სხვა ისიდას ეშმაკობა 2020, 7 სექტემბერი, 17:42
ღმერთები შუა კუნძულზე გადავიდნენ და სატრაპეზოდ დასხდნენ. ულამზესი ისდია მოხუც ქალად გადაიქცა. იგი ანტი-გადამყვანთან მივიდა და სთხოვა: - კუნძულზე გადამიყვანე, ქოთანში საჭმელია, ხელებში კი პური მაქვს, მიმაქვს ჩემი ვაჟისთვის, რომელიც იქ პირუტყვს აძოვებს. - მე ბირძანეს ქალები არ გადამეყვანა, - უპასუხა ანტიმ. - მაგრამ შენ ხომ მხოლოდ ისიდას შესახებ გიბრძანეს. - მართალი ხარ. და რას მომცემ გადაყვანისთვის? - პურს მოგცემ. - მხოლოდ პურისთვის არ გავრისკავ. - მაშინ მასთან ერთად ჩემი ოქროს ბეჭედიც აიღე. ანტი ასევე ღმერთი იყო, რომელიც ისიდას ოქროს დახარბდა და ქალღმერთი კუნძულზე გადაიყვანა. თავისი ჯადუსნური ძალის გამოყენებით ისიდა გადაიქცა ულამაზეს ქალწულად, რომლის მსგავსი მთელს ქვეყანაში არ იყო. სეთმა ტრაპეზი და მასთან გაიქცა, რადგან ძლიერ მოიხიბლა ლამაზმანით: შენთან მინდა ყოფნა, ლამაზო გოგო! - წამოიძახა მან. მაგრამ ისიდამ უთხრა: - ჯერ მომისმინე. მე მწყემსის ცოლი ვიყავი და ვაჟი გავაჩინე. ჩემი ქმარი გარდაიცვალა, ვაჟი კი თავისი მამის ფარის მწყემსვას შეუდგა. მოულოდნელად მოდის უცხო ადამიანი და უყვირის შვილს: « მე შენ გცემ, პირუტყვს წაგართმევ და გაგაგდებ ». გაგვნსაჯე ჩვენ. - ნუთუ ღირს პირუტყვის სხვა ადამიანისთვის მიცემა, როდესაც ცოცხალია ქრმრის შვილი, მემკვიდრე - უპასუხა სეთმა. - მომხდურს კეტით უნდა გავუტეხოთ თავი და გავაგდოთ, შენი ვაჟი კი მამის აგილას დავაყენოთ. ულამაზესი გოგონა უცებ მიმინოდ გადაიქცა. იგი აფრინდა აკაციის კენწეროზე, რომლის ქვეშაც ღმერთები ისხდნენ და ხმამაღლა იყვირა, რათა ყველას გაეგონა: - აი სეთის სიტყვები, რომლითაც მან საკუთარი თავი განსაჯა! მაგრამ "რამ" ამჯერადაც ყური უგდო არა სამათლიანობის ხმას, არამედ კიდევ უფრო გაბრაზებულ და განრისხებულ სეთს. - მოიყვანონ ანტი და დასაჯონ იმისთვის, რომ ისიდა მოიყვანა! - მოითხოვა მან. საბრალო ანტი მოიყვანეს დააბეს, დააწვინეს დაფაზე და ჯოხებით გაროზგეს, თანაც ისე რომ იგი კოჭლდა ცხოვრების მანძილზე. მაშინ ჰოროსმა გადაწყვიტა: «ასე შეიძლება მთელი ცხოვრება სასამრთლოში გაატარო, დაბერდე მაგრამ ვერ მიიღო სამართლიანობა. სამართლიანობისთვის ბრძლოაა საჭირო! » 194 7-ს მოსწონს
|