საზოგადოება იულია ტიმოშენკო კორონავირუსის გამო მართვით სუნთქვაზეა 2020, 25 აგვისტო, 20:04 უკრაინის ყოფილი პრემიერ - მინისტრი, იულია ტიმოშენკოს კორონავირუსი აქვს. როგორც უცხოური მედია წერს, მისი მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 59 წლის იულიას ვირუსი 23 აგვისტოს დაუდასტურდა, მეორე დღეს კი მისი მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. covid - 19 დაუდასტურდათ მის შვილსა და სიძეს, თუმცა მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იულია ტიმოშენკოს 2004 წელს, "ნარინჯისფერი რევოლუციიაში" დიდი წვლილი მიუძღვის. თუმცა მისი პოლიტიკური კარიერა 2010 წელს შეწყდა, როცა ქვეყნის პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა იგი დააპატიმრებინდა, რუსეთთან გაზის კონტრაქტის გაფორმების გამო.
138 1-ს მოსწონს
|