x
image
დავითი ჩუთლაშვილი
რით იკვებებოდნენ პირველი კოსმოსური მონსტრები? მეცნიერები გასაოცარ აღმოჩენამდე მივიდნენ
როგორ შეძლეს შავმა ხვრელებმა, ასეთი გიგანტური ზომებისთვის მიეღწიათ სამყაროს წარმოშობის დასაწყისში? ასტრონომებმა ამ კითხვას სულ ცოტა ხნის წინ გასცეს პასუხი.


საქმე იმაშია, რომ სამყაროში არსებობს უძველესი შავი ხვრელები, რომელთა წარმოშობა აქამდე დაუდგენელი იყო. თუმცა ცოტა ხნის წინ 31 კვაზარზე დაკვირვებამ საკითხს ნათელი მოფინა, რისთვისაც ასტრონომებს “Very Large Telescope”-ს გამოყენება დასჭირდათ.


მეცნიერების აზრით, პირველი შავი ხვრელები პირველი ვარსკვლავების კოლაფსის შედეგად გაჩნდნენ. მაგრამ რით იკვებებოდნენ ისინი? როგორ მიაღწიეს მათ მილიარდობით მზის მასის ექვივალენტ მასას? ეს დიდი ხნის მანძილზე სრული გამოცანა იყო.


თუმცა ეს გამოცანა მეცნიერებმა როგორც იქნა, ამოხსნეს. როგორც აღმოჩნდა, ადრეულ გალაქტიკებს საკმარისი “საკვები” გააჩნდათ, რათა სუპერმასიური შავი ხვრელების გაჩენისთვის შეეწყოთ ხელი.



კვაზარები ექსტრემალურად ნათელი ობიექტებია კოსმოსში. 31 კვაზარი, რომელსაც მეცნიერები აკვირდებიან, ისეთები არიან, როგორც ისინი იყვნენ 12, 5 მილიარდი წლის წინ, ანუ მაშინ, როცა სამყარო სულ რაღაც 870 მილიონი წლის იყო. მეცნიერებმა 12 მათგანის სიახლოვეს წყალბადის უზარმაზარი ღრუბელი აღმოაჩინეს, რომელიც 100 ათასი სინათლის წლის მანძილზე ვრცელდებოდა და შავ ხვრელებს “კვებავდა” საკუთარი მილიარდჯერ უფრო დიდი მასით, ვიდრე ჩვენს მზეს გააჩნია დღეს.


ეს განსაკუთრებული აღმოჩენა მეცნიერებმა ჩილეში მდებარე უზარმაზარი ტელესკოპით გააკეთეს, რომლის სარკეს 40 მეტრის სიგრძე და დაახლოებით ამდენივე სიგანე აქვს. ტელესკოპი ძალიან ახალია და ძირითადად ეგზოპლანეტებზე დასაკვირვებლად გამოიყენება, მათზე სიცოცხლის ნიშნების აღმოჩენის მიზნით, რაც სხვა ასტრონომიულ პროექტებში მის ჩართვას რა თქმა უნდა არ გამორიცხავს.


შავი ხვრელი

0
437
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
437
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0