x
image
არჩილ ვერულიძე
ჭადრაკი - სპორტი თუ ხელოვნება?
image

წარმოადენს ჭადრაკი სპორტის სახეობას? თუ ეს ხელოვნებაა, რომელსაც საერთო არაფერი აქვს სპორტთან? თითოეულ ამ თვალსაზრისს ბევრი მხარდამჭერი და მოწინააღმდეგე ჰყავს.

ატარებენ ჩემპიონატებს ჭადრაკში, უძლიერესი მოჭადრაკეების გამოსავლენად. ამ გაგებით, ჭადრაკს, რა თქმა უნდა, სპორტი შეიძლება ვუწოდოთ. მაგრამ გამარჯვება მიიღწევა ინტელექტის და არა ფიზიკური ძალის მეშვეობით, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მხოლოდ პირობითად შეიძლება ეწოდოს სპორტი.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმაც კი აღიარა, რომ ჭადრაკი მხოლოდ 1999 წელს ითვლებოდა სპორტად, მაგრამ მის ჩართვას ოლიმპიური თამაშების პროგრამაში არ ჩქარობენ. ამიტომ, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციას საკუთარი ოლიმპიადების ჩატარება უწევს. თუმცა კერლინგმა, რომელსაც ხშირად ყინულის ჭადრაკი ეწოდება, უკვე მიიღო ოლიმპიური კომიტეტის ნებართვა.


აი ერთი ვერსია იმისა, თუ რა განასხვავებს ჭადრაკს სპოტრისა თუ ხელოვნებისაგან. ის გაახმოვანა "ჭადრაკის ბატალიების" უშუალო მონაწილემ.

1983 წელს 17 წლის კანადელი მოჭადრაკე ალექს კუზნეცოვი (სხვათა შორის, მისი წინაპრები რუსები იყვნენ და რევოლუციამდე საზღვარგარეთ წავიდნენ), ემზადებოდა პანამერიკული ახალგაზრდული ტურნირისთვის, რომელიც არგენტინაში უნდა ჩატარებულიყო.

მაგრამ ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად საკმაოდ დიდი თანხა იყო საჭირო, კუზნეცოვს კი ფინანსურად უჭირდა. დიდი ხნის განმავლობაში ალექსი უშედეგოდ სტუმრობდა სხვადასხვა სამთავრობო დაწესებულებებს, არგენტინაში გასამზავრებისთვის საჭირო თანხის მოძიების იმედით. ალექსი ცივ უარს იღებდა. არავის სურდა ნიჭიერი მოჭადრაკის დაფინანსება.

მართალია, ერთ-ერთი ფედერალური მინისტრი დათანხმდა კუზნეცოვის მიღებას და მოისმინა მისი თხოვნა. მინისტრმა მასთან ერთად რამდენინე პარტიაც კი ითამაშა, თუმცა თანხების გაცემას არ ჩქარობდა. მან ალექსს განუმარტა, რომ თანხები გარკვეული გრაფის მიხედვით უნდა გამოიყოს და ამისთვის ოფიციალურმა პირებმა ზუსტად უნდა იცოდნენ რა არის ჭადრაკი: სპორტი, ხელოვნება თუ უაზრო, ცარიელი დროის ტარება.

მინისტრმა ამ კითხვაზე ძალიან ორიგინალური პასუხი მიიღო ახალგაზრდა კაცისგან: « ხედავთ, სერ, - უპასუხა ალექს კუზნეცოვმა - ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ თამაშობს ჭადრაკს. როდესაც სმისლოვი თამაშობს - ეს ხელოვნებაა, როდესაც მე ვთამაშობ - ეს სპორტია და როდესაც თქვენ თამაშობთ - ეს უბრალო დროის ტარებაა.»


უნდა აღინიშნოს, რომ პასუხი საკმაოდ თამამი იყო, ყველა ახალგაზრდა ვერ გაბედავდა ამის თქმას მინისტრისთვის, მაგრამ ამის შემდეგ კუზნეცოვის შანსი სახელმწიფო სუბსიდიის მისაღებად კიდევ უფრო შემცირდა. მაგრამ მან ძალიან ზუსტი განმარტება გააკეთა.






0
168
8-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0