სხვა როგორ ამოვიცნოთ უხარისხო პროდუქტი - 10 სასარგებლო რჩევა 2019, 4 დეკემბერი, 15:14 სასაცილოა, მაგრამ სიმართლეა, რომ მარკეტებში განთავსებული ყველის 50% ყველი სულაც არ არის. მომხმარებელთა მოთხოვნა რომ დააკმაყოფილონ, დღეს მწარმოებლები მაღაზიებს ხელოვნური პროდუქტებით ამარაგებენ.
იმისთვის რომ შემდეგში არ მოტყუვდეთ, სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ განასხვაოთ ნამდვილი პროდუქტი უხარისხოსგან. 1. ყველიხარისხიანი ყველის შესაძენად კარგი ხერხი მისი დაყნოსვაა. სანამ იყიდით, სთხოვეთ გამყიდველს, პატარა ნაწილი გაგასინჯოთ. თუ გემო "მიგყვებათ" და კარგი სუნიც აქვს, მაშინ თამამად იყიდეთ. არ დაგავიწყდეთ პროდუქტის ინფორმაციის კარგად წაკითხვა. პასტერიზებულად დამუშავებული ყველი 50%-ით ყველი სულაც არ არის.ერთ-ერთი მოხსენების მიხედვით, ყველის მწარმოებლები მომხმარებლებს ატყუებენ ყალბი ყველის მიყიდვით. ასეთი ყველი სქელია და საერთოდ არ დნება. 2. ანანასიანანასთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანი ფერია. მოოქროსფრო შეფერილობის ანანასი საუკეთესოა. კარგად დააკვირდით, ხილზე ხომ არ არის მოთეთრო ლაქები. თუ არის, ესე იგი ანანასი ჯერ კიდევ მოუმწიფებელია. სუნსაც მიაქციეთ ყურადღება; თუ მოტკბო სუნი აქვს, ეს კარგია.მეორე მხრივ, ყავისფერი ძირის მქონე და ანადუღარი სუნის მქონე ანანასი არ იყიდოთ. შეგიძლიათ, ის ხელითაც შეამოწმოთ. უხარისხო ან მოუმწიფებელი ანანასი მძიმე იქნება, ზედმეტად გადამწიფებული კი - მსუბუქი. იპოვეთ იდეალური ბალანსის მქონე ანანასი. 3. მარწყვიმართალია, მარწყვი გემრიელია და კერძსაც სასიამოვნო არომატს სძენს, მაგრამ ის დიდხანს არ რჩება ცინცხალ მდგომარეობაში. ამიტომაც მას ფერმიდან აღების შემდეგ მალევე ყიდიან. იმისთვის, რომ დარწმუნებული იყოთ, კარგი ხარისხის მარწყვს ყიდულობთ, არჩევანი არ შეაჩეროთ გაუფერულებულ, ლაქების მქონე ან დახეთქილ მარწყვზე.ცოტათი მოუჭირეთ მარწყვს საჩვენებელი და ცერა თითებით. თუ ის დიდად არ "შეიჭიჭყნა", ესე იგი კარგია. საწინააღმდეგო შემთხვევაში კი ის ზედმეტად გადამწიფებულია. კარგი იქნება, აირიდოთ თეთრი ან მწვანე ლაქების მქონე მარწყვი. დაიმახსოვრეთ, იდეალური მარწყვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმა კი არა, სუნია. უცნაური ფორმის მარწყვიც შეიძლება კარგი იყოს. 4. პომიდორიპომიდვრის ყიდვისას პირველ რგიში მის გარეგან იერსახეს ვაქცევთ ყურადღებას, ხომ არ აქვს ნახეთქები, თუმცა, ზოგჯერ მისმა კანმა შეიძლება მოგვატყუოს. ცოტათი თითებით მოუჭირეთ პომიდორს და დააკვირდით, გაუძლებს ზეწოლას თუ ზედმეტად რბილია. შემდეგი ეტაპი მისი დაყნოსვაა. თავი შეიკავეთ ისეთი პომიდვრის ყიდვისგან, რომლის სუნსაც ვერ გრძნობთ.5. რძერძის ხარისხიანობის შესამოწმებლად რამდენიმე გზა არსებობს. პირველ რიგში, რამდენიმე წვეთი გასრისეთ თითებით. თუ საპონივით არის ან ზედმეტი ტექსტურა აქვს, რძე ნატურალური არ არის და ფალსიფიცირებულია.