სხვა 15 საჭირო ხერხი, რაც ყველა მოგზაურმა უნდა იცოდეს 2019, 3 ივნისი, 11:25 არაკეთილსინდისიერი ხალხი ყოველთვის ცდილობს, სარგებელი მიიღოს ტურისტებისგან და თუ ფრთხილად არ იქნებით, თქვენი მოტყუებაც ძალიან მარტივი იქნება. სტატიაში მოცემული ხერხები დაგეხმარებათ, დაზოგოთ ფული, დრო, ენერგია და ამასთანავე, მოგზაურობისას უსაფრთხოდ იყოთ. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს რჩევები დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ მოულოდნელი სიურპრიზები და მოგზაურობისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ.1. დაიმახსოვრეთ, "უფასო" რამეები ყოველთვის უფასო არაა!ალბათ, გინახავთ ქუჩის ხელოვანები, რომლებიც შთამბეჭდავ სანახაობას სთავაზობენ გამვლელებს. თუმცა, ფრთხილად იყავით, თუ ისინი ფოტოს გადაღებას გთხოვენ, რადგან შეიძლება, მოგვიანებით ამისთვის ფული გამოგართვან. კიდევ ერთი გავრცელებული ხრიკია "მეგობრობის სამაჯურების" შეთავაზება. გამყიდველები მოდიან თქვენთან, გეუბნებიან, უფასოაო, გიკეთებენ სამაჯურს ხელზე და შემდეგ ფულს გთხოვენ. ასეთ შემთხვევაში ბევრს ერიდება უარის თქმა.2. თან იქონიეთ სათადარიგო ნივთები.სათადარიგო პასპორტისა და საკრედიტო ბარათების ფოტოები, დამატებითი ბატერიები კამერისთვის და მობილურისთვის - ამ ნივთებს ბევრი ადგილი სულაც არ მიაქვს, მაგრამ გამოუვალ სიტუაციაში შეიძლება დაგეხმაროთ. 3. შეინახეთ ფული კრიტიკული სიტუაციებისთვის.საიდუმლო ადგილას ფულის შენახვა კრიტიკული სიტუაციებისთვის კარგი იდეაა. შეიძლება, ის ყველაზე მეტად მაშინ გამოგადგეთ, როცა სულაც არ ელით.4. შეხვდით ადგილობრივებს.შეხვდით ადგილობრივებს, რათა უკეთ შეიგრძნოთ ადგილი. არ განსაჯოთ, თუ მათი ცხოვრების სტილი თქვენგან განსხვავებულია. იყავით გონებაგახსნილი.5. გაითვალისწინეთ, ნაქირავები ველოსიპედი ან სკუტერი შეიძლება მოგპარონ ან დაზიანდეს.ველოსიპედის ან სკუტერის ქირაობა მოგზაურობისას ზოგჯერ ძალიან კომფორტულია, თუმცა, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ის შეიძლება დაზიანდეს ან მოიპარონ და შეკეთების ან მთელი ნივთის საფასურის გადახდა მოგიწიოთ. ასე რომ არ მოხდეს, საკუთარი ჩამკეტი გამოიყენეთ და ველოსიპედი და სკუტერი უსაფრთხო ადგილას დატოვეთ ხოლმე.6. ნივთის გამოყენებამდე მის ნაკლოვანებებზე იცოდეთ.კიდევ ერთი პოპულარული ხერხია, როცა მოგაქირავებენ თხილამურებს, სნოუბორდს ან ველოსიპედს. შემდეგ კი, როცა დაუბრუნებთ, გაჩვენებენ ნაკაწრებს ნივთზე, დაგადანაშაულებენ და გეტყვიან, რომ ამის გამო ფული უნდა გადაიხადოთ. კარგი იქნება, თუ ნივთის გამოყენებამდე მას ფოტოს გადაუღებთ ხოლმე.7. აირჩიეთ დილის ფრენა მეტი უსაფრთხოებისთვის.ქარიშხლების უმეტესობა საღამოს ან ღამით ხდება, ამიტომაც სტატისტიკურად დილის ფრენები უფრო უსაფრთხოა.8. გაიღვიძეთ ადრე.