პროფილაქტიკა 12 რამ, რაც დილის მაგივრად საღამოს უნდა გააკეთოთ 2018, 2 მაისი, 12:46 სკარლეტ ო'ჰარა ამბობდა ხოლმე, ამაზე მოგვიანებით ვიფიქრებო, მაგრამ იქნებ ის ცდებოდა?! ბევრი რამეა, რასაც დილით ვაკეთებთ, მაგალითად შხაპის მიღება, თუმცა, კვლევებმა აჩვენა, რომ ამის გაკეთება საღამოს სჯობს. სტატიის ბოლოს ბონუსი დაგხვდებათ, საიდანაც გაიგებთ, როგორ დაიძინოთ უკეთ ფანქრის გამოყენებით. მაშ ასე, სტატიაში გთავაზობთ 12 რამეს, რისი გაკეთებაც ღამით სჯობს, იმისთვის რომ ჩვენი დილა უფრო ნათელი და სასიამოვნო იყოს. 12. ფანჯრის გაღება საძინებელშიადამიანი სხეული ცხიმს შეიცავს, ზედმეტი ცხიმი კი ხშირად არასასურველია ჩვენთვის. თუმცა, არსებობს კიდევ ერთი სახის ცხიმი - ყავისფერი ცხიმი, რომელიც სხეულის თერმორეგულაციაშია ჩართული და ენერგიის წყაროს წარმოადგენს. სხვადასხვა კვლევებმა დაამტკიცა, რომ ჩვეულებრივი ცხიმის ყავისფერ ცხიმად გადაქცევა შესაძლებელია ცივ ტემპერატურაში, რაც მეტაბოლიზმსაც აუმჯობესებს. კარგი იქნება, თუ საღამოობით საძინებელი ოთახის ფანჯარას გავაღებთ ოთახის გასანივებლად. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის მანამდე უნდა დატოვოთ ღია, სანამ არ გაიყინებით, უბრალოდ, ცივი ჰაერის შემოშვება ოთახში დაეხმარება ყავისფერ ცხიმს, უფრო სწრაფად იმუშაოს და დაგიგროვოთ ენერგია მაშინაც კი, როცა გძინავთ. 11. ხორცის ან ხაჭოს ჭამათუ დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე არ შეჭამთ, კარგად ვერ დაიძინებთ. კარგი იქნება, თუ ხორცს ან ხაჭოს შეჭამთ, რადგან ორივე მათგანი ბევრ პროტეინსა და ტიპტოფანს (ამინომჟავა, რომელიც ხელს უწყობს კარგი ძილის) შეიცავს. ბევრი ბოსტნეულის ჭამა კი კარგი არაა, რადგან შეიძლება "გაგბეროთ". შიმშილი ხშირად იწვევს ინსომნიას (უძილობა) და თუ ვახშმის გარეშე იძინებთ, მაშინ დილით დაგჭირდებათ კარგი საუზმე. გარდა ამისა, მუცლის ბოყინისას დაძინება რთულია. 10. სეირნობაცოტა ფეხით გაიარეთ დაძინებამდე. ეს დაგეხმარებათ, გაიაზროთ და გადალახოთ დღის განმავლობაში მომხდარი უსიამოვნო სიტუაციები. შეგიძლიათ, დატკბეთ სიჩუმით და იფიქროთ იმაზე, რაც გაწუხებთ. ასევე, დამტკიცებულია, რომ საღამოს გასეირნება კარგია და ხელს უწყობს ინსომნიის დაძლევას. 9. მომდევნო დღის გეგმებზე ფიქრი და მათი ჩამოწერადარენ ჰარდი, წიგნ "The Compound Effect"-ის ავტორი, დარწმუნებულია, რომ საღამოს გეგმების ჩამოწერა ცხოვრების დალაგებაში დაგეხმარებათ. ჩვეულებრივ, გეგმებს დილით ვაწყობთ, როცა გვეჩქარება, და, როგორც წესი, მნიშვნელოვანი რაღაცები გვავიწყდება. ამიტომაც, გეგმების წინა დღით ჩამოწერა დაგეხმარებათ, დილით მშვიდად იყოთ და დავალებებსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვეთ დროისა და ენერგიის ხარჯვის გარეშე. 