x
image
lady.ge
ქმრების ჰოროსკოპი- ანუ როგორი მეუღლე იქნება თქვენი რჩეული
image
























ჩემს წინა სტატიებში, ვრცლად ვისაუბრეთ იმაზე თუ როგორი მეუღლეობის გაწევა და დიასახლისობის ნიჭი გააჩნიათ ქალებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. ამჯერად მოდით მამაკაცებზე ვისაუბროთ და გავიგოთ, რამდენადაა თქვენს რჩეულში მეოჯახეობის ნიჭი. დავიწყოთ ზოდიაქოს პირველი ნიშნით ვერძით, თუ მისი ბადეში გაბმა მოახერხეთ (რაც საკმაოდ რთულია) ვერძები ძალიან მოსიყვარულე, მზრუნველი და ენერგიული მეუღლეები არიან. თქვენი ვერძი ქმარი ნებისმირ საქმეში დაგეხმარებათ, საკუთარ თავზე აიღებს ყველა იმ მოვალეობას რასაც ოჯახში "კაცის საქმე" ჰქვია, ოღონდ ერთი პირობით, თქვენ უნდა იყოთ ნამდვილი ქალი, მას კი პირველი ვიოლიონოს როლი უნდა მიანდოთ.


კურო მამაკაცი დაბადებით და მოწოდებით მეოჯახე და ოჯახური კერიის მოყვარული პიროვნებაა. კუროს საშინლად უყვარს კომფორტი, სიმშვიდე და კარგი საჭმელ სასმელი, ამიტომ თუ თქვენც იგივენაირი ინტერესები გამოძრავებთ ცხოვრებაში კუროსნაირ ქმარს ვერსად იპოვნით, ამას დაუმატეთ ერთგულება, მყარი ფინანსური ბექგრაუნდი და.. მოკლედ, კარგად ჩასჭიდეთ ამ ბიჭს ხელი!


აი რაც შეეხება ტყუპს, იმედი უნდა გაგიცრუოთ, მისგან მეოჯახე ძალზე იშვიათად დგება. თუ მაინც შეგხვედრიათ ამგვარი ტყუპი, მის პირად რუკაში აუცილებლად იქნება კუროს (ან მიწის სტიქიის) დიდი გავლენა. სხვა შემთხვევაში კი ტყუპის მეუღლეს ქმრის მხრიდან, ზრუნვის, სტაბილურობის და მეოჯახეობის მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს. სამაგიეროდ მის გვერდით არასოდეს მოიწყენთ. ტყუპი ხომ მრავალფეროვნების განსახიერებაა.


image


ლომის მეუღლეობას თუ აპირებთ, უნად იცოდეთ რომ ამ ადამიანის კარგი მეოჯახეობა, მთლიანად იმაზეა დამოკიდებული თავად როგორ მიუდგებით მის არცთუ ადვილ ხასიათს. ტიპიურ ლომს, მეფობა უყვარს. ამიტომ თუ მზად ხართ მეუღლე "საოჯახო ღმერთად" აღიაროთ და მის პერიოდულ, ეგოისტურ გამოხტომებს - "მე ისეთი კარგი ვარ.." მოთმინებით შეხვდეთ, ლომი მსოფლიოში საუკეთესო, გულუხვი და მოსიყვარულე ქმარი იქნება.



იმ შემთხვევაში კი თუ ქალწულის მეუღლეობას გეგმავთ, აუცილებელია საკუთარი თავი მიაჩვიოთ (თუ ეს ბუნებით არ დაგყვათ) ჰიგიენის მკაცრ ნორმებს, გონივრულ ეკონომიას ფინანსებში და წესრიგს. სხვა შემთხვევაში, შეყვარებულობისას ერთი შეხედვით რომანტიული თქვენი ქალწული, "ჩუსტების ჩაცმის" შემდეგ, საოჯახო ტირანად გადაიქცევა და ყველაფერზე იჯუჯღუნებს.


გაგრძელება იქნება...


დაელოდეთ სტატიას მომდევნო ექვსეულის შესახებ

2
2916
7-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
2916
  
2013, 24 იანვარი, 2:56
ვერ ვიპოვე და ლინკი დადე რაა...
2012, 21 აგვისტო, 20:40
მე ვარ ტყუპი მაგრამ კუროს გავლენა მააქვს:D
0 1 2