x
image
არჩილ ვერულიძე
ოკეანის მკვდარი ზონები - ადამიანის საქმიანობის საშინელი შედეგები
ჩვენი დროის ყველაზე პოპულარული ეკოლოგიური პრობლემაა გლობალური დათბობა. მაგრამ იმისდა მიუხედავად, რომ ყოველწლიურად კლიმატი ნამდვილად თბება, ყველა ექსპერტი არ არის მზად, რომ ეს პირდაპირ დაუკავშიროს ადამიანურ გავლენას: ალბათ ეს არის მხოლოდ ჩვენი პლანეტის დათბობა-გაგრილების ჩვეულებრივი ციკლი.


ამავდროულად, გაცილებით სერიოზული პრობლემა რჩება საკმარისი ყურადღების გარეშე. საუბარია ოკეანის ეგრეთ წოდებულ მკვდარ ზონებზე - წყლის უზარმაზარ ადგილებში, ჟანგბადის უკიდურესად დაბალ დონეზე, სადაც დიდი ცოცხალი არსებები ვერ ბინადრობენ.


ამგვარი ზონების შემჩნევა აკვალანგისტების მიერ პირველად მე -20 საუკუნის მეორე ნახევარში მოხდა. სხვა-დასხვა ბინადრების გვამებით მოფენილი ზღვის ფსკერი საზარელი სანახავია: თვზები, კიბოსნაირები, მოლუსკები და სხვა...

შემდგომში ასეთ ადგილებს " მკვდარი ზონები" უწოდეს. მათ საზღვრებზე ცოცხალი არსებები იძულებით მიგრირებენ ჟანგბადის უკმარისობის გამო და გავლენას ახდენენ სხვა ზონებზეც.


imageკვლევები აჩვენებს, რომ 1970-იანი წლებიდან, მკვდარი ზონების გამოჩენის გამო, მსოფლიოს ოკეანეებმა დაკარგა მთელი ჟანგბადის დაახლოებით 2%, რამაც უკვე გამოიწვია დაზარალებულ რეგიონებში დიდი ზღვის ცხოველების გადაშენება. ასევე აღინიშნება ცოცხალი ორგანიზმების ზომაში კლებაც რაც თაობიდან თაობაზე გადადის ჟანგბადის ნაკლებობის გამო. ეს უარყოფითად მოქმედებს როგორც მთლიან ბიომრავალფეროვნებაზე, ასევე თევზაობაზე, რაც იწვევს მიმდებარე რეგიონების კეთილდღეობის შემცირებას. ამ დროისთვის ყველაზე მეტი მკვდარი ზონა ბალტიის ზღვაში და მექსიკის ყურეშია, მაგრამ ბოლო დროს მათ აფიქსირებენ დედამიწის სხვა ადგილებშიც.


რა იწვევს მკვდარი ზონების გაჩენას ზღვებსა და ოკეანეებში? ამაში დამნაშავეა სასუქები, რომლებიც პრაქტიკულად უკონტროლოდ გამოიყენება ადამიანთა მიერ. წვიმის წყალთან ერთად ისინი მდინარეებში ხვდებიან და შემდეგ აბინძურებენ ზღვებსა და ოკეანეებს. წყალში მოხვედრისას აზოტის სასუქები იწვევენ წყალმცენარეების სწრაფ ზრდას, რაც ხელს უწყობს მიკროორგანიზმების ფეთქებად გამრავლებას, რომლებიც ამ წყალმცენარეებით იკვებებიან. და რაც უფრო მეტი მიკროორგანიზმია, მით ნაკლებია ჟანგბადი წყალში.


მეცნიერთა აზრით კაცობრიობის უმთავრეს პრიორიტეტად უნდა იქცეს ბრძოლა მკვდარი ზონების წინააღმდეგ. ბოლო 10 წლის განმავლობაში, მათი რიცხვი 10-ჯერ გაიზარდა. ოკეანეს მიერ ჟანგბადის დაკარგვის შესაჩერებლად, აუცილებელია რაც შეიძლება მალე მოდერნიზდეს სანაპირო სასოფლო-სამეურნეო რაიონების წყალმომარაგება და შემცირდეს მდინარეებში ნაგავსაყრელი ნარჩენების რაოდენობა.რამდენიმე ქვეყანაში, სადაც ეს უკვე გაკეთებულია, სანაპირო წყლებში ჟანგბადის დონის თანდათანობითი აღდგენა ფიქსირდება.

0
111
შეფასება არ არის
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0