სხვა თუ ხორცის ყიდვას აპირებთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს რჩევები! 2018, 29 ივლისი, 22:12
ზაფხული კარგი დროა გრილისა და ბარბექიუს მოსაწყობად - ამისთვის კი კარგი ხორცის არჩევა ძალიან მნიშვნელოვანია, ამასთანავე - რთულიც.
სტატიაში Bright Side-ის მიერ შეგროვებულ 7 რეკომენდაციას გთავაზობთ პროფესიონალი მზარეულებისგან, რაც კარგი და გემრიელი ხორცის არჩევაში ნამდვილად დაგეხმარებათ. 1. მკვრივი და მყარიხელით შეიგრძენით ხორცი, რომლის ყიდვასაც აპირებთ. პროფესიონალი მზარეულები ამბობენ, რომ ცივი ხორცი მსუბუქი არ უნდა იყოს. როცა ხორცი ცივია, მასში ცხიმი გროვდება, ამიტომ სათანადოდ შენახული ხორცი მძიმე უნდა იყოს. ეს წესი შეფუთულ ხორცზეც მოქმედებს. ის მშრალი და მკვრივი უნდა იყოს. 2. წითელი ფერიმზარეულები შეგვახსენებენ, რომ ხორცის ფერი აუცილებლად ხილვადი უნდა იყოს, უნდა შეგეძლოთ მთლიანი ნაჭრის დანახვა, როცა პროდუქტს ყიდულობთ. რაც უფრო ღია წითელი ფერისაა ის, მით უფრო ტკბილია მისი გემო. კარგი ხორცს არ უნდა დაჰკრავდეს ყავისფერი ან ნაცრისფერი, კიდეებზეც კი. განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოთ შეფუთულ ხორცთან, კარგად შეამოწმეთ კიდეები. 3. მნიშვნელოვანია, რას ჭამს ძროხასცადეთ, გაიგოთ, რითი იკვებებოდა ძროხა. ამ ინფორმაციას შეფუთვაზე იპოვით, შეგიძლიათ ყასაბსაც ჰკითხოთ. პროფესიონალები თანხმდებიან, რომ იმ ძროხის ხორცი, რომელიც მწვანე ბალახით იკვებება, უფრო გემრიელია. 4. რისთვის გჭირდებათ?სანამ ხორცის ყიდვას გადაწყვეტთ, მოიფიქრეთ, რისთვის გჭირდებათ ის. იაფიანი ხორცისთვის ხანგრძლივი დამუშავებაა საჭირო. თუმცა, ის არ არის ცუდი, როცა ხორცის წინასწარ დაჭრას და მაცივარში შენახვას აპირებთ. ზოგადად, რაც უფრო გამოცდილი მზარეული ხართ, მით უფრო მეტი შესაძლებლობა გაქვთ ხორცის მოსამზადებლად. მზარეულები გირჩევენ, ძვლებისგან გემრიელი ბულიონი გააკეთოთ. თუ მთლიანი ქათმის ყიდვას აპირებთ, თვითონ დაჭერით. ასე განსხვავებული ნაჭრები გექნებათ სხვადასხვა კერძისთვის. 5. ცხიმის ფერი და განლაგება ცხიმის შესახებ უნდა იცოდეთ: ✦ მზარეულები მიმობნეულ ცხიმს "მარმარილოს" ეძახიან. ისინი ამბობენ, რომ "მარმარილო" ხორცს უფრო გემრიელს ხდის. თუმცა, ბევრი "მარმარილო" მას აუხეშებს. ✦ ახალგაზრდა ცხოველების ცხიმი თეთრია, ასაკი კი მას უფრო ყვითელს ხდის. პროფესიონალების თქმით, მოზრდილი ცხოველების ხორცს უკეთესი გემო აქვს. ✦ რაც უფრო ცხიმიანია ხორცი, უფრო წვნიანია ის. 6. ფასიც მნიშვნელოვანიაპროფესიონალები არ გვირჩევენ იაფიანი ხორცის ყიდვას. ჯობია, ცოტა იყოს ხორცი, მაგრამ ძვირიანი და ხარისხიანი. 7. მეგობრულად მოექეცით ყასაბსთუ ხშირად გიწევთ ხორცის ყიდვა, ეცადეთ, დაუმეგობრდეთ ყასაბს. მისი სახელის ცოდნა და ცოტა ლაპარაკი დაგეხმარებათ, კარგი რჩევები მიიღოთ პროდუქტთან დაკავშირებით. ბონუსი: ხორცის ყიდვა საზღვარგარეთზოგჯერ ხორცის ყიდვასთან დაკავშირებული არჩევანი მარტო ფასზე, ხარისხზე და გემოზე კი არა, რელიგიაზე და კულტურულ ნორმებზეცაა დამოკიდებული. ებრაელები, მუსლიმანები და ქრისტიანები ცხოველებს "სუფთა" და "უწმინდურ" ცხოველებად ყოფენ. "უწმინდური" ცხოველების ჭამა კი იკრძალება (მაგალითად, ისრაელში აკრძალულია ღორის და აქლემის ჭამა). მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ეს დაყოფა ადგილობრივი სოფლის მეურნეობიდან გამომდინარეობს, ასევე დაავადებების პოტენციური საფრთხითადანაც, რაც ცხოველური ხორცით შეიძლება გავრცელდეს. 407 3-ს მოსწონს
|