საბუნებისმეტყველო რამდენი წყალი არის 1 მოლი და რამდენი ატომია 1 მილილიტრ წყალში? 2020, 17 სექტემბერი, 1:08 ერთი მოლი ნივთიერება არის რაიმე ნივთიერების ან ნივთიერებათა ნარევის ის რაოდენობა, რომელიც შეიცავს იმდენივე ატომს, რამდენსაც 12 გრამი ნახშირბადი. 1 მოლი უდრის 12 გრამ ნახშირბადს = 600 სექსტილიონ ატომს. მაგალითად, უკეთ რომ გავიგოთ, ერთი მოლი რაიმე, მაგალითად 1 მოლი ვაშლი არის 600 სექსტილიონი (ტრილიონჯერ მილიარდი) ვაშლი. 1 მოლ წყალსაც შესაბამისად აქვს 600 სექსტილიონი მოლეკულა. როგორ გამოვთვალოთ თუ რამდენს იწონის ერთი მოლი წყალი ანუ წყლის რა რაოდენობა შეიცავს 600 ტრილიონჯერ მილიარდ მოლეკულას? - წყლის თითოეული მოლეკულა (H20) შედგება წყალბადის 2 ატომისგან და ჟანგბადის 1 ატომისგან. გამოდის, რომ წყლის 1 მოლი იქნება 2 მოლ წყალბადის ატომებს დამატებული 1 მოლი ჟანგბადის ატომების რაოდენობა. პერიოდულ სისტემაზე ჩვენ ვხედავთ, რომ წყალბადის ატომური მასა არის 1.0079, ხოლო ჟანგბადის ატომური მასა არის 15.9994 გრამი. აქედან გამომდინარე 1 მოლი წყლის მასა იქნება: 1 მოლი წყლის წონა = 2(1.0079) გ. + 15.9994 გ. 1 მოლი წლის წონა = 2.0158 გ. + 15.9994 გ. 1 მოლი წყლის წონა = 18.0152 გ. ამგვარად, 1 მოლი წყლის მასა არის 18 გრამი. ანუ 18 გრამი წყალი შეიცავს 600 სექსტილიონ მოლეკულას. ერთი მილილიტრი წყალი კი შეიცავს 33 სექსტილიონ მოლეკულას. იგივე გამოთვლის კანონი ვრცელდება ნებისმიერ ნივთიერებასთან დაკავშირებით. წყარო: thoughtco.com - How much water is a mole of water? კრებულები:1. პროტო-ქართული ტომები 2. ქართული სახელმწიფოები 3. კავკასიური კულტურები 4. საქართველო 5. საქართველო (მეორე ნაწილი) 6. რელიგია 7. პარანორმალი 8. სხვადასხვა 9. მეცნიერება 10. მეცნიერება (ნაწილი მეორე) 11. ქართული მითოლოგიაავტორი: თორნიკე ფხალაძე260 2-ს მოსწონს |
იგივე გამოთვლის კანონი ვრცელდება ნებისმიერ ნივთიერებასთან დაკავშირებით.
თუ როგორც უკვე ზევით აღვნიშნეთ - წყლის 1 მოლი არის 2 მოლ წყალბადის ატომებს დამატებული 1 მოლი ჟანგბადის ატომების რაოდენობა, მაშინ თუ გვინდა ვიცოდეთ თუ რამდენი ატომისგან შედგება 1 მოლი წყალი და არა რამდენი მოლეკულისგან, მაშინ 3-ზე უნდა გავამრავლოთ 600 სექსტილიონი. ზევით გამოვთვალეთ, რომ 1 მოლი წყალი არის 18 გრამი (18 მილილიტრი), ესეიგი 1800 სექსტილიონი ატომისგან შედგება 18 გრამი წყალი. 1 გრამი წყალი კი შედგება - 100 სექსტილიონი ატომისგან.