სხვა 20 ნივთი, რისგანაც სახლი ახლავე უნდა გაათავისუფლოთ 2020, 10 სექტემბერი, 11:41 სახლში აურზაურმა შეიძლება დაგვსტრესოს. ზედმეტი ნივთები თაროებზე, საფოსტო ბარათები, არასაჭირო ჭიქები, ძველი ტანსაცმელი და კოსმეტიკა - ეს ყველაფერი ადგილს იკავებს და არ გვასვენებს. ჩვენ გვინდა, რომ სახლში თავი მყუდროდ და კომფორტულად იგრძნოთ, სწორედ ამიტომ სტატიაში გაგაცნობთ 20 ნივთს, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა მოიშოროთ თავიდან, რათა თქვენს საცხოვრებელში ჰარმონიამ დაისადგუროს.
1. ძველი კაბელებირაც უფრო მეტი ტექნიკა გვაქვს სახლში, მით უფრო მეტი სადენი გვაქვს. პრობლემა ისაა, რომ დროის გასვლასთან ერთად, როგორც წესი, ოთახებს ძველი კაბელებისგან არ ვათავისუფლებთ და ვიმედოვნებთ, რომ ოდსმე გამოგვადგება. კარგი იქნება, თუ თავს მოვაბამთ მათ ორგანიზებას, დავიტოვებთ გამოსადეგს, არასაჭიროს კი გადასამუშავებლად გადავდებთ.2. წინა წლის მზისგან დამცავი კრემიზაფხულში განუყოფელი მზისგან დამცავი კრემი სხვა სეზონებზე ხშირად გვავიწყდება. მის ხელახლა გამოყენებამდე აუცილებელია დავრწმუნდეთ, რომ კრემს ვადა არ გასვლია. ასეთ შემთხვევაში ის თავის ფუნქციას ვეღარ შეასრულებს. როგორც წესი, მზისგან დამცავი კრემი 3 წლის განმავლობაშია ეფექტური. თუ ბოთლზე ვადის გასვლის თარიღს ვერ ამოიკითხავთ, შეგიძლიათ თავად მიაწეროთ ყიდვის თარიღი მაინც.3. ძველი ჟურნალებიძველი ჟურნალ-გაზეთები სახლში ქაოსს ქმნის და ადგილს იკავებს. თუ ძველ ფურცლებზე საჭირო არაფერი წერია, აჯობებს, ჩააბაროთ მაკულატურაში და გადაამუშავოთ.4. ცალი წინდებიკიდევ ერთი არასასურველი ნივთი სახლში ცალი წინდაა. ზოგი ასეთ წინდას ცალკე კალათშიც კი ათავსებს და იმედოვნებს, რომ ერთ დღესაც მისი წყვილი გამოჩნდება. ამის მაგივრად შეგიძლიათ, კრეატივს უხმოთ და ეს ნივთი საინტერესო დეკორაციად, ბავშვის ან ძაღლის სათამაშოდ გადააქციოთ.5. საკანცელარიო ნივთებიკალამი, მარკერი, წებოვანი ქაღალდები, კალკულატორი - ეს ყველაფერი შეიძლება სხვა ნივთებთან ერთად "ხელს გავაყოლოთ", შემდეგ კი დავდოთ სახლში და ვიმედოვნოთ, რომ ერთ დღესაც გამოვიყენებთ. თუ ისეთი ნივთები გაქვთ, რასაც წელიწადზე მეტია არ შეხებიხართ, აჯობებს, საქველმოქმედო ორგანიზაციას გადასცეთ.6. ძველი საცვლებითუ საცვლები დაგიპატარავდათ, ფორმა ან ელასტიურობა დაკარგეს, მათი ადგილი სახლში აღარაა. იგივე ეხება არაკომფორტულ, მაგრამ ლამაზ მოდელებსაც. თუმცა, თეთრეულის ან ტანსაცმლის გადაგდებას სანამ გადაწყვეტთ, მის ქველმოქმედებისთვის გადაცემაზე იფიქრეთ.7. ვადაგასული სანელებლებისანელებლებსაც აქვთ ვადა, დაახლოებით 2-3 წელი. ასე რომ, სანელებლებისთვის გამოყოფილი ადგილის გადახედვა აუცილებელია! შეგიძლიათ, ეს შესაძლებლობა გამოიყენოთ და პროდუქტი ლამაზ ქილებში მოათავსოთ, ამასთანავე, ზედ დააწეროთ მისი სახელი და ყიდვის თარიღი.8. ბევრი ჭიქებიჭიქა საკმაოდ პოპულარული საჩუქარია. დროის გასვლასთან ერთად შეიძლება გავაცნობიეროთ, რომ ზედმეტად ბევრი ჭიქა გვაქვს და მათ უმრავლესობას არც კი ვიყენებთ. ასეთმა "კოლექციამ" შეიძლება სახლში დიდი ადგილი დაიკავოს - ადგილი, რომლის გამოყენებაც უფრო საჭირო რამისთვის შეგიძლიათ. იფიქრეთ ზედმეტი ჭიქების ბავშვებისთვის ჩუქებაზე ან ქველმოქმედებისთვის გადაცემაზე.9. გამოუყენებელი ბლოკნოტებიდროის მენეჯმენტი არაჩვეულებრივი რამაა თანამედროვე სამყაროში, რის საკონტროლებლადაც ბლოკნოტებს ვყიდულობთ. თუმცა, ზოგჯერ ზედმეტის ყიდვისგანაც ვრ ვიკავებთ თავს, შიგნით კი არაფერს ვწერთ. მისი სამუდამოდ თაროზე შენახვის მაგივრად შეგიძლიათ, ბლოკნოტი აჩუქოთ ადამიანს, რომელსაც ჩანაწერების