x
image
არჩილ ვერულიძე
კრიპტია ( კანონიერი მკვლელობა სპარტაში)
image

მოგეხსენებათ, რომ სპარტანელთა აღზრდის წესები ძალიან მკაცრი იყო. მეცნიერება, ხელოვნება და ხელოსნობა არ იყო წახალისებული სპარტაში. მიწა მონებს უნდა დაემუშავებინათ. თავისუფალი სპარტანელისთვის ასეთი საქმიანობა სამარცხვინოდ მიიჩნეოდა. ახალგაზრდებს წერა-კითხვას მხოლოდ აუცილებლობის ფარგლებში ასწავლიდნენ. ერთადერთი რისი ღირსიც ნამდვილი სპართანელი იყო - ომია. შვიდი წლის ასაკიდან ვაჟებს სპეციალურ სკოლაში გზავნიდნენ, სადაც ბავშვს ასწავლიდნენ გამძლეობას, გამბედაობას და უფროსისადმი მორჩილებას. თორმეტი წლის ასაკიდან იწყებოდა «ნამდვილი სამხედრო მომზადება.» ახალგაზრდა სპარტანელბებს აჩვევდნენ სისასტიკეს და მკვლელობისათვის მზადყოფნას. მოზარდი მეომრების პირველი მსხვერპლი სწორედ მონები (ჰილოტები) იყვნენ. მონებზე თავდასხმას "კრიპტია" ეწოდებოდა. ეს მკვლელობები კანონიერ საფუძველზე ხორციელდებოდა. სპარტას უმაღლესი სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეფორებმა ომი გამოუცხადეს ჰილოტებს.


მოკლე ხმლებით შეიარაღებული ახალგაზრდა მეომრები თავს ესხმოდნენ მონათა სახლებს და კლავდნენ მათ, ვინც მინდორში მუშაობდა. განსაკუთრებით ფასობდა მსხვერპლთან შეუმჩნევლად მიახოლების და მისი ერთი დარტყმით მოკვლის შესაძლებლობა, ცოდნა. განსაკუთრებით ცდილობდნენ ფიზიკურად ძლიერი მონების მოკვლას. სწორედ მათ შეეძლოთ სპარტაში აჯანყების მოწყობა.


მაგრამ მსხვერპლი ყოველთვის მონა არ იყო. იმისდა მიუხედავად, რომ მონებს სასტიკად ეკრძალებოდათ იარაღის ქონა, ზოგიერთი მათგანი მაინც ახერხებდა ღირსეული წინააღმდეგობა გაეწია თავდამსხმელისათვის. წარუმატებელი "ნადირობა" შესაძლებელია დასრულებულიყო სპარტანელის სიკვილით. მაგრამ, ამ შემთხვევაში, მონების ბედი არ იყო შესაშური. სპარტანელები რამდენიმე რაზმს გზავნიდნენ იმ სოფელში, სადაც მათი მეომარი დაიღუპა და წყვეტდნენ სრულ მოსახლეობას, არ ჰქონდა მნიშვნელობა, თუ ვინ იყო დამნაშავე ახალგაზრდა მეომრის სიკვდილში.


კრიპტიას მიზანი იყო, არა მხოლოდ ახალგაზრდებითვის მკვლელობის მეცნიერების საფუძვლის მიცემა, არამედ ჰილოტების დაშინებაც. მათ გამუდმებულ შიშში უნდა ეცხოვრად. ჰოლოტების მაგალითზე სპარტანელები ახალგაზრდებს ადამიანთა " ცოდვებს" აჩვენებდნენ: მაგალითად ათრობდნენ მონას მოზარდების წინაშე, რათა მათ დაენახათ, რომ მთვრალი ადამიანი ცხოველს ემსგავსება.

კრიპტიას დროს სპარტანელები ძალიან უღირს საქციელებს ჩადიოდნენ. ერთხელ ასობით ჰილოტმა თავი შეაფარა პოსეიდონის ტაძარს. ტაძარში მყოფი ადამიანი ხელშეუხებლად ითვლებოდა. სპარტანელები დაჰპირდნენ მონებს სიცოცხლის შენარჩუნებას, მათ გულუპრყვილოდ დაიჯერეს და ტაძრიდან გამოვიდნენ. ცოცხალი არავინ დატოვეს.

კრიპტიები გრძელდებოდა სპარტას ისტორიის მანძილზე. სასტიკი ტრადიცია დავიწყებას მიეცა მაშ შემდეგ, რაც საბერძნეთი დაიპყრო რომის იმპერიამ.

0
255
9-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
255
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0