სხვა ცხენის კუდი - ჩანჩქერი, რომელიც ლავის დინებას ჰგავს 2020, 28 ივლისი, 14:13 წელიწადში რამდენიმე დღით აშშ-ში, იოსემიტის ეროვნული პარკის მთებში, შეგიძლიათ არაჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენის მოწმე გახდეთ. ჩანჩქერი სახელწოდებით "ცხენის კუდი", რომელიც მოედინება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მწვერვალიდან "El Capitan" მოულოდნელად იცვლის წყლის ფერს ნარინჯისფერ-წითლად: ისე გამოყურება, თითქოს მიწაზე ლავა ეცემა არა წყალი არამედ გამდნარი რკინის ლავა.
![]() ![]() საინტერესოა, რომ 1968 წლამდე ჩანჩქერი უფრო ხშირად იცვლიდა ფერს. საქმე იმაშია, რომ მთაზე მდებარე სასტუმროს მეპატრონეები აწყობდნენ სანახაობას ტურისტებისთვის და მთის კიდიდან გახურებულ ქვანახშირს ყრიდნენ. შედეგად იღებდნენ ეფექტს, რომელიც ძალიან ჰგავს იმ უნიკალურ ბუნებრივ მოვლენას, რომლითაც ცნობილია ეს ჩანჩქერი. მაგრამ გარკვეულ მომენტში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ეს ხალხის გასულელება იყო და აკრძალა შოუები. ![]() 46 შეფასება არ არის
|