8. ლანჩის და ტანსაცმლის წინასწარ მომზადებათუ ყველაფერი წინასწარ გაქვთ მომზადებული, დილით ეს თქვენს დროსაც და ნერვებსაც დაზოგავს. თან, დაგრჩებათ ზედმეტი 15 წუთი, რომელიც შეგიძლიათ ყავის დალევაში სასიამოვნოდ გაატაროთ. 7. იოგა და მედიტაციადილით ხშირად არ ვვარჯიშობთ დროის სიმცირის გამო. თუმცა, საღამოს თუ დაკავდებით იოგით, ეს დაგეხმარებათ თქვენი ფიქრებისა და ემოციების მოწესრიგებაში, დაძაბულობის მოხსნაში და მომდევნო დღისთვის კარგი განწყობის შენარჩუნებაში. დღესდღეობით გონების იოგაც ძალიან პოპულარულია. დაძინებამდე სულ რაღაც ათიოდე წუთი დაგჭირდებათ ორიდე ვარჯიშის შესასრულებლად. 6. შხაპის ან აბაზანის მიღებაცხელი შხაპის მიღება დილით სულაც არაა კარგი, რადგან ცხელი ტემპერატურა ძილს განდომებთ. ამის გაკეთება საღამოს სჯობს, რადგან ცხელი ტემპერატურა აღვიძებს სხეულში იმპულსებს და გეხმარებათ უკეთ დაძინებაში. საღამოს თბილი აბაზანა კი არაჩვეულებრივი გზაა ინსომნიასთან საბრძოლველად. 5. ისეთი რამის წაკითხვა, რაც უნდა დაიმახსოვროთSussex-ის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კითხვა საუკეთესო გზაა დასამშვიდებლად, რადგან სხვა სამყაროში გადასვლა სტრესთან გამკლავებაში უფრო მეტად გეხმარებათ, ვიდრე ჩაი ან მუსიკა. წიგნთან მხოლოდ 6 წუთის გატარებაა საჭირო შფოთის ჩასაწყნარებლად და კუნთების დასასვენებლად. თქვენი ტვინი ღამით უკეთ იმახსოვრებს ყველაფერს. ეს ფაქტი სტუდენტებს, რომლებიც ღამით მეცადინეობენ, გამოცდის ჩაბარებაში ეხმარება. უთხარით არა სმარტფონებსა და ლეპტოპებს: მავნე გამოსხივებისგან თავის დასაცავად ეცადეთ, ღამით წიგნებით იმეცადინოთ. 4. კივის ჭამა უკეთ დასაძინებლადბევრი ადამიანი ხილის ჭამას დილით ამჯობინებს, მაგრამ არსებობს რამდენიმე სახეობის ხილი, რომლის ჭამაც ღამით სჯობს, მაგალითად კივი. კვლევებმა აჩვენა, რომ ძილამდე 1 საათით ადრე 2 კივის ჭამა 1 თვის განმავლობაში უკეთ დაძინებაში გეხმარებათ. ვიტამინები E და C არეგულირებენ ნერვულ კავშირებს ტვინში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჯანსაღი ძილის ციკლისა და სეტინინის წარმოებაზე. გაფრთხილება: ნუ მიირთმევთ კივის მაგივრად ლიმონს, თორემ საპირისპირო შედეგს მიიღებთ. ლიმონი სხეულს აძლიერებს, ენერგიას გმატებთ და ძილი უფრო გაგიჭირდებათ. გამონაკლისია, თუ ლიმონს თბილ წყალში თაფლთან ერთად მიირთმევთ. 