სხვა როგორ გადავურჩეთ ქარიშხალს - გაითვალისწინეთ! 2018, 30 სექტემბერი, 15:10 ![]() მსოფლიოში არის ადგილები, სადაც ქარიშხალი უფრო ხშირად ხდება, როგორც, მაგალითად აშშ-ის სანაპიროებზე. ცნობილია სეზონიც, როცა ის უფრო მოსალოდნელია, აშშ-სთვის ეს პერიოდი ივნისიდან ნოემბრამდეა. ზოგჯერ ქარიშხალი ტორნადოდაც გადაიქცევა ხოლმე! თუ არ ხართ იმ ადგილებიდან, სადაც ქარიშხალი ხშირია, მაინც უნდა გქონდეთ ძირითადი ინფორმაცია ქარიშხალზე და იცოდეთ, როგორ გადარჩეთ! ![]() პირველადი გაფრთხილების შემდეგ, თუ არაფერი შეიცვალა, სახიფათო ადგილებზე მცხოვრებ მოსახლეობას ქარიშხლამდე 24 საათით ადრე კიდევ აფრთხილებენ. ამ დროს აუცილებლად უნდა მიიღოთ პრევენციული ზომები. სანამ ქარიშხალი დაიწყება:✸ უნდა გქონდეთ ევაკუაციის გეგმა. დაგეგმილი უნდა გქონდეთ მარშრუტი უსაფრთხო თავშესაფრისკენ. ✸ მზად უნდა გქონდეთ ძირითადი მარაგი, როგორიცაა საკვები, წყალი, მოწყობილობა სინათლისთვის, ტანსაცმელი, მედიკამენტები, პირველადი დახმარების ყუთი, მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რუკა და ა.შ. ეს ყველაფერი სულ ცოტა 3 დღეზე მაინც უნდა გათვალოთ. ✸ გქონდეთ ევაკუაციის გეგმა თქვენი შინაური ცხოველებისთვისაც. ქარიშხლის დაწყებამდე მეტი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ვეტერინარს ან ცხოველების დამცველ ორგანიზაციებს. ✸ თან გქონდეთ რადიო დამატებითი ბატარეებით, იმ შემთხვევისთვის, თუ ინფორმაციის მიღების სხვა საშუალება აღარ გექნებათ. ✸ ყოველი შემთხვევისთვის თან გქონდეთ ნაღდი ფული. ✸ მანქანაში საკმარისი ბენზინი მოიმარაგეთ. ✸ სანამ თავშესაფარში წახვალთ, ეზოდან ყველაფერი სახლში შეიტანეთ და დარწმუნდით, რომ ფანჯრები და კარები კარგადაა ჩაკეტილი. ![]() ქარიშხლის დროს:✸ მოერიდეთ სანაპიროებს.✸ არ გახვიდეთ გარეთ ქარის სიძლიერის შესამოწმებლად. ✸ თუ მანქანაში ცხოვრობთ, უსაფრთხო ადგილას ან თავშესაფარში წადით. ✸ თუ დაბლობზე ან სანაპიროსთან ცხოვრობთ, უფრო მაღალ ადგილას ან თავშსაფარში წადით. ✸ ყოველთვის უსმინეთ ადგილობრივ რადიოსა და ტელევიზიას, რომ მიიღოთ ახალი ინფორმაცია. ![]() ქარიშხლის შემდეგ:✸ უცებ ნუ გახვალთ გარეთ, სანამ რადიოთი არ გამოაცხადებენ ან არ დარწმუნდებით, რომ უსაფრთხოა.✸ ფრთხილად იყავით და გაითვალისწინეთ, რომ ქარიშხლის შემდეგ ხშირად არის ხოლმე წყალდიდობა. ✸ არ დალიოთ წყალი ონკანიდან, სანამ არ გამოაცხადებენ, რომ უსაფრთხოა. ✸ ყოველთვის დაეხმარეთ ხიფათში მყოფ და დაჭრილ ხალხს, მაგრამ ისე, რომ საკუთარი თავი არ დაიზიანოთ. ✸ არ შეხვიდეთ წყალში და არ ჩაყვინთოთ, თუ ეს აუცილებელი არ იქნება. ![]() ბონუსი: ნუ იქნებით ეს კაციეს კაცი ფლორიდაში ქარიშხლის დროს ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით გაქცევას ცდილობდა. არც იფიქროთ ამის გაკეთება! თუ ქარიშხალს ერთი დაბერვით სახლის წაქცევა შეუძლია, წარმოიდგინეთ, რას გიზამდათ თქვენ!![]() ასევე დაგაინტერესებთ:1. როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს 2. როგორ გადავურჩეთ გარეულ ცხოველებს 3. რჩევები, რომლებიც კრიტიკულ სიტუაციებში გამოგადგებათ
260 2-ს მოსწონს
|