ბიოგრაფია ამერიკელი მსახიობის საიდუმლოებით მოცული სიკვდილი 2017, 13 ოქტომბერი, 10:36
მსახიობი წარმოშობით დენვერიდან იყო (აშშ), მაგრამ იმის გამო რომ ამერიკის მიერ ვეტნამში წარმოებული ომის წინააღმდეგ გამოდია, იძულებული გახდა 1970 წ. საცხოვრებლად ევროპაში გადასულიყო. ჯერ იტალიაში ცხოვრობდა, ხოლო 3 წლის შემდეგ, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება. ის რომიდან ბერლინში გადავიდა და სიცოცხლის ბოლომდე იქ ცხოვრობდა. დინ რიდის მუსიკალური კარიერა აშშ-ში დაიწყო, მაგრამ მისი სიმღერები განსაკუთრებული პოპულარობით ლათინირი ამერიკის ქვეყნებში სარგებლობდა. რამდენიმე წარმოტებული საგასტროლო ტურნეს შემდეგ, დინ რიდმა არგენტინაში დარჩენა გადაწყვიტა, სადაც ალბომებს წერდა, ფილმებში და ტელეგადაცემებში იღებდა მონაწილეობას. გარდა ამისა, მსახიობი აქტიურ მონაწილეობდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, გამოდიოდა ბირთვული ცდების და ვეტნამის ომის წინააღმდეგ. ის საქველმოქმედო კონცერტებს აწყობდა, მონაწილეობდა პაციფისტების მიერ გამარტულ მიტინგებში და ამერიკის ხელისუფლებას აკრიტიკებდა. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ამერიკი დატოვება და ევროპაში გადასახლება მოუხდა. რწმენამ, რომლის გამოც დინ რიდი სამშობლოში პოლიტიკურ დევნილად იქცა, ის სსრ კავშირში გულთბილი მიღებით უზრუნველყო. პირველად მოსკოვში 1965 წ. ჩავიდა. ხოლო შემდეგ, ძალიან ხშირად ჩადიოდა და კონცერტებს ბამ-ზეც (ბაიკალ-ამურის მაგისტრალი - სარკინიგზო მაგისტრალი ციმბირში, მშენებლობა 1984 წ. დასრულდა) კი მართავდა. იმ პერიოდში დინ რიდს კინოშიც იღებდნენ, როგორც სსრ კავშირში, ისე აღმ. ევროპის ქვეყნებში. ფილმები მისი მონაწილეობით დიდი პოპულარობით სარგებლობდა. განსაკუთრებით ვესტერნები, რომლებშიც გოიკო მიტიჩი კეთილშობილი ინდიელის როლს ასრულებდა, ხოლო დინ რიდი – პატიოსანი კოვბოი იყო. ხოლო, აშშ-ში მას წითელ კოვბოის და წითელ ელვისს ეძახდნენ, თუმცა მიუხედავად თავისი შეხედულებებისა, მსახიობს თავი კომუნისტად არ გამოუცხადებია და არც რომელიმე ქვეყნის სოციალისტური პარტიის წევრი გამხდარა, არასდროს უთქვამს უარი ამერიკის მოქალაქეობაზე და არ იღლებოდა უბრალო ამერიკელებისადმი თავისი სიყვარულის დემონსტრირებით. დინ რიდი ფილმში «სისხლის ძმები», 1975 1985 წ. აშშ-ი გადაიღეს დოკუმენტური ფილმი მსახიობის შესახებ, სახელწოდებით «ამერიკელი მეამბოხე». დინ რიდს იმედი ჰქონდა რომ ეს ფილმი თანამემამულეებს მისი პოზიციის აღქმაში დაეხმარებოდა, მაგრამ ფილმის ავტორებს სხვა მიზნები ჰქონდათ და ეკრანზე მსახიობი ისე წარსდგა, რეოგორც კომუნისტური რეჟიმის მხურვალე მხარდამჭერი და «დემოკრატიული ღირებულებებისღ» მოწინააღმდეგე. ფილმის პრემიერის შემდეგ, ბერლინში მსახიობი უკმაყოფილო და განაწყენებული დაბრუნდა. დინ რიდი ფილმში «ამერიკელი მეამბოხე», 1985 ამ ფილმის გამოსვლიდან, ნახევარი წლის შემდეგ, ის ტრაგიკულად გარდაიცვალა. ოფიციალურ დასკვნაში, სიკვდილის მიზეზად უბედური შემთხვევა ეწერა. ძირითადი ვერსიის მიხედვით, ტრაგედიის დღეს, მსახიობმა და მისმა მეუღლემ იჩხუბეს, ის სახლიდან საკუთარი მანქანით გაემგზავრა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა, ხოლო დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მანქანიდან გადმოვარდა, ტბაში ჩავარდა და დაიხრჩო. მაგრამ, მომღერლის თაყვანისმცემლები თვლიდნენ, რომ ეს უბედური შემთხვევა არ იყო. ოფიციალურ ვერსიას, არც მისი ამერიკელი ნათესავები ეთანხმებოდნენ და აცხადებდნენ, რომ მისი მკვლელობის მიზეზი, აღმოსავლეთში ხანგრძლივი ცხოვრების შემდეგ, ამერიკაში დაბრუნების სურვილი იყო. უცხოულ პრესაში იმასაც წერდნენ, რომ დინ რიდი საბჭოთა КГБ-მ გადაიბირა, ეს ცსს (CIA) -თვის გახდა ცნობილი და მათ საშიში აგენტის ლიკვიდაცია მოახდინეს. მაგრამ, მკვლელობის ვერსიას არ იზიარებდა მისი მეუღლე და აცხადებდა, რომ დინ რიდს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა, მას გული აწუხებდა და არც აშშ-ში აპირებდა დაბრუნებას. მას შემდეგ, რაც გდრ-ს უშიშროების სამსახურის დოკუმენტებს საიდუმლო გრიფი მოხსნეს, მსახიობის მიერ სიკვდილის წინ დაწერილი წერილი აღმოაჩინეს, რომელშიც ის ახლობლებს პატიებას სთხოვდა იმის გამო, რომ თავის მოკვლა გადაწყვიტა. გრაფოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ წერილი ნამდვილად მის მიერ იყო დაწერილი. ხოლო სამედიცინო დასკვნაში ეწერა, რომ სიკვდილის წინ დინ რიდმა დიდი რაოდენობით საძილე აბაები მიიღო და საჭესთან ჩაეძინა. ამ დოკუმენტებს თუ დავუჯერებთ, თვითმკვლელობის ვერსია სიმართლეს უნდა შეესაბამებოდეს. მაგრამ, დღემდე გაურკვეველია მიზეზი, თუ რის გამო მოიკლა წარმატებულმა მომღერალმა და მსახიობმა თავი. ზოგიერთი ბიოგრაფი თვლის, რომ თვითმკვლელობის მიზეზი აშშ-ში წარუმატებელი ტელეეთერი იყო, რის გამოს სამშობლოში დაბრუნების იმედი გადაეწურა და ის დეპრესიაში ჩავარდა. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია და მსახიობის გარდაცვალების რეალური მიზეზი დღემდე საიდუმლოდ რჩება. 878 7-ს მოსწონს
|