x
image
დავითი ჩუთლაშვილი
მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებული ნივთიერება, რომელიც ოქროზე მეტად ფასობს
ოქროს ფასი ყოველწლიურად იზრდება და ეს ძვირფასი ლითონი თანდათან სულ უფრო ნაკლებად ხელმისაწვდომი ხდება, თუმცა სამყაროში არსებობს მრავალი ნივთიერება, რომელთა ფასი ოქროს ფასზე გაცილებით უფრო მაღალია. ამ სტატიაში სწორედ ასეთ ნივთიერებებს წარმოგიდგენთ.


10. მეტამფეტამინი: 73 ევრო 1 გრამი


ნივთიერება


ამ ნივთიერებას თქვენ ალბათ სერიალ Breaking Bad-იდან იცნობთ. ის სულაც არ არის იაფი სიამოვნება. crystalmethaddiction.org-ის ცნობით, შეერთებულ შტატებში მისი ერთი გრამის გასაყიდი ფასი 73 ევროს აღწევს, ხოლო ევროპაში - 82 ევროსაც კი.



9. პლუტონიუმი: 3700 ევრო 1 გრამი


ნივთიერება


პლუტონიუმი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე იშვიათ ნივთიერებათაგანია. ამის გამო მას ძირითადად ხელოვნურად ამზადებენ ატომურ რეაქტორებში. მისი გამოყენება ხდება ბირთვულ საწვავად, ატომური ბომბების დასამზადებლად და კოსმოსური ხომალდების ბატარეებში.


8. ტააფეიტი: 11 500 ევრო 1 გრამი


ნივთიერება


ტააფეიტი პლანეტის უიშვიათესი მინერალია. პირველად ის 1945 წელს იქნა აღმოჩენილი. მისი მცირე მარაგები არსებობს შრი-ლანკაზე, ჩინეთსა და სამხრეთ ტანზანიაში. მისი გამოყენება ძირითადად სამკაულად ხდება. მისი ასეთი მაღალი ფასი იმით არის განპირობებული, რომ ის ბუნებაში ძალიან იშვიათად გვხვდება.


7. ალმასი: 19 ათასი ევრო 1 გრამი


ნივთიერება


ალმასის ფასი მის სისუფთავეზე, სიდიდესა და ზედაპირის დამუშავებაზეა დამოკიდებული. ამიტომ აქ ჩვენ საშუალო ფასი დავასახელეთ. საერთაშორისო ბაზარზე 1 კარატი ალმასის ფასი 3850 ევროს აღწევს.


6. ტრიტიუმი: 30 ათასი ევრო 1 გრამი


ნივთიერება


ტრიტიუმი წყალბადის იზოტოპია. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის წყალბადის ატომი, რომელიც ბირთვში ნეიტრონებს ჩვეულებრივზე უფრო ჭარბად შეიცავს. ბუნებაში ეს იზოტოპი მხოლოდ სტრატოსფეროში ჩნდება, ხელოვნურად კი ის წარმოიშობა როგორც ბირთვული რეაქტორების გვერდითი პროდუქტი. რადგან ის სუსტად რადიოაქტიურია, სხვა ნივთიერებებს განათებას აიძულებს. სწორედ ამიტომ ტრიტიუმი მედიცინაში მარკერად გამოიყენება.


5. ელ ეს დე: 67 ათასი ევრო 1 გრამი


ნივთიერება


ელ ეს დე მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ნარკოტიკია. ერთი დოზისთვის მისი 150 მიკროგრამიც საკმარისია. სწორედ ამიტომ ნარკოდამოკიდებული ადამიანები მის 1 გრამს არასოდეს ყიდულობენ.


4. პაინიტი: 252 ათასი ევრო 1 გრამი


ნივთიერება


თუ გსურთ, თქვენს შეყვარებულს მართლა რამე ძვირადღირებული აჩუქოთ, მაშინ ბეჭედი პაინიტის თვლით მისწრებაა. ეს უიშვიათესი მინერალი 1957 წელს აღმოაჩინეს მიანმარში და მას შემდეგ ის გასაოცრად ძვირი ღირს. 1 კარატი პაინიტის ფასი 55 ათასი ევროა.


3. წითელი ალმასი: 1, 8 მლნ ევრო 1 გრამი


ნივთიერება


წითელი ალმასი ალმასებს შორის ყველაზე ძვირი ღირს. ქიმიურად მასსა და ჩვეულებრივ ალმასს შორის არავითარი სხვაობა არ არის. მაგრამ წითელი ალმასი ბუნებაში უიშვიათესია და მხოლოდ ავსტრალიაში გვხვდება, მაგრამ აქაც მისი წონა მაქსიმუმ 1 გრამს არ აჭარბებს. სწორედ ეს განაპირობებს მის ფასს.


2. კალიფორნიუმი: 25 მლნ ევრო 1 გრამი



ნივთიერება


კალიფორნიუმი პლანეტის ყველაზე იშვიათი ელემენტია. ის პირველად და უკანასკნელად 1950 წელს დამზადდა. მისი გასაოცარი თვისება ისაა, რომ გახლეჩის დროს დიდი ოდენობით ნეიტრონებს გამოყოფს, რის გამოც მას ნეიტრონების წყაროს უწოდებენ. გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ, ნავთობის აღმოსაჩენად და ბირთვულ რეაქტორებში, რისთვისაც მისი რაღაც მიკროგრამებია საჭირო.


1. ანტიმატერია: 23-დან 57 მლრდ დოლარამდე 1 გრამი


ნივთიერება


ანტიმატერია სამყაროში ყველაზე ძვირადღირებული ნივთიერებაა. 1995 წლამდე მის არსებობას მხოლოდ თეორიულად ვარაუდობდნენ, სანამ დიდ ადრონულ კოლაიდერში მის ძალიან მცირე ნაწილს დაამზადებდნენ. ამერიკის კოსმოსური სააგენტო მისი ერთი გრამის ფასს 57 მილიარდი დოლარით განსაზღვრავს, ხოლო ამერიკელი მეცნიერები - 26 მილიარდი დოლარით.


ანტიმატერიის მატერიასთან შეხებისას წარმოუდგენელი რაოდენობის ენერგია გამოიყოფა. ამიტომ ამ ნივთიერების გამოყენება შესაძლებელია როგორც რეაქტორებში, ასევე იარაღის დასამზადებლად.

0
1350
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
1350
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0