სხვა პლაჟის უცნაური აკრძალვები 2020, 31 ივლისი, 14:55
ინგლისში კორნუელის საგრაფოში მკაცრად იკრძალება კენჭების შეგროვება პლაჟზე, რადგან ისინი იცავენ სანაპირო ზოლს ტალღების დამანგრეველი ზემოქმედებისგან. კანონის დამრღვევს არა მხოლოდ მოუწევს შთამბეჭდავი ფულადი ჯარიმის გადახდა, არამედ კენჭების დაბრუნებაც სანაპიროზე. ამასთან, ადგილობრივი ხელისუფლება ირწმუნება, რომ ეს აკრძალვა მიმართულია თავად ტურისტების კეთილდღეობისაკენ. თუ პლაჟიდან კენჭებს წაიღებენ იგი შეწყვეტს არსებობას, უბრალოდ გადაირეცხება ზღვის ტალღებით. წესები არანაკლებ მკაცრია კუნძულ სარდინიის პლაჟებზე. არანაირი ფიზიკური მტკიცებულება სანაპიროზე ყოფნის შესახებ (ქვიშა, ნიჟარები) ვერ შეძლებთ მათ თან წამოხებას, ეს მკაცრად კონტროლდება. სპეციალური სკანერები გამოიყენება ტურისტების ბარგის შესამოწმებლად, პლაჟის სუვენირების აღმოსაჩენად. ხოლო სარდინიის პლაჟ La Pelosa -ზე პირსახოცების დაფენაც კი არის აკრძალული, ნებადართულია მხოლოდ სპეციალური ნოხების გამოყენება. მიზეზი მარტივია - აკრძალული ნივთიერების ძალიან ბევრი ნაწილი - ქვიშა ეკვრის პირსახოცებს. ხელისუფლება ესპანეთის ქალაქ მასპალომასში, რომელიც მდებარეობს კანარის კუნძულებზე, დარწმუნებულია, რომ ნახატები ქვიშაზე გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ადამიანს. აქედან გამომდინარე აქ აკრძალულია ყოველგვარი " პლაჟის ხელოვნება" კანონის დამრღვებს 600 ევროს ოდენობით ჯარიმა ეკისრებათ, ხოლო მათთვის, ვინც ამაში არაერთხელაა შემჩნეული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც კი არის გათვალისწინებული. კალიფორნიის ოლქის Orange-ის ხელისუფლებამ აკრძალა სანაპიროზე დაკარგული ნივთების ძიება. მრავალ ხალხმრავალ პლაჟზე, ასეთი საქმიანობა მომგებიანი ბიზნესია. ქვიშაში ბევრი სასარგებლო რამ შეგიძლიათ იპოვოთ: ფული, სამკაულები, დოკუმენტები. სწორედ დოკუმენტები გახდა აკრძალვის მიზეზი, მათ ხშირად იყენებდნენ თაღლითები არაკანონიერი მიზნით. მაგალითად, ისინი ცდილობდნენ სესხის აღებას სხვისი სახელით. კუნძული კაპრი პოპულარული კურორტია, ჯერ კივდევ რომის იპერიის დროიდან მოყოლებული. ცნობილი პროლეტარული მწერალი მაქსიმ გორკი დიდხანს ცხოვრობდა აქ. უამრავ ტურისტს კარგი შემოსავალი მოაქვს ადგილობრივი ბიუჯეტისთვის, მაგრამ ადგილობრივ მოსახლეობას აღიზიანებს პლაჟის ღია ფეხსაცმელი, თავისი ხმის გამო, რომელიც გამოიცემა სიარულის პროცესში. ამიტომ კაპრიზე ეგრეთწოდებული ჩუსტებით სიარული აკრძალულია. 99 1-ს მოსწონს
|