x
image
_K_
როგორ დავიწყოთ დღე ენერგიულად - ჯანსაღი დილის 13 საიდუმლო
image

ფინჯან ყავაში კვერცხის ან მარილის დამატება მხოლოდ ერთი-ორი ხერხია იმ უამრავიდან, რაც შეიძლება დილით ადრე დაუზარდლად ადგომაში დაგეხმაროთ. გარდა იმისა, რომ აღნიშნული ხერხით ყავა ტკბილდება, კვერცხი ყავასთან ერთად დღის ენერგიულად დაწყებაში გეხმარებათ.


სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე ხერხს, რომელთა გამოყენების შემდეგ დილით ადგომა აღარ გაგიჭირდებათ. უბრალოდ, სცადეთ!






1. დაამატეთ მარილი ყავაში.

თუ გინახავთ, რომ ვინმე შაქრის მაგივრად მარილს ამატებს ყავაში, ეს იმიტომ, რომ მისი გემო გააუმჯობესოს. მარილი ყავის სიმწარეს არეგულირებს და რძის ან შაქრის მსგავსად, დილიდანვე კალორიებით არ გტვირთავთ. თუმცა, ზედმეტი არ მოგივიდეთ, ცოტაოდენი მარილი სრულიად საკმარისი იქნება.


image






2. საუზმედ მიირთვით კვერცხი, თუნდაც - ყავაში.

ვიეტნამური კვერცხის ყავა ტყუილად სულაც არ არის პოპულარული. შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ კვერცხის გულის დამატება ყავაში მას კარგ გემოს სძენს და თქვენი ორგანიზმისთვისაც სასარგებლოა. კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც საუზმედ კვერცხს მიირთმევენ, სხვებზე ბევრად ენერგიულები არიან. ასე რომ, თუ კოფეინს კვერცხს შეურევთ, იდეალურ პროდუქტს მიიღებთ დილისთვის.

image






3. სცადეთ შავი ჩაი ან ცხელი შოკოლადი დარიჩინთან ერთად.

თუ ყავის მოყვარული არ ხართ, შავი ჩაი სცადეთ. ის კოფეინსაც და თიამინსაც (ვიტამინი B1) შეიცავს, რაც კარგად აფხიზლებს ადამიანს. ალტერნატივად დილით შეგიძლიათ დარიჩინიანი ცხელი შოკოლადიც დალიოთ. ის სისხლის წნევის კონტროლში გეხმარებათ, რაც დაღლილობის გრძნობას თავიდან აგარიდებთ და ენერგიას მთელი დღის განმავლობაში შეგინარჩუნებთ.

image






4. დალიეთ ჭიქა წყალი, ან უფრო უკეთესი - ლიმონიანი წყალი.

წყალი დღის ნებისმიერ მონაკვეთში აუცილებელია ორგანიზმისთვის, თუმცა, განსაკუთრებით - დილით. მენტალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად გაღვიძებისთანავე მიირთვით ის. ლიმონიან წყალს კიდევ უფრო უკეთესი ეფექტი აქვს - გეხმარებათ ჰიდრატაციაში, საჭმლის მონელებაში და წონის კლებაში, შეიცავს C ვიტამინს, რაც სასარგებლოა კანისა და იმუნური სისტემისთვის და საერთოდ, დღის დასაწყებად იდეალური პროდუქტია.

image






5. მიირთვით საუზმედ შვრია.

საუზმედ შვრიის მიღება ზრდის ენერგიას, განაყრებთ და დღის დასაწყებად იდეალურია. კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებმაც დილით შვრია მიირთვეს, დღის განმავლობაში უფრო ფხიზლები არიან, ვიდრე სხვები. ამას პროდუქტის შემადგენლობაში შესულ რკინასა და პროტეინებს უნდა ვუმადლოდეთ.

image






6. ჩართეთ მუსიკა.

ორი აზრი არაა იმაზე, რომ მუსიკა განწყობას აუმჯობესებს. კვლევებმაც დაადასტურა, რომ მუსიკა ბედნიერების დონეს ზრდის და შფოთს ანეიტრალებს. ასე რომ, დილის მხიარული მუსიკით დაწყება მთელი დღისთვის სამყოფ ენერგიას მოგცემთ.

image






7. თქვენი ოთახი ნათელი ფერებით გააფორმეთ.

