სხვა მონტგისარდის ბრძოლა ( Bataille de Montgisard) 2020, 12 სექტემბერი, 21:58 მონტგისარდის ბრძოლაში, რომელიც 1177 წლის 25 ნოემბერს მოხდა, იერუსალიმის ახალგაზრდა მეფემ ბალდუინ IV (ბოდუინმა) სრულად დაამარცხა სალადინის ((სალაჰ ად-დინი) არმია და სარაცინების მიერ იერუსალიმის აღება რამდენიმე წლით გადადო. ბრძოლაში განსაკუთრებული ტაქტიკური მოქმედებები არ შეინიშნება, მხოლოდ ჯვარონების დაუღალავი, უმკაცრესი ზეწოლა მოწინაარმდეგეზე, რომელიც არ აღმოჩნდა მზად ბრძოლისთვის, ასკალონის ბრძოლის მსგავსად. ბრძოლის მომენტისთვის ბალდუინ მე-IV 16 წლის იყო. იგი ბავშვობიდან იყო დაავადებული კეთრით და ხანგძლივი მმართველობა არ ეწერა, მაგრამ მისთვის გამოყოფილი დროის განმავლობაში იგი ენერგიულად იცავდა იერუსალიმს ისეთი საშიში მტრისგან, როგორიცაა სალადინი. ბალდუინის მასწავლებელი იყო ვილჰელმ ტვიროსელი, რომელიც აღწერდა მოვლენებს თავის ქრონიკებში. მატიანეში არ არის მითითებული ჯვაროსან ქვეითთა ზუსტი რაოდენობა და შესაძლო თურქოპოლისი. ეგვიპტელთა რაოდენობა სავარაუდოდ გადაჭარბებულია. მაგრამ ავტორი გვთავაზობს საინტერესო ინფორმაციას აიუბიდების არმიის შესახებ. (ნახატი დასახელებული ავტორის მიერ როგორც " Montgisard" საეჭვოა. შეიძლება ეს არის ბალდუინ მე-IV, მაგრამ ტოპჰელმი და აილეტები (სამხრეები), რომლებიც რატომღაც შროშნებით არის წარმოდგენილი, უნდა გამოჩენილიყო ასე დაახლოებით, 50 წელიწადში, აქ რაღაც ისე არ არის... იქნებ ეს არის ლუი მე-IX მანსურის ქვეშ? მხატვარი მ. კოზიკი)
ვილჰელმ ტვიროსელის ქრონიკებიდან:
”სალადინმა შეიტყო, რომ გრაფი (რაიმონდ III - ტრიპოლის გრაფი) და ქრისტიანული არმიის ყველა ძალები, რომლებსაც იგი, თავადვე შიშით ელოდა ეგვიპტეში, ანტიოქიაში წავიდნენ. მან გადაწყვიტა, რომ ახლა, როდესაც სამეფო დაუცველი დარჩა, მას შეეძლო ორიდან ერთის მარტივად გაკეთება: ჩაეკეტა სამეფოს ქალაქები ალყით, ან თუ სამეფოში ჯერ კიდევ დარჩა ჯარი გაენადგურებინა იგი და ასე მოეპოვებინა სრული გამარჯვება. ყოველი მხრიდან შეკრიბეს ჯარი და იარაღი, ჩვეულებრივ ყველაფერი, რაც საჭიროა საომარი მოქმედებების განსახორციელებლად, დატოვეს ეგვიპტე, ანადგურებდნენ ყველაფერს, რც გზად შემოხვდებოდათ. მათ უკან დატოვეს ჩვენი ციხე დარომი და ღაზას დიდებული ქალაქი, ისინი სწრაფად მიუახლოვდნენ ასკალონს. მეფემ, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე მიიღო შეტყობინება, სასწრაფოდ გამოიძახა სამეფოში დარჩენილი ჯარები და რამდენიმე დღით ადრე იმავე ქალაქში (ასკალონში) წავიდა. