x
image
არჩილ ვერულიძე
ცხენის კუდი - ჩანჩქერი, რომელიც ლავის დინებას ჰგავს
წელიწადში რამდენიმე დღით აშშ-ში, იოსემიტის ეროვნული პარკის მთებში, შეგიძლიათ არაჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენის მოწმე გახდეთ. ჩანჩქერი სახელწოდებით "ცხენის კუდი", რომელიც მოედინება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მწვერვალიდან "El Capitan" მოულოდნელად იცვლის წყლის ფერს ნარინჯისფერ-წითლად: ისე გამოყურება, თითქოს მიწაზე ლავა ეცემა არა წყალი არამედ გამდნარი რკინის ლავა.

image

ფენომენი, რომელიც ყოველწლიურად ათასობით ტურისტს იზიდავს, თებერვლის ბოლოს მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში ხდება. ამ დროს ჩამავალი მზის სხივებს ისეთი კუთხის დახრა აქვთ, რაც მათ საშუალებას აძლევთ აირეკლონ პირდაპირ მთებზე და ჩამომდინარე წყლის ნაკადზე, შექმნან ლავის აპოკალიფსური ილუზია.

image


საინტერესოა, რომ 1968 წლამდე ჩანჩქერი უფრო ხშირად იცვლიდა ფერს. საქმე იმაშია, რომ მთაზე მდებარე სასტუმროს მეპატრონეები აწყობდნენ სანახაობას ტურისტებისთვის და მთის კიდიდან გახურებულ ქვანახშირს ყრიდნენ. შედეგად იღებდნენ ეფექტს, რომელიც ძალიან ჰგავს იმ უნიკალურ ბუნებრივ მოვლენას, რომლითაც ცნობილია ეს ჩანჩქერი. მაგრამ გარკვეულ მომენტში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ეს ხალხის გასულელება იყო და აკრძალა შოუები.

image

უჩვეულო ეფექტი გრძელდება მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში და, რა თქმა უნდა, ჩნდება მხოლოდ უღრუბლო ამინდში, ასე რომ, ცეცხლოვანი ჩანჩქერის დანახვის სურვილის გარდა, როგორც მას ხშირად ტურისტები ეძახიან, ასევე საჭიროა იღბალიც.

0
46
შეფასება არ არის
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0