ბიოგრაფია საქართველოს გამორჩეული დედოფლები და მათი განსაკუთრებული ღვაწლი ქვყნის წინაშე 2020, 17 აგვისტო, 20:22 ბურდუხანი, ბორდოხანი, საქართველოს მეფის გიორგი III-ის მეუღლე, თამარ მეფისა და რუსუდანის დედა. იგი იყო ოსთა მეფის ხუდდანის ასული. გიორგისა და ბურდუხანის ქორწინების ზუსტი თარიღი უცნობია, სავარაუდოთ 1150-იანი წლების დასაწყისი. თუმცა რომიმს პაპის დესპანს 1149 წლის ჩანაწერში ის უკვე მეფის ცოლად ჰყავს მოხსენიებული. იგი ძალიან განათლებული და ლამაზი იყო, მისი სილამაზე მთელ აღმოსავლეთში იყო ცნობილი. ბურდუხანმა იცოდა ოსური, ბერძნული, ქართული, ლათინური და სპარსული ენები. დიდი ხნის განმავლობაში შვილი არ შეეძინა სამეფო წყვილს. გიორგი მეფე ძალიან წუხდა უშვილობას. წლების შემდეგ ორი ქალიშვილი შეეძინა მეფე-დედოფალს. თამარი, დაახლოებით 1160 წელს დაიბადა, შემდეგ რუსუდანი გაჩნდა. 1180-იანი წლების დასაწყისში გარდაცვლილა ბურდუხან დედოფალი.
მარიამ დედოფალი იყო ბაგრატ IV-ის დედა. მარიამი მცირეწლოვანი ბაგრატის მეფობის დროს აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის მართვაში. შეეცადა ბოლო მოეღო დაუცხრომელი შინაფეოდალური ბრძოლებისათვის, რითაც სარგებლობდა ბიზანტია და ცდილობდა მიწები წაეგლიჯა საქართველოსათვის. მარიამისა და ბაგრატ IV-ის დამოკიდებულება კი მართლაც რომ განსაკუთრებულია. საქართველოს ისტორიაში იშვიათია დედის ესოდენი წვლილი შვილის პოლიტიკურ კარიერაში. უცნობია მისი გარდაცვალების თარიღი. 312 2-ს მოსწონს
|