ექსპერტების თქმით, ინტერიერის ფერი ჩვენს განწყობაზე მოქმედებს. აირჩიეთ ნათელი ფერები ოთახისთვის და საწოლისთვის - განსაკუთრებით მაშინ, თუ სახლში საკმარისი რაოდენობის სინათლე ვერ აღწევს. ჩაიცვით ნათელ ფერებში და შეამჩნევთ, როგორ გაგიუმჯობესდებათ ხასიათი, გამოგიკეთდებათ განწყობა და იქნებ, კვების რაციონიც გაიჯანსაღოთ. დაფიქრდით, როგორ შეცვლის ნათელი ფერები თქვენს დღეს.

image






8. ტანსაცმელი წინა დღით გაიმზადეთ.

დილით დროის დასაზოგავად შეგიძლიათ, წინა დღით გაიმზადოთ ტანსაცმელი. რაც უფრო მომზადებული შეხვდებით დღეს, დილით ნაკლებად დაისტრესებით და მეტი დრო დაგრჩებათ საუზმისთვის და სხვა სასიამოვნო აქტივობებისთვის. თუ უკვე იცით, რა უნდა ჩაიცვათ მეორე დღეს, რას ელოდებით?

image






9. ჩამოწერეთ დღიური გეგმა და დაალაგეთ პრიორიტეტები.

კიდევ ერთი რამ, რაც დროის დაზოგვაში და მეტი რამის მოსწრებაში დაგეხმარებათ, ორგანიზებაა. აწარმოეთ გეგმური კალენდარი, სადაც დღის განმავლობაში გასაკეთებელი ყველა საქმე გექნებათ ჩამოწერილი ყველაზე მნიშვნელოვანიდან, ნაკლებად მნიშვნელოვნამდე. ამას თუ გააკეთებთ, დღის ბოლოს პანიკაში აღარ ჩავარდებით იმის გამო, რომ რაღაცის გაკეთება დაგავიწყდათ.

image






10. მაღვიძარა საწოლიდან შორს დადეთ.

უკეთესია, მაღვიძარა საწოლიდან შორს დადოთ და არა - გვერდითა ტუმბოზე. მის გამოსართავად ადგომა მოგიწევთ, ამიტომ უფრო ეფექტურად გაიღვიძებთ. ხოლო თუ თბილი საწოლიდან უკვე ადექით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დილის რუტინა მაშინვე არ დაიწყოთ, ზედმეტი გაჭიანურებების გარეშე.

image






11. სახლიდან გასვლისას თან იქონიეთ ერთი შეკვრა თხილი.

თხილი - რა თქმა უნდა, მარილისა და შაქრის გარეშე - დილისთვის იდეალური წასახემსებელია. ის მდიდარია ცხიმით, ნახშირწყლებითა და პროტეინით, რაც განაყრებთ და დღის ენერგიულად დაწყებაში გეხმარებათ.

image






12. კბილების გახეხვასთან ერთად ივარჯიშეთ.

გარდა იმისა, რომ დილით ვარჯიში ჯანმრთელობისთვის კარგია, ის გამოფხიზლებაშიც გეხმარებათ, ზრდის ენერგიას, ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას, სტრესს და სხვა ნეგატიურ ემოციებს. თუ კარგად ვარჯიშს ვერ ასწრებთ, სხვა რაღაცების გაკეთების დროს შეგიძლიათ დაკავდეთ 2-5 წუთიანი აქტივობით. მაგალითად, კბილების გახეხვასთან ერთად მარტივად შეგიძლიათ ჩაჯდომების გაკეთება.

image






13. ოთახში მზე შემოუშვით.

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ მზის სხივები ჩვენს განწყობას აუმჯობესებს. მისი წყალობით, სხეული წყვეტს მელატონინის გამოყოფას - ჰორმონის, რომელიც დაძინებაში გვეხმარება. შედეგად კი, მეტად ვფხიზლდებით. თუ გინდათ, რომ დღე ბედნიერად დაიწყოთ, გადასწიეთ ფარდები და შემოუშვით სახლში სინათლე, ან კიდევ უკეთესი - გადით გარეთ, თუ ამინდი ამის საშუალებას გაძლევთ.

imagep.s. მასალის გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.






ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ გავიღვიძოთ ადრე - 13 ხერხი

image


2. როგორ შეიცვლება ჩვენი ცხოვრება, თუ ძილზე უარს ვიტყვით

image


3. საკვები პროდუქტები, რომლებიც ერთად არ უნდა მიირთვათ

image


4. 12 რამ, რაც დილის მაგივრად საღამოს უნდა გააკეთოთ

image


5. ჯანსაღი დილის საიდუმლო - რჩევები ცნობილებისგან

image

0
821
1-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
821
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0