დიეტოლოგია ტრანსცხიმებს მოერიდეთ: დიეტოლოგმა ვისცერალური ცხიმის დაწვა მასწავლა 2020, 31 ივლისი, 16:44 არაფერია იმაზე კარგი, ვიდრე მარტივი ფრაზის მოსმენა: „შენ დაიკელი! შესანიშნავად გამოიყურები!“ ადამიანი უბრალო სიამოვნებას იღებს იმით, რომ ვიღაცამ ჯანსაღი ცხოვრების წესის უპირატესობა და სტრესის უკეთ გამკლავება შეამჩნია. თუ თქვენი მიზანია წონაში დაკლება და თავდაჯერებულობის შეძენა, უნდა იცოდეთ ისეთი გაგების შესახებ, როგორიცაა ვისცერალური ცხიმი. მისი სიჭარბე სხვადასხვა ქრონიკული დაავადების განვითარების მაღალ რისკს უკავშირდება.
რა არის ვისცერალური ცხიმი?
![]() ვისცერალური ცხიმი არის ცხიმი, რომელიც მუცლის ღრუში ინახება და მნიშვნელოვან შინაგან ორგანოებს გარს ეხვევა. მას აქტიურ ცხიმსაც უწოდებენ, რადგან ჰორმონების ფუნქციონირებაზე გავლენას ახდენს. კიდევ ერთი სახელი – თეთრი ცხიმი: მიტოქონდრიის დაბალი სიმკვრივის და სისხლძარღვების სიმცირის გამო მას ნამდვილად თეთრი (იშვიათად მოყვითალო) შეფერილობა აქვს. რა პრობლემების გამოწვევა შეუძლია ვისცერალურ ცხიმს? ![]() დიეტოლოგი, რომელსაც მივმართე, მითხრა, რომ ცხიმოვანი უჯრედები ჭარბი ენერგიის დაგროვებაზე უფრო მეტს აკეთებენ. ისინი ჰორმონებს აწარმოებენ და ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებზე პასუხისმგებელნი არიან. მსგავსი ჰორმონები ქრონიკული დაავადებების რისკს ზრდიან, დროთა განმავლობაში კი ანთებით პროცესებს ხელს უწყობენ. ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება, რომელიც ჭარბ ვისცერალურ ცხიმს უკავშირდება, გულის დაავადება წარმოადგენს. არტერიების შიგნით ანთების გამო ფოლაქები იქმნება. გარდა ამისა, ვისცერალური ცხიმი ღვიძლში ცხიმის დაგროვებას ხელს უწყობს, რაც ამ ორგანოს ინსულინის მიმართ რეზისტენტობას იწვევს. საუკეთესო მეთოდები ამ პრობლემების მოსაშორებლად! ![]() დაბალ ნახშირწყლოვანი დიეტა სცადეთ ზოგჯერ წონაში დასაკლებად მხოლოდ უბრალო დიეტაა საჭირო. მაგალითად, დაბალ ნახშირწყლოვანი. ასეთი კვების ტიპი ვისცერალურ ცხიმს მნიშვნელოვნად შეამცირებს. დიეტოლოგმა მირჩია ყურადღება კეტო–დიეტაზე გამემახვილებინა. ამის წყალობით საკმარისი კალორიები მივიღე და შიმშილის გრძნობამ არ შემაწუხა, თუმცა ცხიმი კეტოზის ხარჯზე მაინც დაიწვა. აეროვარჯიშები მუცლის ცხიმს მარტივი აერო ვარჯიშებით ადვილად მოიშორებთ. როგორც დიეტოლოგი განმარტავს, ის კალორიებს უფრო სწრაფად წვავს, ვიდრე ფიქრობთ. ამასთან სტრესის დონეს ამცირებს. ზოგჯერ ჯანსაღი დიეტა იმდენად ეფექტური არაა, როგორც გეგმავდით და უფრო მეტის გაკეთება გიწევთ, რომ დაიკლოთ. ამ შემთხვევაში კარდიო ვარჯიშები დაგეხმარებათ. ვარჯიში ვისცერალურ ცხიმს ამცირებს მაშინაც კი, თუ კვების გეგმას დიდად არ იცავთ! ზომიერი ან მაღალ ინტენსიური აერო ვარჯიშების გეგმის დაცვით, სტრესული სიტუაციის უკეთ გამკლავებას ისწავლით და ზედმეტ წონას მოიშორებთ. მაინც სჯობს ფიზიკური ვარჯიში და დიეტა კომბინაციაში გამოიყენოთ. უფრო მეტი უჯრედისი შეჭამეთ ვისცერალური ცხიმი ბევრი ქრონიკული დაავადების მიზეზია. მის მოსაშორებლად ბევრი უჯრედისი შეჭამეთ. ბოჭკოები წყალში შერევისას წებოვანი ხდება და საჭმლის მონელების პროცესს აფერხებს. შედეგად მადა ქვეითდება და ცხიმის რაოდენობა მცირდება. ![]() შაქრის მიღება შეამცირეთ ან შეზღუდეთ შაქარი სხვადასხვა ქრონიკულ დაავადებებს იწვევს. გარდა ამისა, ის არანაირ მინერალებს ან ვიტამინებს არ გაძლევთ, მხოლოდ წონის მატებას იწვევს. ღვიძლი შაქარს ცხიმად აქცევს, შესაბამისად მის დონეს მუცლის ღრუშიც ზრდის. სწორედ ამიტომ, ნაკლები შაქარი უნდა მიირთვათ, რომ წელის ირგვლივ „დამხმარე წრე“ მოიშოროთ. შაქრის მოხმარების შესამცირებლად მენიუში ხილი და ახალი ბოსტნეული ჩართეთ. ![]() ![]() ![]() ![]() ასევე დაგაინტერესებთ: დღეში 5 წუთით ქუსლებზე დავდივარ: თავს კარგად ვგრძნობ და წონაში ვიკლებ ![]() ზოგჯერ სავარჯიშო დარბაზში წასვლას ვერ ვახერხებ: ამ დროს სახლში 7 მცირე ვარჯიშს ვასრულებ ![]() 10 ანალიზი, რომელიც უნდა გაიკეთოთ, თუ წონაში დაკლებას ვერ ახერხებთ ![]() გახდომა ზარმაცებისთვის: როგორ დავიკლოთ მეტი კალორია - 10 რჩევა ![]() კალორიების დაწვის 20 მარტივი და უჩვეულო მეთოდი ![]() 367 1-ს მოსწონს |