უფრო ხარისხიანი შემოწმებისთვის, ცოტაოდენი რძე ჩაასხით კონტეინერში და დაამატეთ 2 სუფრის კოვზი მარილი. თუ რძე გალურჯდება, ესე იგი ის უხარისხოა და ქიმიურადაა მიღებული. ასევე, გემოსაც მნიშვნელობა აქვს. დაიმახსოვრეთ, რომ ბუნებრივ რძეს მოტკბო გემო აქვს, ამიტომაც არ იყიდოთ განსხვავებული გემოს მქონე პროდუქტი. 6. პურიპურის ყიდვისას შეამოწმეთ "საჰაერო ორმოები". თუ პურის ნაჭერს ბევრი ბუნებრივი "ორმო" აქვს, ეს კარგია. პურის გარეგანი ნაწილიც ძალიან მაგარი არ უნდა იყოს. ხარისხის შესამოწმებლად, თითი დააჭირეთ პურს და ნახეთ, თუ ის უკან "ამოხტება". კარგი ხარისხის პური ცოტათი ელასტიური და დატენიანებულია.7. თაფლიბუნებრივი თაფლის ყალბისგან გასარჩევად ბევრნაირი ხერხი არსებობს, რისი ცდაც სახლში შეგიძლიათ. დაიდეთ თაფლის წვეთი ცერა თითზე და ნახეთ, თუ "გაიწევს" ის. თუ მაშინვე "გაიწევს", თაფლი ყალბია. თუ თითზე დაგრჩებათ გარკვებული დროით, ის ნატურალურია.ან აიღეთ 2 წყლის ჭიქა და დაამატეთ მასში თაფლი. დააკვირდით, თუ თაფლი იშლება წყალში, ის ყალბია და შაქრით არის გამდიდრებული. ხოლო თუ თაფლი ჭიქის ფსკერზე დარჩება, ის კარგი ხარისხისაა. 8. კვერცხიკვერცხის ყიდვისას პირველ რიგში მის შეფუთვას მიაქციეთ ყურადღება. თუ მასზე Grade AA წერია, დაუყოვნებლივ იყიდეთ - ეს საუკეთესო ხარისხის პროდუქტია. Grade AA-ს მოჰყვება Grade A, ამას კი - Grade B. უფრო დაბალი ხარისხის კვერცხს ნუ იყიდით.თუ კვერცხს შეფუთვის გარეშე ყიდულობთ, დააკვირდით მის ნაჭუჭს. ის მბზინვარე და პრიალა უნდა იყოს. ასევე, რეკომენდებულია მაცივარში მოთავსებული კვერცხის ყიდვა და არა - სითბოში დადებულის. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, კვერცხის ნაჭუჭს ნაკაწრები ხომ არ აქვს. კვერცხის გატეხის შემდეგ დააკვირდით მის გულს. თუ ყვითრი მრგვალია, ეს კარგია, ხოლო თუ ადვილად იშლება, არსებობს შანსი, რომ კვერცხი საკმაოდ ძველია. 9. ხორციიაფი პროდუქტი ყოველთვის კარგი არ არის - ეს ფრაზა ხორცს ნამდვილად ეხება. თუ ხორცის ყიდვას აპირებთ, სასარგებლო რჩევებს ამ პროდუქტთან დაკავშირებით გაეცანით ამ სტატიაში.10. თევზიუცნაურად ჟღერს, მაგრამ თევზის ყიდვისას პირველ რიგში დააკვირდით მის თვალებს. თუ თვალები სუფთა და ნათელია, თევზი ნატურალურია. ასევე, თევზის ლაყუჩები უნდა იყოს ნათელი და პროდუქტს არ ჰქონდეს მწკლარტე სუნი.თუ მთლიან თევზებს კი არა, არამედ მის ნაჭერს ყიდულობთ, ყურადღება მიაქციეთ ქერცლს და დარწმუნდით, რომ მყარია. p.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია. ასევე დაგაინტერესებთ:1. თუ ხორცის ყიდვას აპირებთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს რჩევები! 2. როგორ ცდილობენ რესტორნები ჩვენს მოტყუებას - 13 ეშმაკური ხერხი, რომელიც უნდა იცოდეთ 383 4-ს მოსწონს
|