ან ჩანახატების კეთება უყვარს.10. სანთლები და სუვენირებისათანადოდ შერჩეული სანთელი ოთახს სასიამოვნო სუნს, სიმყუდროვეს და კლასიკურობას სძენს. ერთმანეთის შეუსაბამო დეკორაცია კი სულაც არაა ლამაზი. კარგი იქნება, სუვენირებს ორგანიზება გაუწიოთ და ერთ თაროზე მოათავსოთ.11. მაცივარში მივიწყებული ძველი კონსერვებიმდოგვის და კეთჩუპის ქილები, რომელიც არ მოგწონთ, ხშირად მივიწყებული რჩება მაცივრის კარზე და დიდ ადგილს იკავებს. ვადის გასვლამდე, შეგიძლიათ ის მეგობარს ან ნათესავს აჩუქოთ, ვისაც უფრო მეტად მოეწონება.12. გაცვეთილი და არაკომფორტული ფეხსაცმელებიარაკომფორტულმა ფეხსაცმელმა შესაძლოა ფეხი გატკინოთ, რამაც კანის გაღიზიანება, ბებერები და სისხლდენაც კი გამოიწვიოს. კარგ მდგომარეობაში მყოფი არაკომფორტული ფეხსაცმელი შეგიძლიათ გაყიდოთ, სხვები კი გადაამუშავოთ.13. გატეხილი და გაბზარული ჭურჭელიმნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ლამაზი ან ძვირფასია თეფში, სჯობს იქიდან არ ჭამოთ, თუ ბზარები აქვს, რადგან მისი გარეცხვისას შესაძლოა წყალმა ბზარებში ბაქტერიის გავრცელებას შეუწყოს ხელი. გარდა ამისა, დროთა განმავლობაში ის მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება. უკეთესი იქნება, მისგან საინტერესო დეკორაციები შექმნათ.14. ზედმეტი აბაზანის ნივთებიხშირად სასტუმროებიდან შინ მოგვაქვს აბაზანის ნივთები. ეს ცუდი აზრი სულაც არაა, თუ მათ გამოყენებას აპირებთ, თუმცა, სხვს შემთხვევაში ნუ დაგავიწყდებათ, რომ მათაც აქვთ ვადაგასულობის თარიღი.15. ერთჯერადი პარკებიმარკეტიდან მოსულები ერთჯერად პარკებს ხშირად ვინახავთ, რაც სახლში ქაოსს ქმნის და ადგილს იკავებს. ისინი ერთად უნდა მოაგროვოთ და გადასამუშავებლად წაიღოთ, საშოპინგოდ კი შემდეგ ჯერზე ნაჭრის ჩანთა გამოიყენოთ.16. ლუფალუფას გამოყენება შეიძლება სარისკო იყოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ძველია. ის კანის მკვდარ უჯრედებს იკრავს, გარდა ამისა, სინესტე იდეალურ ადგილს ქმნის ბაქტერიების გამრავლებისთვის. უმჯობესი იქნება, გამოიყენოთ ტანის სკრაბი ან სილიკონის ჯაგრისები ალტერნატივად.17. ძველი სამაგიდო თამაშები, რომლითაც აღარ ერთობითსამაგიდო თამაშები სახალისოა, თუ დროის მხიარულად გატარება გსურთ მეგობრებთან. თუმცა, თუ აცნობიერებთ, რომ მათ აღარ იყენებთ, სჯობს ბავშვებს აჩუქოთ.18. ძველი მისალოცი ბარათებიდაბადების დღის, ახალი წლის და სხვა დღესასწაულების მისალოცი ბარათები სასიამოვნოა, მაგრამ ყოველდღიურად მათ არ ვიყენებთ და არც ვუყურებთ. განსაკუთრებულების შენახვა შეგიძლიათ, დანარჩენი კი სჯობს გადაამუშავოთ.19. დისკებიძველი კასეტები და დისკები შეიძლება ჩვენი ბავშვობის მნიშვნელოვან მოგონებებს შეიცავდეს, თუმცა, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ის უფრო და უფრო ნაკლებად პოპულარული ხდება. კარგი იქნება, ძველი ვიდეოები მეხსიერების ბარათზე გადაწეროთ, ასე მათთან წვდომა უფრო მარტივად გექნებათ.20. ფორმალური ტანსაცმელი, რაც მხოლოდ ერთხელ გეცვათთუ კოსტუმი სპეციალურად ერთი კონკრეტული ღონისძიებისთვის შეიძინეთ, დიდი შანსია რომ მეორედ აღარ ჩაიცვამთ. მის კარადაში ჩამოკიდებას გაურკვეველი ვადით აჯობებს, გაყიდოთ ან ქველმოქმედებას გადასცეთ.ასევე დაგაინტერესებთ:1. რა ხდება სინამდვილეში, როცა თქვენს კერძზე ბუზი ხვდება 2. 9 პროდუქტი, რომელსაც მთელი ცხოვრება არასწორად ჭამდით 3. სამზარეულოს ხრიკები, რომელიც ბევრ პრობლემას მოგიგვარებთ 4. 15 ხერხი იმისთვის, რომ თქვენს სახლში მუდამ სასიამოვნო სურნელი ტრიალებდეს 5. როგორ დავიწყოთ დღე ენერგიულად - ჯანსაღი დილის 13 საიდუმლო 393 2-ს მოსწონს
|