სხვა ათწლეულის აღმოჩენა. ეგვიპტეში მუმიფიცირებული ზოოპარკი აღმოაჩინეს 2020, 16 სექტემბერი, 17:10 ![]() ეგვიპტის სიძველეთა მინისტრმა ხალედ ელ-ენანმა განაცხადა, რომ აღმოჩენა ძვ.წ. VII საუკუნით თარიღდება და ცალკე მუზეუმს იმსახურებს. ![]() ნაპოვნ არტეფაქტებს შორის იყო: 25 ძირძველი კიდობანი, იეროგლიფებით გაფორმებული და კატების მუმიებით სავსე, 75 ყუთი სავსე კატების ქანდაკებებით, ხის და ბრინჯაოს კობრებისა და ნიანგების კანდაკებები. ![]()
სამარხში ასევე ნაპოვნია: ქვისგან დამზადებული სკარაბის ხოჭო, ხისგან და ქვიშაქვისგან დამზადებული ორი პატარა სკარაბი, ნიანგის სამი ფიგურა, რომელთა შიგნით ნამდვილი ქვეწარმავლებია და ძველი ეგვიპტის ღვთაებების ათეული ქანდაკება (მაგალითად, ოსირისის). ყოველივე ზემოთქმული ათასობით წლის განმავლობაში ინახებოდა საკარას ნეკროპოლში, კაიროს სამხრეთით, გიზას პირამიდებთან. ![]() 153 8-ს მოსწონს
|