x
image
არჩილ ვერულიძე
მართალია თუ არა ის, რომ ზვიგენებს არ მოსწონთ ადამიანის ხორცის გემო?
image

ზვიგენის ადამიანზე თავდასხმის დროს, საშუალოდ, შემთხვევათა 10% -ზე ნაკლები სრულდება ლეტალური შედეგით. ხშირად გვსმენია, რომ მტაცებელს უბრალოდ არ მოსწონს ადამიანის გემო და სუნი და პირველივე კბენისთანავე ანებებს თავს არასასურველ მსხვერპლს.


როდესაც ზვიგენი თავს ესხმის ადამიანს, ის ამას სრულიად გააზრებულად აკეთებს, არ ერევა ადამიანის სილუეტი ზღვის ლომის ან რომელიმე სხვა ზღვის ცხოველისაში. მილიონობით წლის ევოლუციის შედეგად ბუნებამ ზვიგენი თითქმის სრულყოფილი მკვლელობის მანქანად აქცია, რომელსაც შეუძლია მსხვერპლის ელექტრომაგნიტური ველი იგრძნოს, შეუძლია შეიგრძნოს სუნი მაშინაც კი, თუ წყალში ერთი მოლეკულაა 25 მილიონიდან, აქვს გამორჩეულად კარგი მხედველობა და შესანიშნავი სმენა. ნარლებად სავარაუდოა, რომ ასეთ საშიშ მტაცებელს ადამიანი თევზში აერიოს. ამას მოწმობს ზვიგენის ნაკბენები ადამიანთა სხეულებზე და ზღვის სხვა ბინადრებზე: ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ეს აიხსნება იმით, რომ ზვიგენს მშვენივრად ესმის თუ ვის ესხმის თავს.


ექსპერტები თანხმდებიან, რომ ზვიგენებს ნამდვილად არ მოსწონთ ადამიანის ხორცის ჭამა. ძირითადად მისი შემადგენლობის გამო, რომელიც ძალიან განსხვავდება ჩვეულებრივი თევზისგან. თუმცა, არცერთი მტაცებელი ველური ბუნების პირობებში არ გაუშვებს შანსს დააგემოვნოს ახალი ხორცი, მიუხედავად იმისა, მოეწონება თუ არა მისი გემო.



ზვიგენი თავს ესხმის ადამიანს სხვა მიზეზით - ცნობისმოყვარეობა. ადამიანებთან ურთიერთობისას, ზვიგენი თავის კბილებს იყენებს, ისე როგორც ადამიანი ხელებს უცნობ ნივთთან შეხებისას. ზვიგენს, რომელმაც წყალში მყოფ მოცურავეს უკბინა სავარაუდოდ არ მოეწონება ადამიანის ხორცი მისი დაბალკალორიულობის და ნაკლები ცხიმიანობის გამო, ამასთან იგი მაინც გააგრძელებდა ადამიანის ხორცის ჭამას, რომ არა ერთი მიზეზი. როგორც ყველა მტაცებელს ასევე ზვიგენსაც ახასიათებს თვითგადარჩენის ინსტინქტი. როგორც წესი ადამიანი განცვიფრებით ებრძვის ზვიგენს თავდასხმის დროს, მისი ხელების მოქმედების ზონაში ხვდება ზვიგენის მგძნობიარე თვალები. ისევ და ისევ, თუ ადამიანის ხორცი იქნებოდა მაღალკალორიული და უჩვეულოდ გემრიელი, ზვიგენი ამჯობინებდა მსხვერპლის შეჭმას, თვალის სერიოზული ტრავმის რისკის მიუხედავად. მაგრამ, როდესაც შესაძლებელია ზღვაში ბევრად უფრო სასურველი და ნაკლებად სახიფათო მსხვერპლი იპოვო, ზვიგენი ამჯობინებს განერიდოს სასოწარკვეთით მებრძოლ ადამიანს.


გამოდის, რომ ზვიგენები ნამდვილად არ არიან აღფრთოვანებულნი ადამიანთა ხორცის გემოთი და შემადგენლობით, მაგრამ ეს არ არის ფაქტორი, რომელიც მტაცებელს აჩერებს. ადამიანის წინააღმდეგობა და ზვიგენის სიფრთხილე, სწორედ ეს ფაქტორები აძლევენ საშუალებას მოცურავეებს გადარჩნენ სასტიკი მტაცებლის თავდასხმის შემდეგ. სხვა საკითხია, შეძლებს თუ არა დაჭრილი მსხვერფლი ნაპირამდე მიღწევას გონების დაკარგვამდე.

0
79
1-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0