სხვა სამზარეულოს ხრიკები, რომელიც ბევრ პრობლემას მოგიგვარებთ 2020, 14 ივლისი, 12:22
ცუდი სუნი მაცივარში, ძველი ორცხობილა, გაფუჭებული გაზქურა - ამ უსიამოვნებების თავიდან აცილება მარტივი ცხოვრებისეული ხრიკებითაა შესაძლებელი. სულაც არ არის ბევრი ფულის დახარჯვა საჭირო იმისთვის, რომ თქვენი სამზარეული არაჩვეულებრივად გამოიყურებოდეს. სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ სამზარეულოსთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში.
1. მიკროტალღურ ღუმელში საჭმლის გაცხელებაშეიძლება შემჩნეული გაქვთ, რომ მიკროტალღურ ღუმელში საჭმლის გაცხელებისას შუა ნაწილი იმდენად ცხელი არ არის, როგორც გვერდები. ეს იმიტომ ხდება, რომ მიკროტალღები რადიო ტალღებს გზავნიან საჭმელთან და არ აცხელებენ ქვევიდან, როგორც ჩვეულებრივი ღუმელი.საკვები რომ არათანაბრად არ გაცხელდეს, დაალაგეთ კერძი თეფშზე ბეჭდის ფორმაზე. გემრიელად მიირთვით! 2. კარტოფილის შენახვაკარტოფილის გაღვივება რომ თავიდან აირიდოთ, შეინახეთ ის ვაშლთან ერთად და მოარიდეთ ხახვს. ასევე, კარგი იქნება, თუ მის შესანახად გრილ და ბნელ ადგილს აირჩევთ.3. კვერცხის გულის ცილისგან გამოყოფათუ კვერცხის გულის ცილისგან განცალკევება გიჭირთ და ამისთვის სპეციალური ხელსაწყოც არ გაქვთ, დაიხმარეთ ნასვრეტებიანი კოვზი.4. სახეხის სწორად გამოყენებათუ დაიღალეთ სახეხის გასუფთავებით მისი ყოველი გამოყენების შემდეგ, დაიხმარეთ საშუალო ზომის (არა ძალიან თხელი) პოლიეთილენი. გამოყენების შემდეგ მას უბრალოდ გადააგდებთ, სახეხი კი სუფთა დარჩება.5. დანის გალესვა ჭიქის დახმარებითსამზარეულოს დანა რომ არ დაბლაგვდეს, განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. თუ გასალესი ხელსაწყო არ გაქვთ, აიღეთ ჭიქა და გადმოაყირავეთ. მის ძირზე 45 გრადუსიანი კუთხის დაცვით მარტივად შეგიძლიათ დანის გალესვა.6. მარწყვის ძმრით გარეცხვამარწყვი ისეთი პროდუქტია, რომელიც შეიძლება ძალიან მალე დალპეს. ამის თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ შემდეგი ხერხი. გარეცხეთ მარწყვი ძმრიან წყალში. დაგჭირდებათ 1 ფინჯანი თეთრი ძმარი და 8 ფინჯანი წყალი. დატოვეთ ცოტა ხნით სითხეში, შემდეგ კი გაავლეთ სუფთა წყალი.7. გაზეთის დახმარებით ცუდი სუნისგან გათავისუფლებათუ ქილას ცუდი სუნი აქვს გარეცხვის შემდეგაც კი, დროა გამოიყენოთ ეს მარტივი და ეფექტური ხრიკი. გაზეთი სუნს იწოვს, ამიტომ აიღეთ 3-4 ფურცელი და მოათავსეთ ქილაში ან პლასტმასის კონტეინერში. დატოვეთ ასე 24-48 საათის განმავლობაში.8. საცხობი სოდის დახმარებით მაცივარში ცუდი სუნის გაქრობადამპალმა ხილ-ბოსტნეულმა, გაფუჭებულმა სუპმა და ძველმა ქათამმა შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში დატოვოს მაცივარში ცუდი სუნი. ამის თავიდან ასაცილებლად ერთი ყუთი სოდა შეინახეთ მაცივარში. თავად ამ პროდუქტს სუნი არ აქვს, მაგრამ სხვა სუნებს კარგად იწოვს.9. ორცხობილების შენახვა ვაშლის ნაჭერთან ერთადრაღაც ტკბილი მოგინდებათ და გახსენდებათ, რომ ორცხობილები გაქვთ. ხსნით ყუთს და აცნობიერებთ, რომ ისინი ძალიან გამოშრა და ვეღარ შეჭამთ. ასეთი შემთხვევის თავიდან ასაცილებლად მოათავსეთ ორცხობილები ვაშლის ნაჭერთან ერთად. როცა ვაშლი გამოშრება, ჩაანაცვლეთ ახალი ნაჭრით, ასე ორცხობილები ახალივით იქნება.10. თითების დაცვა ბოსტნეულის დაჭრისასრა თქმა უნდა, არავის სურს ბოსტნეულის დაჭრისას თითების გაჭრა. ამის თავიდან აცილება მარტივად შეგიძლიათ, რისთვისაც მხოლოდ პლასტმასის ბოთლი და სააფთიაქო რეზინი დაგჭირდებათ. აიღეთ ჩვეულებრივი ბოთლი (მაგალითად კოკა-კოლის) და ამოჭერით ნაწილი, როგორც სურათზეა ნაჩვენები. გაუკეთეთ ორი ხვრელი კუთხეებში, რათა რეზინის დამაგრება შეძლოთ. მოირგეთ ნაკეთობა თითებზე და თამამად დაჭერით ბოსტნეული!ასევე დაგაინტერესებთ:1. როგორ გავაღვიძოთ ბავშვი, რომელსაც საწოლიდან ადგომა არ უნდა - 12 მარტივი ხერხი მშობლებისთვის 2. 11 რჩევა, რამაც შეიძლება კრიტიკულ სიტუაციაში გადაგარჩინოთ 3. როგორ გავარჩიოთ ორიგინალი ტანსაცმელი ყალბისგან - 10 მარტივი ხერხი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს 4. 15 ხერხი იმისთვის, რომ თქვენს სახლში მუდამ სასიამოვნო სურნელი ტრიალებდეს 5. როგორ დავიწყოთ დღე ენერგიულად - ჯანსაღი დილის 13 საიდუმლო 673 3-ს მოსწონს
|