სხვა 15+ სკანდინავიური ხრიკი, რომელიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ 2020, 25 ივლისი, 12:38 ![]()
სკანდინავიური ცხოვრების სტილი უფრო და უფრო პოპულარული ხდება იმ ადამიანებშიც, რომლებიც ევროპის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში არ ცხოვრობენ. ეს უბრალო ინტერიერზე მეტია - ეს ცხოვრების გზაა, რომელიც მხოლოდ საცხოვრებელს კი არა, ჩაცმის სტილს და ცხოვრებისადმი თქვენს დამოკიდებულებასაც ეხება. შემთხვევითობა არ არის, რომ დანია და ნორვეგია ყველაზე ბედნიერი მოქალაქეების სიის სათავეში არიან, ფინეთის შემდეგ. ასე რომ, თუ ვინმემ ბედნიერების საიდუმლო იცის, ის ნამდვილად სკანდინავიელი იქნება.
სტატიაში გაგაცნობთ რამდენიმე ხერხს სკანდინავიური ცხოვრებიდან, რის გამოყენებასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში მარტივად შეძლებთ. მაშ ასე, ისიამოვნეთ! ინტერიერი: მინიმალიზმი და ფუნქციონალურობასკანდინავიური ინტერიერის მთავარი პრინციპი უბრალოება და მოხერხებულობაა. ნიკი ბრანტმარკი, ავტორი ბლოგისა "ჩემი სკანდინავიური სახლი" გირჩევთ, ერთმანეთს შეუხამოთ ვინტაჟური და თანამედროვე ინტერიერი, უპირატესობა კი ბუნებრივ მასალებს მიანიჭოთ.სკანდინავიურ სტილში მთავარია ხარისხი და არა - რაოდენობა. ნორვეგიის, დანიის და შვედეთის მცხოვრებლები არ ცდილობენ, იყიდონ უამრავი ნივთი - მათ ურჩევნიათ, ოთახში ჰქონდეთ ერთი სავარძელი ნაცვლად ორისა ან სამისა, რომელიც კომფორტული იქნება და დიდ ხანს გაძლებს. არ სცადოთ ცარიელი ადგილის სამშვენისებით შევსება. ოთახში ყოველი დეტალი გამოყენებული უნდა იყოს. მაგალითად, წიგნების განყოფილება შეიძლება გამოიყენოთ დივანად და იატაკის ლამპა - ქოლგების კალათად. შეიძლება იფიქროთ, რომ ბევრი ნივთის გარეშე ოთახი ცარიელი და უხასიათო გამოჩნდება, მაგრამ ეს სიმართლე არაა. როგორც წესი, სკანდინავიელები დეკორაციისთვის მწვანე მცენარეებს და ნაზ საბნებს იყენებენ, ასევე შეიძლება დივანზე ერთი-ორი მკვეთრი ფერის ბალიშიც დადონ. ![]() მნიშვნელოვანია, არ დაივიწყოთ ბუნებრივი სინათლეც. შვედებს მოსწონთ ოთახში დღის სინათლის მაქსიმალურად შემოშვება, რის გამოც ხშირად ფანჯრებზე არ კიდებენ ფარდებს, ან იყენებენ გამჭვირვალე ქსოვილს. მუქი ფერის ფარდებს მხოლოდ საძინებელ ოთახში შეხვდებით. ასეთი მიდგომის წყალობით, საცხოვრებელი ბინა ფართო და თავისუფალი ჩანს დღისით, მყუდრო კი - ღამით. ![]() გარდერობი: პრაქტიკულობა ყველაზე მნიშვნელოვანია.სკანდინავიური მინიმალიზმი გარდერობში იმავე პრინციპზეა დამოკიდებული, რაზეც ინტერიერი - სიმარტივე, მოხერხებულობა და პრაქტიკულობა. თუ დააკვირდებით შვედი დიზაინერების კოლექციებს, მაშინვე შეამჩნევთ ლაკონურ ჭრილებს, ასიმეტრიის ნაკლებობას და ძალიან მცირე რაოდენობის დეკორატიულ ელემენტს.ნორვეგიაში და დანიაში მცხოვრები ყველა ადამიანის გარდერობში შეხვდებით ისეთ ძირითად ტანსაცმელს, როგორიცაა უბრალო ზედა, კლასიკური პერანგი, ტყავის ჟაკეტი და მოსაცმელი. მოსაცმელებს ზაფხულშიც ხმარობენ, მაგრამ თხელს და ნათელი ფერისას. სკანდინავიელების ტანსაცმელი უმეტესად კლასიკურ, ნაზ ფერებშია გადაწყვეტილი. ![]() წლის უმეტეს დროს სკანდინავიურ ქვეყნებში ცივა, რაც გარდერობზეც აისახება. ზამთარში სეირნობისას შეიძლება სკანდინავიელმა ჩაიცვას თხელი ზედა, ნაქსოვი სვიტერი და გადააცვას სქელი მოსაცმელი. საინტერესო ისაა, რომ ამდენი რამის ჩაცმას ერთდროულად ჰარმონიულად ახერხებენ. თუ მსგავს რამეს გადაწყვეტთ, ჯერ აუცილებლად გადაავლეთ თვალი მათ სტილს. ![]() დასუფთავება: ნუ მოერიდებით არასაჭირო ნივთების გადაგდებას.