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ტრიპოლის გრაფი, რომელიც ადრე ას საუკეთესო რაინდთან ერთად იყო წასული, არ მონაწილეობდა ამ კამპანიაში, რადგან ის შორს იყო, ისევე როგორც ჰოსპიტალერების მაგისტრი თავის ძმებთან და ტამპლიერ რაინდთა უმეტესობასთან ერთად. დანარჩენები ალყის შიშით ღაზას შეეფარნენ, რადგან ეს იყო ჩვენი პირველი ქალაქთაგანი სალადინის გზაზე. სალადინი სიამაყით აღივსო და აღარაფრის ეშინოდა, თავს გამარჯვებულად გრძნობდა, დატაცებულ მიწას თავის ხალხზე ანაწილებდა. დაიჯერეს, რომ მიიღეს ყველაფერი, რაც სურდათ და სიფრთხილის შესახებ დაივიწყეს. მტრები გაიფანტნენ დაკავებულ ტერიტორიაზე, იქცეოდნენ როგორც ამ მიწების ბატონ-პატრონები. ამასობაში, როგორც ეს ჩვენს მხარეებში ხდებოდა, მეფემ დაინახა, თუ რაოდენ ღრმად შემოიჭრა მრავალრიცხოვანი მტერი სამეფოს საზღვრებში და ვრცელი ტერიტორიები დაიკავა. იგი ასკალონიდან გაემგზავრა, სწრაფად მოძრაობდა მტრის მიმართულებით, რადგან თვლიდა, რომ უმჯობესია დაეყრდნო ბედს და დაუპირისპირდე მტერს, ვიდრე მისცე მას საშუალება გადაწვას, გააპარტახოს და გაძარცვოს ტერიტორიები. სანაპიროს მხრიდან კვალდაკვალ გაჰყვა მტერს და შეუმჩნევლად მიუახლოვდა იმ ადგილს, სადაც სალადინი თავის ჯართან ერთად დაბანაკდა. როდესაც ისინი თავს წაადგნენ მტერს, მეფემ ბრძლისთვის მზადების ბრძანება გასცა. პირველი ფლანგის რაინდები და ქვეითი ჯარი საბრძოლო წყობაზე გადავიდა. იქ მათ ძმა-რაინდები, ტამპლიერები შეუერთდნენ, რომლებიც ღაზაში იმყოფებოდნენ. საბრძოლო წყობაში მყოფი რაინდები მზად იყვნენ ერთიანად გადასულიყვნენ შეტევაზე, იმისდა მიუხედავად, რომ ისინი ირგვლივ მხოლოდ დამწვარ ტერიტორებსა და ცხედრებს ხედავდნენ. სალადინმა კი დაინახა ჩვენები, რომლებიც სწრაფად უახლოვდებოდნენ ბანაკს, ბრძოლის დაწყების განზრახვით, შეეშინდა სწრაფი შეტაკების, რომელიც ადრე მხოლოდ გაახარებდა, დაიწყო ირგვლივ მიმოფანტული ჯარის შეკრება. გაისმა საყვირების ხმა, ბრძანებები რომელთაც ჩვეულებრივ ასეთ სიტუაციაში იძლევიან, მხურვალე შეძახილები შეტაკების წინ მებრძოლების გასამხნევებლად. მეფესთან ერთად იყვნენ: ტაძრის რაინდების (ტამპლიერები) მაგისტრი ოდო დე სენტ ამანდი თავის ოთხმოც თანამებრძოლთან ერთად, თავადი რეინალდი, ბალდუინ დე რამი, თავის ძმასთან ბალიანთან ერთად, რენო სიდონიელი, გრაფი ჟოსელინი (ჯოსელინი), სენეშალი და მეფის ბიძა დედის მხრიდან. სულ 375 რაინდი. ყველა ღმერთის დახმარებას ითხოვდა, ხედავდა რა ნამდვილ ხის ჯვარს, რომელსაც მეომართა რიგების წინ ბეთლემის