სხვა თანამედროვე მაუგლი 2020, 7 სექტემბერი, 9:28 ტიპ დეგრე (Tippi Degré) აფრიკაში, ველური ბუნების ფოტოგრაფების ოჯახში დაიბადა და მთელი ბავშვობა მეტად უჩვეულო გარემოში — აფრიკის უდაბნოში გაატარა. გოგონა ბევრ ველურ და მტაცებელ ცხოველს დაუმეგობრდა, რომელთა შორის იყო 28 წლის სპილო აბუ, ლეოპარდი J&B, ლომის ბოკვერი, ჟირაფი, ზებრა... და გველიც კი. ნამიბია, საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, იყო მისი სახლი, რამაც ტიპს ცხოველებთან და ადგილობრივ ტომებთან დაახლოვების საშუალება მისცა. ბავშვის მშობლები ალან დეგრე და სილვია რობერტი შვილის ველურ ცხოველებთან ურთიერთობის მომენტებს წიგნებში და ფილმებში ასახავდნენ. 1998 წელს გამოიცა ფოტოალბომი «ტიპი აფრიკაში», რომელშიც გოგონას ცხოვრების და მისი ცხოველებთან თბილი ურთიერთობის შესახებ არის მოთხრობილი. ველურ სამყაროსთან ურთიერთობასთან დაკავშირებით, არსებული საფრთხის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ გოგონას განსაცვიფრებელი ბავშვობა ჰქონდა. აქ კი, ზემოთ ხსენებული წიგნიდან, რამდენიმე ფოტოს და ბავშვის აფრიკაში ცხოვრების შესახებ, გადაღებული დოკუმენტური ფილმის ფრაგმენტს წარმოგიდგენთ. * რატომ იპარავენ მაიმუნები ლომის ბოკვერებს? 623 4-ს მოსწონს
|