სხვა უინსტონ ჩერჩილს სურდა ავიამზიდი ყინულისგან შეექმნა 2020, 28 ივლისი, 17:33 1942 წელს დიდი ბრიტანეთისთვის დასავლეთის ფრონტზე ვითარება კატასტროფულად მძიმე იყო. გერმანული საზღვაო ძალები სერიუზულ ზიანს აყენებდნენ სამეფო ფლოტს. დანაკარგი ყოველდრიურად იზრდებოდა. გერმანიის მძლავრმა ინდუსტრიულმა ბაზამ ქვეყანას საშუალება მისცა სწრაფად აღედგინა დანაკარგები ტექნიკის მხრივ, მაშინ როდესაც დიდი ბრიტანეთი ომში მოუმზადებელი ჩაერთო და მოწინააღმდეგისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ნებისმიერ, ყველაზე არარეალურ და გიჟურ, გზასაც კი მიმართავდა.
ერთ-ერთი ასეთი იდეა - ავიამზიდის შექმნა, რომლის სამშენებლო მასალადაც ყინულს გამოიყენებდნენ - ფოლადის დროებითი ჩანაცვლება, რომლის ნაკლებობამ იმ დროისათვის პიკს მიაღწია. ცნობილია, რომ 1942 წელს ეს იდეა განიხილეს გაერთიანებული სამეფოს უმაღლეს წრეებში, მათ შორის თავად უინსტონ ჩერჩილთან, მაშინ ის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ასრულებდა. ერთდროულად ორი მიდგომით მუშაობდნენ. პირველი - ყველაზე იაფი - დიდი აისბერგითვის ზედა ნაწილის გადახერხვა და მასზე ასაფრენი ბილიკის მოწყობა. ითვლებოდა, რომ ასეთი იაფი ხომალდები გამოყენებული იქნებოდა მოკლევადიანი ოპერაციებისათვის მოწინააღმდეგის სტრატეგიულ ობიექტებზე იერიშის მისატანად. ასეთი აისბერგი-ავიამზიდი აღჭურვილი უნდა ყოფილიყო თავდაცვითი მექანიზმებით, საცხოვრებელი განყოფილებებით, ძრავით და საჭით მის სამართავად. ასეთი გემის გამოყენება მხოლოდ რამდენიმე თვით შემოიფარგლებოდა. მეორე მიდგომა გულისხმობდა ავიამზიდის ნულიდან შექმნას, წინასწარ მომზადებული ყინულის ბლოკებისგან, რომელთა შორის მოთავსდებოდა მილები გაციების სისტემებისთვის, რაც საშუალებას მისცემდა ხომალდს არ გამდნარიყო და თავისი ფუნქცია ხანგძლივად შეესრულებინა. ხანგრძლივი დისკუსიების შემდეგ, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ აირჩია მეორე ვარიანტი, როგორც ყველაზე პერსპექტიული. პროექტის ხელმძღვანელად დაინიშნა ინჟინერი ჯეფრი პაიკი. ექსტრემალურად მან დაასკვნა, რომ თუ წყალს შეურევდა ცელულოზას გაყინვის შემდეგ მიიღებდა ჩვეულებრივზე უფრო მტკიცე მასალას, რომელიც შემდგომში არ დადნებოდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა ახალი მატერიალი კიდევ უფრო დნობადი აღმოჩნდა. გადაწყდა, რომ პროექტისთვის ეწოდებინათ «pykret» ბრიტანულ პროექტში ჩაერთნენ ამერიკელი და კანადელი მოკავშირეებიც, სულ რაღაც ორ თვეში შეიქმნა ხომალდის სატესტო ნიმუში, მისი გამოცდა დაიწყეს კანადაში. ![]() 90 შეფასება არ არის
|