ეპისკოპოსი ალბერტი ატარებდა. ამასობაში შეგროვდნენ მტრის მიმოფანტული ნაწილებიც, მოწინააღდეგეთა რაოდენობა გაიზარდა. მაგრამ უფალი არ ტოვებს მათ, ვისაც მისი იმედი აქვს, ის აღავრსებდა ჩვენს მეობრებს სულისკვეთებით და აძლევდა იმედს, რომ ეს იქნებოდა არა მხოლოდ გამარჯვება, არამედ ღვრთის ნების გამოვლენა და გადარჩენა. მტერი საბრძოლო წყობაში ჩადგა - კოლონა, რომელიც პირველი ჩაება ბრძოლაში და დანარჩენები, რომლებიც მას მოჰყვებოდნენ. მხატვარი მ. კოზიკი ამასობაში ორივე არმია მიუახლოვდა ერთმანეთს და დაიწყო ბრძოლა, მიუხედავად იმისა, რომ ძალები არ იყო თანაბარი და ეს ბრძოლა ადრე შეუძლებელი ჩანდა. შემდეგ ჩვენიანები მამაცურად უტევდნენ და ზეციურმა მადლმა, რომელსაც ისინი გაბედულებით პასუხობდნენ, დეხმარა მათ მტრის ლეგიონების გატეხვაში, რის შემდეგაც მტერი უკუიქცა. მტერი, რომელიც დაუნდობლად შემოიჭრა ჩვენს საზღვრებში, ბევრი იყო, როგორც მე გავიგე და გავარკვიე, მართლაც ბევრია: 26 ათასი მხედარი, იმათ გარდა, ვინც სხვა ცხოველებზე და აქლემებზე იჯდა. აქედან 8 ათასი შესანიშნავი მეომარი იყო, რომლებსაც თავიანთ ენაზე "ტოვაშებს" უწოდებენ. დანარჩენი 18 ათასი ჩვეულებრივი მეომარი, რომლებსაც ისინი თვითონ "კარაგულს" უწოდებენ. მათ შორის ათასი საუკეთესო ცხენოსანი იყო, ყვითელ სამოსელში გამოწყობილი, რომელიც აბჯრზე ზეომოდან ჰქონდათ გადაცმული, ისევე როგორც სლადინს, ეს გახლდათ სულთნის პირადი გვარდია, რომელიც მას გარს შემოერტყა. თურქ მმართველებს და თავადებს, რომლებსაც ისინი არაბულად ემირებს უწოდებდნენ, როგორც წესი ჰყავდათ ახალგაზრდა მეომრებისგან შემდგარი დაცვა, რომელიც მონებისგან, ნაყიდი და ტყვედ აყვანილი ახალგაზრდებისგან იყო შერჩეული. მათ გაიარეს საფუძვლიანი მომზადება სამხედრო საქმეებში, მაგრამ როდესაც გაიზარდნენ, თითოეულმა მიიღო თავისი სამხედრო დამსახურების შესაბამისად: მათ უხდიდნენ გასამრჯელოს და ასევე გულუხვად ასაჩუქრებდნენ მიწით. ბრძოლის შედეგის მიუხედავად, მათი მთავარი მიზანი იყო ბატონის დაცვა. მათ მამლუქებს უწოდებენ. მხატვარი Z. Grbasic ამჯერად გვარდიელებმა ერთიანად მიმართენ ძალები სულთნის დაცვაზე და სიკვდილამდე არ ტოვემდნენ მას. მაშინ როდესაც სხვები გაქცევით შველოდნენ თავს, ეს მცველები სიმამაცეს და ერთგულებას ავლენდნენ, მაგრამ თითქმის ყოველი მათგანი მოკლული იქნა. როდესაც მტერი გაიქცა ბრძოლის ველიდან, ჩვენმა ჯარმა მას მზის ჩასვლადმე სდია, იმ ადგილამდე, რომელსაც "მონტგისარდი ( მონჯისტარი, მონ-გიზარდი) ეწოდება. ამ გაქცევის დროს ჩვენებმა ისინი