ბათუმში ერთ-ერთ კაფეში მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაციას, ამავე კაფის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს.
სოციალურ ქსელში შექმნილი გვერდზე "არა მონობას" გამოქვეყნებული წერილის მიხედვით ირკვევა, რომ ბათუმში, ერთ-ერთი კაფის მეპატრონემ თანამშრომელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სამსახურიდან გამოუშვა. გოგონა ინციდენტის შესახებ წერს და საზოგადოებას სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებს.
" მინდა მოგიყვეთ ჩემი უფროსის შესახებ, რომელმაც შეურაცყოფა მომაყენა და სამსახურიდან გამომაგდო. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით "გამომაგდო" ! ვმუშაობდი კაფე-რესტორან route 66 ში (ბათუმი, გოგებაშვილის 42) დასრულდა ჩემი სამუშაო საათები 12:00 ზე და უფროსმა მე და ჩემს თანამშრომლებს შემოგვთავაზა სუფრასთან დაჯდომა მათთან ერთად. მე და ჩემი ორი თანამშრომელი -ბარმენი ბიჭი და ადმინისტრატორი ქალი შევუერთდით სუფრას. ვჭამდით, ვსვამდით ცოტ-ცოტას და ვხუმრობდით. მე და ბარმენი სულ ვხუმრობდით ერთმანეთში და გამუდმებით ვკინკლაობდით ხოლმე და ჩვენზე იცინოდნენ კატა-თაგვივით ჩხუბობენ სულო. ჰოდა მე და ბარმენი ერთმანეთს ხუმრობით ვეკამათებოდით და ლიმონათის ბოთლს მოვკიდე ხელი და ოდნავ წამოვწიე იმის ნიშნად რომ თითქოს ჩავარტყავდი და გავუცინე. რა თქმა უნდა ხუმრობით. მას არც სწყენია და გაიცინა. ჩემი უფროსი მომიბრუნდა და მეუბნება რომ ეგეთი საქციელი უზრდელობაა კაცებთან სუფრაზე და მეორეჯერ რომ გააკეთებ გაგთხრი მაგ ბოთლს ერთ ადგილასო. (ორჯერ გამიმეორა).
შოკი მქონდა ენა ჩამივარდა და ვერაფერი ვუთხარი, არ ვიცი რატომ გავჩუმდი ალბათ იმიტომ რომ არ მოველოდი მისგან ასეთ სიტყვებს კარგი ადამიანი მეგონა და სწრაფი რეაგირებაც ვერ მოვახდინე. მერე მიმეორებს რომ სუფრაზე რომ კაცებთან მასე გააკეთებ გცემენ კიდეც და " სხვა რაღაცასაც" გიზამენ იქვეო. ავდექი და ვთქვი რომ თუ შეიძლება წავალ მეთქი. დაჯექიო დაიყვირა და მომისმინეო. დავჯექი. მთვრალი იყო და მინდოდა ისე წამოვსულიყავი იქედან რომ უარესი შეურაცხყოფა არ მოეყენებინა. გააგრძელა ახსნა თუ რატომ ვიყავი დამნაშავე. ვუთხარი რომ აღარ მოვუსმენდი იმიტომ რომ ცუდი სიტყვები მითხრა და მაწყენინა. დამიყვირა და მითხრა რახან ჩემი სიტყვები არ გესმის აკრიფე შენი ნივთები და გააჯვი სამსახურიდანო. (ესეც ორჯერ გამიმეორა) არანაირი მიზეზით არანაირი გამომწვევი საქციელით არ დამიმსახურებია მისგან ეს დამოკიდებულება. ის კი ადგა და ისე დამამცირა თითქოს ხორცის ამყრალებული ნაჭერი ვყოფილიყავი რომელსაც სანაგვეზე დაუფიქრებლად ისვრიან. ვუთხარი რომ არაფერს ვეტყოდი რადგან მთვრალი იყო და მეორე დღეს გავცემდი პასუხს. (იქ მხარი არავინ დამიჭირა თანამშრომლებიდან) გარეთ გავედი და ტირილი ამივარდა ისე ცუდად გავხდი სადაც დასაჯდომი ვნახე იქ დავვარდი და ნახევარი საათი გაუჩერებლად ვტიროდი, ვკანკალებდი და მხარში მდგომი არავინ მყავდა.
მეორე დღეს მთელი დღე ველოდებოდი როდის მივიდოდა სამსახურში რომ ახსნა-განმარტება მომეთხოვა მისი საქციელი რით დავიმსახურე. მთელი დღე არ გამოჩენილა. დღეს გავედი და ვკითხე ჰქონდა თუ არა რაიმე სათქმელი და მიქონდა თუ არა მისი სიტყვები უკან. მითხრა რომ ვიმსახურებდი რაც მითხრა და როცა შრომითი კოდექსის დაცვა ვუხსენე რომ ყველას ყველაფერს მოვუყვებოდი მათაც შეაგინა და მეც. ასე წამოვედი იქედან და ახლა გეკითხებით თქვენ, რა შემიძლია გავაკეთო და რითი შემიძლია გავცე პასუხი ამ საშინელი სიტყვებისთვის და საქციელისთვის ამ არაკაცს??? არ შევარჩენ არა მხოლოდ ჩემს გამო არამედ იმ გოგოების გამოც, რომლებიც მომავალში იქ იმუშავებს და იგივე ბედი მოელის როცა ეს არაკაცი დასალევით ისე გამოთვრება, რომ ქალსაც დაივიწყებს და მის პატივისცემასაც", -წერს კრისტი ნანიკაშვილი.
პოსტს მოქალაქეების გამოხმაურება მოჰყვა. სოციალური ქსელის მომხმარებლების უმეტესობამ გოგონას მხარდამჭერი კომენტარი დაწერა და შესაბამის ორგანოებს კაფის მეპატრონის საქციელით დაინტერესება მოსთხოვა.
პ.ს. ქალების მიმართ გამოთქმული სიტყვა გამოყენებულია მხოლოდ აზრი მოკლედ გადმოცემისათვის და არ წარმოადგენს ჩემს აზრს. თუ მაინც გამინაწყენდება ვინმე,მაშინ ბოდიშს მოგიხდით,არ ყოფილა ჩემი განზრახვა.უბრალოდ,ის ვთქვი,რაც არის ზოგადად.
პ.ს. არამცდაარამც არ ვამართლებ იმ კაცის ქცევას ადამიანური თუ მორალური კუთხით. არც ვემხრობი ეგეთ ქცევას. უბრალოდ,მონობა სხვა რამეა. განათლების პრობლემა არის ქვეყანაში,თორე ამას სხვა რამეს დაუძახებდნენ. ჩემს საკუთრებაში რასაც მინდა როგორც მინდა ისე მოვიქცევი. ეს არის არსი საკუთრების.