სხვა არსებობს, თუ არა "ფარაონების წყევლა"? 2020, 19 აგვისტო, 12:25 ლეგენდების და საიდუმლოებების უზარმაზარი რაოდენობა დაკავშირებულია ეგვიპტურ პირამიდებთან. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მისტიკური ისტორია არის "ფარაონების შურისძიება" მრავალმა მკვლევარმა და განძის მაძიებელმა, მათ ვინც გაბედა ფარაონების სიმშვიდის დარღვევა, ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე. ეს ყველაფერი თითქმის 100 წლის წინ დაიწყო - 1922 წლის ნოემბერში ინგლისელმა არქეოლოგებმა ჰოვარდ კარტერმა და ჯორჯ კარნარვონმა აღმოაჩინეს მეთვრამეტე დინასტიის მმართველის ფარაონ ტუტანხამუნის აკლდამა. მომდევნო წლის გაზაფხულზე, გაზეთებში გამოქვეყნდა ცნობები ლორდი კარნარვონის უეცარი გარდაცვალების შესახებ. ჟურნალისტები წერდნენ, რომ არქეოლოგი "ფარაონთა წყევლის" მსხვერპლი გახდა. გაზეთებში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ფარაონის სამარხში შესვლამდე მეცნიერებმა იპოვნეს თიხის ნაკეთობა, გამაფრთხილებელი წარწერით: "სიკვდილი ეწვევა მას, ვინც გაბედავს ფარაონის სიმშვიდის დარღვევას" მაგრამ ამან ვერ შეაჩერა ოცნების გზაზე მიმავალი მკვლევარები. კარნარვონის კოლეგები სკეპტიკურად განეწყენ გაზეთში გამოქვეყნებული ცნობების მიმართ და ირწმუნებოდნენ, რომ ფარაონებს ამასთან საერთო არაფერი ჰქონდათ: არქეოლოგს გარდაცვალებიდან ერთი დღით ადრე რაღაც შხამიანმა მწერმა უკბინა, სწორედ ეს გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო იდუმალებით მოცული გარდაცვალებებისა. მალე ეკქპედიცისს კიდევ ერთი მონაწილე გარდაიცვალა - ამერიკელი მეისი. სიცოცხლის ბოლო დღეებში იგი ირწმუნებოდა, რომ უცნაურ მდგომარეობას განიცდიდა - ფიზიკური და სულიერი ძალების სრულ დაქვეითებას. სწორედ მეისი მონაწილებდა კედლის დანგრევაში, რომელიც ტუტანხამონის აკლდამაში შესასვლელ კარს იცავდა. მოკლე დროში გათხრების რამდენიმე მონაწილე გარდაიცვალა. უფრო მეტიც, დაზარალდნენ ადამიანებიც, რომლებიც მხოლოდ ირიბად იყვნენ დაკავშირებული ამ ექსპედიციასთან. ბრიტანელმა მეწარმემ ვოლფმა გადაწყვიტა უბრალოდ შეეხედა ფარაონის მუმიისთვის და გემის ბორტზე გარდაიცვალა, მშობლიურ ინგლისში მიმავალ გზაზე. 1939 წლის მარტში ასევე გარდაიცვალა ჰოვარდ კარტერი, ერთ-ერთი პირველი არქეოლოგი, რომელმაც ფარაონის საფლავი მოინახულა. იმისდა მიუხედავად, რომ ექსპედიციიდან 16 წელზე მეტი გავიდა, გაზეთებმა მისი გარდაცვალება "ფარაონების წყევლას" მიაწერეს. არსებობდა იგი სინამდვილეში? არსებობენ ამ ფაქტის როგორც მხარდამჭერები, ასევე სკეპტიკურად განწყობილი პირები. მაგალითად, ცნობილი ინგლისელი მწერალი არტურ კონან დოილი დარწმუნებული იყო, რომ ეს არ არის მითი. ის აცხადებდა, რომ ტუტანხამონის ქურუმებმა მართლაც დაადეს სამარხს წყევლა, გარდაცვლილი მმართველების სიმშვიდისა და დაცვის მიზნით. გასაკვირი არ არის, რომ მსოფლიოში ცნობილი მწერლის მოსაზრებამ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. მატერიალისტები ცდილობდნენ მომხდარისთვის მეცნიერული ახსნა მოეძებნათ. მაგალითად, გასული საუკუნის სამოციან წლებში, ეგვიპტელმა ექიმმა ეზ-ედ-დინმა თამამ გამოაქვეყნა თავისი მრავალწლიანი კვლევის მონაცემები. პირამიდების თითქმის ყველა მკვლევარს აღმოაჩნდა ვირუსი, რომელიც სასუნთქი გზების ანთებას იწვევს. ასეთივე ვირუსია აღმოჩენილი მუმიებში. უფრო მეტიც, იგი აქტიურია რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში. ჯორჯ კარნარვონი"ფარაონების შურისძიების" პირველი მსვერპლი გვიპტეში ჩასვლამდეც კი ავადმყოფომდა. გასაკვირი არაა, რომ სრულიად განსხვავებული კლიმატის მქონე ქვეყანაში დაავადება, შესაძლებელია გართულებულიყო. 245 4-ს მოსწონს
|