განდევნეს, 12000 ან მეტი მოწინააღმდეგე მოლლეს. დევნა გაგრძელდებოდა რომ არ დაღამებულიყო. მათ, ვინც ბრძლის ველიდან გაქცევა მოახერხა, ტოვებდა იარაღს, აღჭურვილობასა და დაჭრილ თანამებრძოლებს. მძიმედ და მსუბუქად შეიარაღებული კავალერია, ყველა შეძლებისდაგვარად გარბოდა. უკან დახევა სისხლიანი იყო და მხოლოდ დაღამებამ იხსნა ისნი. დანარჩენებისთვის შედეგები ძალიან მძიმე გამოდგა: ან ტყვედ აიყვანეს, ან ხმლებით აჩეხეს. ჩვენი მხრიდან ბრძოლის დასაწყისში დაიღუპა მხოლოდ ოთხი თუ ხუთი რაინდი. ასევე ამდენივე ქვეითი მეომარი, მაგრამ დანამდვილებით არ არის ცნობილი. როდესაც გაქცეულებმა აღნიშნულ ადგილს მიაღწიეს (იგულისხმება მონტგისარდი) ისნი ჭაობსა და წყალში ჩარჩნენ, რადგან ჯაჭვის პერანგები ემოსათ. მათ გადააგდეს ყველაფერი წინსვლის გასაადვილებლად, ამასთანავე ჩვენები ახლოს იყვნენ და შეეძლოთ მათი იარაღი და აღჭურვილობა ნადავლის სახით დაეტოვებინათ. მაგრამ აგრძელებდნენ მტრის დევნას, ეს გაგრძელდა მეორე დღესაც. გულისხმიერად ათვალიერებდნენ ლერწმის ბუჩქებს და ჭაობს, სწრაფად პოულობდნენ იმას, რაც მტრებმა დამალეს. როგორც გავიგე რამდენიმე ღირსეული ადამიანისგან, რომლებიც ამას შეესწრნენ, ერთ დღეში ჩვენებმა ასი აბჯარი იპოვეს: მუზარეადები, ჩაფხუტები, ფეხის აბჯარი და სხვა არანაკლებ მნიშნელოვანი და საჭირო ნივთი. ეს დასამახსოვრებელი ბრძოლა ღვთის წყალობის ნიშნად მოხდა, მეფე ბალდუინ IV- ის მეფობის მესამე წელს, 25 ნოემბერს. მეორე დღეს და ზედიზედ ათი დღის განმავლობაში, ძლიერად წვიმდა და იმდენად უჩვეულოდ ციოდა, რომ ეჭვი არავის ეპარებოდა - თვით სტიქია განეწყო მტრების წინააღმდეგ. მათ ასევე დაკარგეს თავიანთი ცხენები, რომლებიც ამ სამ დღის განმავლობაში არც ჭამდნენ და არც ისვენებდნენ. ყველა ამ უბედურებას დაემატა ის ფაქტი, რომ მათ აბსოლუტურად არ ჰქონდათ საკვები, იტანჯებოდნენ შიმშილით, სიცივითა და გზის სირთულით. არაბების ურჯულო ხალხი, რომლებიც ბარგით დარჩნენ ქალაქ ლარისთან და დაინახეს თუ რა მარცხი განიცადეს თურქებმა, შეშინდნენ და გაიქცნენ. სასტიკად დევნიდნენ მათაც, ვინც როგორღაც გადარჩენა მოახერხა. იმავდროულად მეფემ ნადავლი დაანაწილა, ისე როგორც ამას სამხედრო ტრადიცია მოითხოვდა, უფალს მადლობა შესწირა მის მიერ გამოჩენილი წყალობითვის და სასწრაფოდ იერუსალიმისკენ გაემართა. სალადინი, რომელიც ჩვენთან ასეთი სიამაყითა და მხედრების სიმრავლით მოვიდა, ღვთის ნებით უკან გაბრუნდა ასიოდე მხედრის თანხლებით. და თვითონ როგორც ამბობდა აქლემზე ამხედრებული მიდოედა.
156 9-ს მოსწონს
|