სხვა Keimada-Grande - ყველაზე საშიში კუნძული მსოფლიოში. 2020, 18 აგვისტო, 17:05
ადამიანი ბუნების მეფეა. ყოველ შემთხვევაში, ადამიანები თავს ასეთებად თვლიან. მაგრამ ბრაზილიის სანაპიროდან 35 კილომეტრში მდებარეობს უჩვეულოკუნძული - Keimada Grande. მისი უჩვეულობა იმაში გამოიხატება, რომ ამ კუნძულს სრულად ფლობენ გველები. უფრო მეტიც, ქვეწარმავლებმა ადამიანები გააძევეს აქედან. ვინც ამ კუნძულზე ჩასვლას გაბედავს, აქვს ყველა შანსი, იმისა რომ სიცოცხლეს დაემშვიდობოს.
კუნძულის ფართობი არც თუ ისე დიდია - მხოლოდ 0.4 კვადრატული კილომეტრი. ბრაზილიის ხელისუფლებამ შემოიღო აკრძალვა ამ მომაკვდინებელი მიწის ნაკვეთის მონახულებაზე. თუ ისე ბევრია ისეთი, ვისაც კუნძულთან მიახლოება აკრძალვის არ არსებობის შემთხვევაში ენდომებოდა. კუნძულზე მდებარეობს შუქურა, მას ემსახურებოდა ზედამხედველი, რომელიც ცხოვრობდა იქ ოჯახთან ერთად. ერთხელ ხალხმა დაინახა, რომ შუქურაში გველებმა შეაღწიეს, დარაჯის იჯახმა გაქცევით სცადა თავის გადარჩენა, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, დაუნდობელ ქვეწარმავლებს ვერავინ გადაურჩა. შუქურა დღესაც ფუნქციონირებს, მაგრამ იგი ავტომატურ რეჟიმზე გადაიყვანეს. კუნძულზე დასახლების მსურველი აღარ გამოჩენილა. ასევე არსებობს პოპულარული ლეგენდა მეთევზეზე, რომელიც კუნძულზე ბანანის შესაგროვებლად გადავიდა. მეთევზემ ვერ მიაღწია სასურველს, ის ნავში იპოვეს გარდაცვლილი. რთული მისახვედრი არაა, რომ მანშუქურის ზედამხედველის ბედი გაიზიარა. გველებმა აქედან არა მხოლოდ ადამიანები გააძევეს. კუნძულზე არც ცხოველები არიან. ბაყაყები, ხვლიკები და მწერები ასევე თითქმის მთლიანად განადგურებულია. დღესდღეობით გველების მთავარი საკვები ფრინველებია, რომლებიც გაუფთხილებლობის გამო ეშვებიან კუნძულზე. ზოგიერთი ფრინველი აქ ბუდეების აშენებასაც კი ახერხებს, მაგრამ, ყველაზე ხშირად, კვერცხიც და ფრინველიც გველების მსხვერპლი ხდება. ადგილობრივ ქვეწარმავლებს შორის, შედარებით, ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ბოტროპსი. ამ უკიდურესად საშიში ქვეწარმავალის სიგრძე ერთ მეტრს აღწევს. სხეული მოყვითალო აქვს ღია ყავისფერიდან მუქი კვადრატული ან სამკუთხა ლაქებით. საინტერესოა, რომ Keimada Grandi- ს საზღვრებს გარეთ ბოტროპსი პრაქტიკულად არ გვხვდება. სწორედ ამიტომ, გველების ეს სახეობა კლასიფიცირებულია როგორც იშვიათი და შედის ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ ნუსხაში. მედიკოსები ირწმუნებიან, რომ ბოტროპსის თავდასხმის შემდეგ გარდაცვალების ალბათობა ძალიან მაღალია. თუნდაც დროული სამედიცინო დახმარების შემთხვევაში. და თუ ექიმები არ აღმოჩნდენ დაზარალებულის გვერდით, ასეთ შემთხვევაში ის ფაქტიურად განწირულია. დაზარალებულები იღუპებიან ცერებრული სისხლდენით ან თირკმელების უკმარისობით. შეუძლებელია ამ კუნძულზე გველების რიცხვის თუნდაც მიახლოებითი დასხელება. მას შემდეგ, რაც ხალხმა დატოვა ეს საშინელი ადგილი, ქვეწარმავლები აქ გეომეტრიული პროგრესიით მრავლდებიან. ზოგიერთი ირწმუნება, რომ აქ ყოველ კვადრათულ მეტრზე 5 გველი გვხვდება. რთულია დარწმუნებით იმის თქმა, სიმართლეს შეესაბამება ეს ფაქტი, თუ არა... თუმცა, არ უნდა იფიქროთ, რომ ადამიანები საერთოდ არ სტუმრობენ კაიმადა გრანდეს. მოიძებნებიან ასეთი სიმამაცის მქონე ადამიანებიც. რა იზიდავს მათ აქ, მიუხედავად სიკვდილის მაღალი რისკის საშიშროებისა? სერპტოლოგი-მეცნიერები იღებენ ოფიციალურ ნებართვას სამეცნიერო დაკვირვებისათვის. მაგრამ ვიზიტორთა დიდი ნაწილი არალეგალია. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ სანაპიროზე ყოფნა შედარებით უსაფრთხოა, რადგან გველები მხოლოდ კუნძულის ტყიან ნაწილში გვხვდება. მრავალი ადამინისთვის ბოტროპსი სასურველი ნადავლია, რადგან ძვირად ფასობს შავ ბაზარზე. ასევე არსებობენ განძის მაძიებლები, ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ მეკობრეებმა აქ დამალეს თავიანთი საგანძური და მის დასაცავად კუძულზე გველები გაამრავლეს. 187 2-ს მოსწონს
|