x
image
არჩილ ვერულიძე
ინგლისური ოფლის სახელწოდებით ცნობილი იდუმალი ეპიდემია

image

მე-XVI საუკუნეში ევროპა მოიცვა ეპიდემიის ტალღამ სახელწოდებით "ინგლისური ოფლის ცხელება", ან "ინგლისური ოფლი" მას თან ახლდა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი. ეპიდემიამ რამდენჯერმე იფეთქა 1485-1551 წლებში.


დაავადების პირველი კერა ინგლისში დაფიქსირდა. როდესაც ინგლისის მომავალი მეფე ჰენრი ტიუდორი, რომელიც ბრეტანში ცხოვრობდა, უელსის სანაპიროზე გადმოსხდა, მან ეს უდუმალი დაავადება მოუტანა ინგლისს. მისი ჯარების უმეტესობა, რომელიც ძირითადად ბრეტონელი და ფრანგი დაქირავებულებისაგან შედგებოდა, დაიმფიცირებული აღმოჩნდა. დაავადებამ თავის მჟღავნება იწყო ნაპირზე გადმოსვლის პერიოდისთვის. მას შემდეგ, რაც ჰენრი ტიუდორი დაგვირგვინდა და ლონდონში დამკვიდრდა, ინგლისურმა ოფლმა ადგილობრივ მოსახლეობას მიაღწია, ქალაქში ერთ თვეში რამდენიმე ათასი ადამიანი გარდაიცვალა. ეპიდემია ჩაცხრა, რათა გარკვეული დროის შემდეგ კვალავ გამოვლენილიყო ირლანდიაში.


1507 და 1517 წლებში დაავადება კვლავ და კვლავ აალდა ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში - ქალაქებმა ოქსფორდმა და კემბრიჯმა დაკარგეს მოსახლეობის ნახევარი. 1528 წელს ეპიდემია დაბრუნდა ლონდონში, საიდანაც იგი მთელ ქვეყანაში გავრცელდა. მეფე ჰენრი მე-VIII იძულებული გახდა დაეტოვებინა დედაქალაქი და ერთი ადგილიდან მეორეზე გადასულიყო, რათა არ დაიმფიცირებულიყო.


გარკვეული დროის შემდეგ ინგლისურმა ოფლმა შეაღწია კონტინენტზე, ჯერ ჰამბურგში მოხვდა, შემდეგ შვეიცარიაში, შემდეგ გაიარა საღვთო რომის იმპერია. მოგვიანებით, დაავადების კერები გაჩაღდა პოლონეთში, ლიტვის, მოსკოვის, ნორვეგიისა და შვედეთის სათავადოებში (ევროპაში საგრაფო, საჰერცოგო) რატომღაც, საფრანგეთმა და იტალიამ მოახერხეს ინფექციის თავიდან აცილება.

თითოეულ რეგიონში უცნაური დაავადება სრულად ქრებოდა ორი კვირის განმავლობაში. ის საკმაოდ მტკივნეულად მიმდინარეობდა: დაავადებული იტანჯებოდა ძლიერი ციებით, თავბრუს ხვევით, , შემდეგ კი მხრების კისრისა და კიდურების ტკივილით, სამი საათის შემდეგ დგებოდა ძლიერი წყურვილის შეგრძნება, ცხელება და მთელ სხეულს მოიცავდა მყრალი ოფლი. ჩქარდებოდა პულსი, ტკივილი გულის არეში, ავადმყოფი ბოდვას იწყებდა. დაავადების დამახასიათებელი ნიშანი იყო ძლიერი ძილიანობა - ითვლებოდა, რომ თუ ადამიანი დაიძინებდა, ის აღარ იღვიძებდა. გასაკვირია, რომ, მაგალითად, ბუბონური ჭირისგან განსხვავებით, დაავადებულებს არ ჰქონდათ გამონაყარი ან წყლულები კანზე. "იგლისური ოფლის"ეპიდემიის ერთხელ გადატანის შემთხვევაში ადამიანს არ უვითარდებოდა იმუნიტეტი და შეეძლო ისევ გამხდარიყო დაავადების მსხვერპლი.

0
68
6-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0