3. ერთი ჭიქა ალუბლის წვენის დალევალუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კვლევების მიხედვით, ძილამდე 2 ჭიქა ალუბლის წვენის დალევა დაგეხმარებათ, დაახლოებით 90 წუთით მეტ ხანს იძინოთ. ალუბლის წითელი პიგმენტები, ე.წ. პროანონოციანდინები, ტრიპტოფანის დაშლას შეამცირებენ და ხელს უწყობენ მას, იმუშაოს უფრო დიდ ხანს. თუ ალუბლის წვენი არ მოგწონთ, მიირთვით ზღვის მცენარეები. ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევების მიხედვით, ზღვის მცენარეები ომეგა-3 მჟავას შეიცავს, რაც უფრო დიდ ხანს და უკეთ დაძინებაში გეხმარებათ. 2. თმის დავარცხნადაძინებამდე თმის დავარცხნით იშორებთ მკვდარ უჯრედებს, მტვერს და კანის ცხიმს. სავარცხლის მსუბუქი მასაჟი თავის კანს აწვდის ჟანგბადს და მიაქვს ის თმის ძირებამდე. თუ ღამით დაივარცხნით თმას, დილით აღარ მოგიწევთ მასზე დიდი წვალება. ბრიტანელი სტილისტის - სემ ბარნეტის თქმით, დღეში თმის 2-3-ჯერ დავარცხნა საკმარისია, თორემ ის ცხიმიანი და მტვრევადი გახდება. ასევე, ის ამბობს, რომ "თმის 100-ჯერ დავარცხნის წესი" სინამდვილეში არ მუშაობს. 1. დღის ანალიზიგააანალიზეთ დღე, გაიხსენეთ ყველა კარგი რამ, რაც გადაგხდათ, იფიქრეთ იმაზე, რისი შეცვლა გსურთ და ჩაიწერეთ, თუ დღიური გაქვთ. კვლევებმა აჩვენა, რომ დღის ანალიზის გაკეთება ძალიან სასარგებლოა. თუ დაძინებამდე კარგი ემოციები არ გაქვთ, გააკეთეთ რამე სასიამოვნო, მაგალითად მოეფერეთ თქვენს კატას. ბედნიერება არის თქვენი შესაძლებლობა, იყოთ ბედნიერი ზუსტად ამ მომენტში. ხვალინდელი დღე გარანტირებული არაა. უმეტესობა ჩვენგანი საღამოს საყვარელ ადამიანებთან და ახლობლებთან ატარებს. უთხარით მათ, რომ გიყვართ და მადლიერები ხართ. ბონუსი: ფანქარს შეუძლია დაგეხმაროთ თავის ტკივილსგან და ხვრინვისან თავის დაღწევაში თუ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრი (ან თქვენ) ხვრინავთ, ჩვენ ამ სავარჯიშოს გთავაზობთ, რომელიც ზედა სასის კუნთებს აძლიერებს (თუ ხვრინავთ, ე.ი. ეს კუნთები სუსტი გაქვთ). თავისუფალ დროს კბილებს შორის მოათავსეთ ფანქარი და გეჭიროთ 5-10 წუთის განმავლობაში. ეს სავარჯიშო თავის ტკივილისთვისაც კარგია, რადგან სხვა კუნთებსაც ასვენებს. ასევე დაგაინტერესებთ:1. 9 რამ, რისი გაკეთებაც უზმოზე არ შეიძლება 2. რატომ არის სიბნელე საჭირო ძილისთვის 4. ძილის პოზა იმაზე მეტს ამბობს თქვენს ჯანმრთელობაზე, ვიდრე გგონიათ 5. კარგია თუ არა დღის საათებში ძილი ჯანმრთელობისთვის 6. როგორ შეიცვლება ჩვენი ცხოვრება, თუ ძილზე უარს ვიტყვით 3862 4-ს მოსწონს 1-ს არა
|