გაიღვიძეთ ადრე, რათა რიგებში დგომამ არ მოგიწიოთ. დილა საუკეთესო დროა ფოტოების გადასაღებად, პროფესიონალები ამ დროს "ოქროს საათს" ეძახიან.9. აირჩიეთ წელიწადის საუკეთესო დრო.ოჯახისთვის სკოლის არდადეგები ის დროა, როცა დასასვენებლად წასვლა შეუძლიათ. თუ სკოლის ასაკის ბავშვები არ გყავთ, სამოგზაუროდ სკოლის მიმდინარეობისას წადით და ადგილები ისეთი გადატვირთული აღარ იქნება.10. ისწავლეთ რამდენიმე უცხოური ფრაზა.აუცილებელი არაა, უცხო ენაზე თავისუფლად საუბრობდეთ, მაგრამ რამდენიმე ფრაზის ცოდნა სასიამოვნო გამოცდილებას შეგძენთ. როგორც წესი, ადგილობრივები აფასებენ, როცა ტურისტს შეუძლია, რამდენიმე სიტყვა მაინც თქვას მათ ენაზე.11. თან იქონიეთ გადამყვანი ელექტრონული მოწყობილობებისთვის.სანამ სამოგზაუროდ წახვალთ, დარწმუნდით, რომ თან გაქვთ გადამყვანი, რომელიც იმ კონკრეტულ ქვეყანაში გამოგადგებათ.12. ჭკვიანურად ჩაალაგეთ.დაფიქრდით, მართლა გჭირდებათ თუ არა 10 წყვილი ფეხსაცმელი, როცა 1 კვირით მიდიხართ სამოგზაუროდ?13. თან იქონიეთ მულტიფუნქციური ნივთები, როგორიც არის სარონგი (ინდონეზიური ნაციონალური ჩასაცმელი).კარგი იქნება, მოგზაურობისას თუ სარონგი გექნებათ თან. მისი გამოყენება შესაძლებელია კაბად, მზისგან დამცავად, მტვრისგან დამცავად, შარფად, საბნად, დროშად, წყლის გასაფილტრად და ჩანთად.14. გასინჯეთ ადგილობრივი საჭმელი.როცა სასადილო ადგილს ეძებთ, გაჰყევით ადგილობრივებს. როგორც წესი, უფრო იაფ ადგილას მიხვალთ და მეტად იგრძნობთ იმ ადგილის გემოს, სადაც მოგზაურობთ.15. წინასწარ წაიკითხეთ იმ ადგილის შესახებ, სადაც მიდიხართ.ჩაატარეთ პატარა კვლევა და გაიგეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ და არ შეგიძლიათ კონკრეტულ ქვეყანაში. ზოგი ჟესტი თუ ტრადიცია შესაძლოა თქვენისგან იმდენად განსხვავებული იყოს, რომ გაუაზრებლად ვინმეს შეურაცხყოფაც მიაყენოთ. მაგალითად OK ჟესტი, როცა ცერა და საჩვენებელი თითები ერთმანეთს ეხება, ბევრ ქვეყანაში მიღებულია, მაგრამ თურქეთში შეურაცხმყოფელია. ამის არცოდნის გამო შესაძლოა, სერიოზული პრობლემებიც შეგექმნათ.ბონუსი: მიიღეთ მაქსიმალური!საუკეთესო რჩევა იმისთვის, რომ დაუვიწყარი მოგზაურობა გქონდეთ, ასეთია: იყავით გონებაგახსნილი, გასინჯეთ ადგილობრივი საჭმელი, გამოსცადეთ ისეთი რაღაცები, რაც აქამდე არ გამოგიცდიათ, არ შეგეშინდეთ ახალი ადამიანების გაცნობის, დააფასეთ და დატკბით ყოველი დღის ყოველი მომენტით.ასევე დაგაინტერესებთ:1. სანამ უცხო ქვეყანას ეწვევით, ეს წესები გაითვალისწინეთ! 2. 12 ქვეყანა, სადაც ყველაზე იაფად და სასიამოვნოდ შეძლებთ მოგზაურობას 3. მოგზაურები გირჩევენ, ამ ტურისტულ სანახაობებში ფული არ გაფლანგოთ 1041 3-ს მოსწონს
|