x
image
მოზამბიკელი
"ეს პატარა ბიჭი ჯოჯოხეთიდან გაიქცა" - ირინა სარიშვილი 11 წლის ბიჭის გარდაცვალებაზე 

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში 11 წლის ბიჭის გარდაცვალების ამბავს ეხმაურება, რომელმაც გამოძიების ვერსიით თავი, მამის მხრიდან სისტემატურად ძალადობის გამო მოიკლა.

image

"ის არც ადამიანი და არც ცხოველი ვინცაა და რისი ღირსიცაა, გასაგებია – დარჩენილი სიცოცხლე, არათუ 4 წელი, წამებაში რომ გაატაროს!
მაგრამ ამ მეზობლებს, ნათესავებს, დეიდას და ბებიას არ რცხვენიათ საერთოდ ხმას რომ იღებენ??? ან როგორ არიან ცოცხლები ამის მერე???
არაფერი განსხვავება იმ არაადამიანს და ამ უგულო და უსულო ადამიანებს შორის არ არის გარდა იმისა რომ კანონი ერთს სჯის და დანარჩენს არა! ვერც ეხლა ვერავინ ვერაფერს ვერ მიხვდა და ერთმანეთისკენ იშვერენ ხელს!
ეს პატარა ბიჭი ჯოჯოხეთიდან გაიქცა... ", - წერს სარიშვილი.

შეგახსენებთ, თერჯოლის რაიონში 11 ბიჭი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციამ ბიჭის მამა დააკავა, თვითმკლელობამდე მიყვანის ბრალდებით.


0
336
2-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
336
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0