის სიკვდილი მაინც აღიარეს. ხოლო ეჭვი დარჩა… და ამის მიზეზი, მართლაც არსებობს, — ჯერ ერთი, ტერორისტის სხეული მიწას არ მიაბარეს და იმ მოტივით, რომ მისი საფლავი წმინდა სალოცავად არ ქცეულიყო, არაბეთის ზღვაში გადააგდეს. გარდა ამისა, სიკვდილის შემდეგ გადაღებული ფოტოსურათები პრესას არ გადასცეს, რადგან, როგორც ამბობდნენ, ტყვიამ მას თავი გაუპო, გვამი საშინელი სანახავი იყო და საზოგადოების გრძნობებს გაუფრთხილდნენ. ამასთან, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ 2001-2011 წლებში, ბენ ლადენის სიკვდილის ამბავი, არაერთხელ გავრცელდა… და სად არის იმის გარანტია, რომ ბოლო ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება?.. * ყოფილმა აგენტმა პრინცესა დიანას მკვლელობა აღიარა * საიდუმლო, რომელსაც ბრიტანეთის სამეფო კარი საუკუნეზე მეტხანს მალავდა * ამერიკელი მსახიობის საიდუმლოებით მოცული სიკვდილი 692 9-ს მოსწონს
|