მარგარეტა მაგნუსონის წიგნი The Gentle Art of Swedish Death Cleaning ძალიან პოპულარულია შვედეთში. ავტორი მკითხველს აფიქრებს, სად სჯობს ცხოვრება - სახლში, რომელიც სავსეა არასაჭირო ნივთებით თუ ადგილას, სადაც თითოეულ დეტალს მნიშვნელობა აქვს. მარგარეტას ენა გასაგებია ყველასთვის, ვისაც სახლის უსარგებლო ნივთებისგან გასუფთავება სურს. ასეთი მიდგომა მხოლოდ მტვერის გადაწმენდას და ნივთების თავის ადგილას დადებას კი არ ეხება, არამედ თავიდან გაფიქრებთ ცხოვრებაზე.რეკომენდებულია სახლის დასუფთავების დაწყება გარდერობის განთავისუფლებით. მარტივად იპოვით ტანსაცმელს, რომელსაც კარგა ხანია აღარ იცმევთ. მაგნუსონი გირჩევთ, ტანისამოსი ორ ნაწილად გაყოთ - რომელსაც რეგულარულად იცმევთ და რომელსაც აღარ იცმევთ. მეორე ნაწილი დაუყოვნებლივ მოიშორეთ თავიდან. ემოციური ნივთები, რომელთა გადაგდებაც ვერ წარმოგიდგენიათ, მაგალითად ბავშვობის ნახატები, ერთ ადგილას უნდა მოათავსოთ. შეგიძლიათ, მათთვის სპეციალური ყუთიც გამოყოთ. მას შემდეგ, რაც მთლიან სახლს დაასუფთავებთ, მარგარეტა მაგნუსონი გირჩევთ, საკუთარი თავი დაასაჩუქროთ, მაგრამ ძველის ნაცვლად ახალი რამის ყიდვით კი არა, არამედ კინოში წასვლით და კარგი ფილმის ნახვით, ან მეგობრებთან ერთად სადილით. საერთოდ, შვედები ცდილობენ ეკო-მეგობრული ცხოვრებით იცხოვრონ და ყველაფერი გადაამუშავონ, რაც შესაძლებელია. იფიქრეთ ამაზე. ის ნივთები, რაც კარგ მდგომარეობაშია, გადაეცით ქველმოქმედებას, დანარჩენი კი გადაამუშავეთ. ![]() ბუნებრივი მასალა და ჯანსაღი საკვებისკანდინავიელები აფასებენ ყველაფერს ბუნებრივს, ეს არ ეხება მხოლოდ სახლის ინტერიერს, არამედ გარდერობს და საჭმელსაც. საშუალო სკანდინავიურ ოჯახს ხის იატაკი და მუხის მაგიდა აქვს სასადილო ოთახში; ტილოს, შალისა და ტყავის ტანსაცმელი - გარდერობში; თევზი და ბოსტნეული - სადილად, პიცის ნაცვლად. დანიელები უპირატესობას ანიჭებენ არა გამზადებულ საჭმელს, არამედ სახლში საკუთარი ხელით მომზადებულს.ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ ბევრ სინთეტიკურ რამეს ვიყენებთ, მაგალითად ხელოვნურ ბეწვს, პლასტმასის ჭურჭელს, კერამიკულ დანებს. მარტივი არ იქნება ცხოვრების წესის სრულად შეცვლა, მაგრამ ეს თუ მართლა გსურთ და პატარა ნაბიჯებით დაიწყებთ, მაგალითად სამზარეულოს აღჭურვილობის შეცვლით, ნივთები უფრო დიდ ხანს გაგიძლებთ და უფრო ბედნიერი იქნებით. ![]() ცხოვრების სტილი: ისიამოვნეთ მარტივი დეტალებით.სკანდინავიაში აქვთ სპეციალური კონცეფციები, რაც ცხოვრების სტილზე მიუთითებს. მაგალითად lagom ან hygge. ცხოვრების ფილოსოფიას დანიელები lykke-ს ეძახიან. ამ ცნებებს შორის ბევრი განსხვავებაა, მაგრამ ისინი საერთო მესიჯს ატარებენ - ისიამოვნე მარტივი დეტალებით. საღამოს გატარება საყვარელ ადამიანებთან, ორიოდე საათი განმარტოება კარგ წიგნთან, ფინჯანი ცხელი შოკოლადი ცივ ამინდში სეირნობის შემდეგ, წვიმის სუნი - უბრალოდ, უნდა იპოვოთ დეტალები, რაც ბედნიერებას და სიხარულს გაგრძნობინებთ.სკანდინავიურ სტილს რომ მიუახლოვდეთ, ყველგან და ყველაფერში ეძებეთ კომფორტი. ნებისმიერი ადგილი, სადაც დიდ დროს ატარებთ, თუნდაც ოფისი, უნდა იყოს ადგილი, რომელსაც სიამოვნება მოაქვს. მოაწყვეთ სამუშაო გარემო მცენარეებით, ამობეჭდეთ და გააკარით ლამაზი სურათები და რა თქმა უნდა - დაასუფთავეთ ოთახი. ![]()
ისურვებდით თუ არა სკანდინავიური სტილით ცხოვრებას? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი❤ ასევე დაგაინტერესებთ:1. 13 ნივთი, რომელზეც მდიდრები ფულს აღარ ხარჯავენ, ღარიბები კი მათ შეძენაზე ოცნებობენ 2. 15 საჭირო ხერხი, რაც ყველა მოგზაურმა უნდა იცოდეს 3. ქვეყანა, სადაც ღარიბი ადამიანი არ არსებობს - 14 საინტერესო ფაქტი ბუტანის შესახებ 4. რას აკვირდებიან სტიუარდესები, როცა ბორდზე ადიხართ - 7 მნიშვნელოვანი ფიზიკური ნიშანი 5. 12 მითი სხვადასხვა ქვეყანაზე, რომლისაც ხალხს დღესაც სჯერა ![]() 335 5-ს მოსწონს
|