სხვა როგორ იბრძოდნენ ჰოროსი და სეთი 2020, 8 სექტემბერი, 14:48
სეთმა ჰოროსს უთხრა:
- მოდი ბეჰემოთებად გადავიქცეთ და დავეშვათ ზღვის ფსკერზე. ვინც წყლის ქვეშ სამი თვის განმალობაში გაძლებს - ის არის მეფეც. ისიდამ გადაწყვიტა დახმარებოდა ვაჟს. მან წყალში ისროლა ჰარპუნი, რათა სეთი სამუდამოდ მიეჯაჭვა ზღვის ფსკერისთვის, მაგრამ მტრის ნაცვლად ჰარპუნი შვილს მოარტყა. - დაუყვირე ჰარპუნს, რომ გამიშვას! - შეევედრა ჰოროსი. - გაუშვი, ის ხომ ჩემი ვაჟია, ჩემი შვილი! - დაიყვირა ისიდამ და ჰარპუნი დამორჩილდა, ისიდამ მეორედ სტყორცნა ჰარპუნი და ამ ჯერად იგი სეთს მოხვდა. - არ მომკლა მე ხომ შენი ძმა ვარ! - შესძახა სეთმა. ისიდას გული აუკანკალდა, მან ზღვიდან ჰარპუნი ამოიღო. ბეჰემოთებმა ნაპირზე გამოცურეს და ისევ ღმერთებად გადაიქცნენ. ჰოროსი ძლიერ განურისხდა დედას, რადგან მან დაინდო თავისი ქმრის და ჰოროსის მამის მკვლელი. სიბრაზისგან დაბრმავებულმა აიღო დანა და დედას თავი მოჰკვეთა. მაგრამ თავი მაშინვე დაუბრუნდა მის ადგილს, ისიდამ კი აპატია ვაჟს. ჰოროსმა არ იცოდა ამის შესახებ. იგი გაიქცა შორს, ღმერთების რისხვისგან, მარტოხელა კლდესთან დაეშვა მიწაზე, მწარედ ატირდა და შემდეგ თავისთვის შეუმჩნევლად ჩაეძინა. ღმერთები ითხივე მიმართულებით გაემართნენ, რათა ეპოვათ ჰოროსი და გაესამართლებინათ. სეთმა აღმოაჩინა მძინარე ჰოროსი, დაიჭირა, დსათხარა თვალები და გაიქცა. ის დაბრუნდა "რასთან" და უთხრა: - მე ვერ ვიპოვე ჰოროსი. მაგრამ სამხრეთ მიწების მფლობელმა ქალღმერთმა ჰატჰორმა არ დაუჯერა მას. იგი გაჰყვა სეთის კვალს და იპოვა ჰოროსი, რომელიც უდაბნოს შუაგულში იწვა. მის გვერდით ლოტოსის ორი ყვავილი დაინახა, რადაც იქცნენ ჰოროსის თვალები. ჰატჰორმა დაიჭირა ყვავილი დაწურა იგი. მან ჰოროსის ცარიელ თვალის ბუდეებში რძე ჩაასხა და თვალები სასწაულებრივად გააცოცხლა. ჰოროსი ისევ მზად იყო ებრძოლა ძალაუფლებითვის. სეთმა უდიდესი და უკანასკნელი ფიცი დადო: - აღარ ვიბრძოლებ და სისხლს აღარ დავღვრი. ჩვენ გავაკეთებთ ქვის ნავებს და შევეჯიბრებით ერთმანეთს. ვინც გაიმარჯვებს დაე მიიღოს ეგვიპტის გვირგვინი. - თანახმა ვარ - უპასუხა ჰოროსმა - მაგრამ, თქვენ ყველამ გაიგონეთ, ეს შეჯიბრი უკანასკნელი იქნება! მან დიდი ეშმაკობა მოიფიქრა. საიდუმლო ადგილას კედარისგან ნავი გააკეთა, თაბაშირით გადააფარა და ნაპირთან მიიყვანა. სეთმა დაიჯერა, რომ ნავი ქვის იყო. ის ავიდა მაღალ მთაზე მოატეხა მწვერვალი, მისგან ნავი გამოჭედა და ჰოროსის ნავის გვერდით დააყენა. შეჯიბრის დაწნებისთანავე ქვის ნავი ფსკერისკენ დაეშვა. განრისხებული სეთი ისევ გადაიქცა ბეჰემოთად და ჰოროსს დაედევნა, მაგრამ მან ჰარპუნით დაჭრა მდევარი. მხოლოდ ამ ეშმაკობით მიღწეული გამარჯვების შემდეგ იზეიმა სამართლიანობამ. დამარცხებულმა სეთმა თქვა: - დაე, მისცენ ჰოროსს, მამის, ოსირისის წოდება. ისდას ვაჟს თავზე თეთრი გვირგვინი დაადგეს. გახარებულმა ისიდამ წამოიძახა: - შენ შესანიშნავი მეფე ხარ! ჩემი გული ხარობს, როდესაც დედამიწას შენი ნათებით ასხივოსნებ. სეთი კი მაინც არ მიატოვა " რამ" - მე მომეცით. ის ჩემთან ერთად იცურებს ზეციურ ნილოსზე. ზეცაში მისი ყველას შეეშინდება. ღამით კი აპოფისთან ბრძოლაში დამეხმარება. აპოფისი და სეთი. ყველა ღმერთი დაეთანხმა ამ გადაწტვეტილებას. ისინი ზემობდნენ სამათლიანობას, რომელიც ბოლოს და ბოლოს აღსრულდა. ღმერთები ცხოვრობდნენ ადამიანთა შორის და მეფობდნენ მათზე. ისინი უკვდავები იყვნენ, მაგრამ ძალაუფლებას მემკვიდრეობით გადასცემდნენ. დადგა ოსირისისა და სეთის მმართველობის ხანა. ღმერთებმა "თიკის მიწა" გაანაწილეს მათ შორის. ოსირისს ნილოსის ველი უბოძეს, ველური ხალხით დასახლებული, რომლებმაც არაფერი იცოდნენ ცხოველებზე ისიდამ თავად ააშენა საიდუმლო საცხოვრებელი - ქოხი, რომელთანაც მოხვედრა საიდუმლო არხებით შეიძლებოდა პაპირუსის ნავის მეშვეობით. ბასრკბილებიანი ნიანგები პაპირუსუსგან დაწვნილ ნავებს არ ეკარებოდნენ. თავის საიდუმლო თავშესაფარში მწუხარებით შეძრწუნებულმა ქალღმერთმა ვადაზე ადრე ვაჟი გააჩინა და მას ჰოროსი ღმერთები შუა კუნძულზე გადავიდნენ და სატრაპეზოდ დასხდნენ. ულამზესი ისდია მოხუც ქალად გადაიქცა. იგი ანტი-გადამყვანთან მივიდა და სთხოვა: - კუნძულზე გადამიყვანე, ქოთანში საჭმელია, ხელებში კი პური მაქვს, მიმაქვს ჩემი ვაჟისთვის, რომელიც იქ პირუტყვს აძოვებს. - მე ბირძანეს ქალები არ გადამეყვანა, - უპასუხა ანტიმ. - მაგრამ შენ ხომ მხოლოდ ისიდას შესახებ გიბრძანეს. ... 124 5-ს მოსწონს
|