x
image
არჩილ ვერულიძე
რატომ ჩუქნიან მამაკაცები ქალებს ყვავილებს?
image

ყველაფერი ისე აეწყო, რომ თითქმის ყოველ დღესასწაულზე მამაკაცები ჩუქნიან ქალბატონებს ყვავილებს. არომატული ლამაზი თაიგული - არის უტყუარი საშუალება ქალბატონების გასახრებლად. მაგრამ საიდან გაჩნდა ეს ტრადიცია? ამ კითხვაზე ერთპიროვნული პასუხის გაცემა შეუძლებელია, მაგრამ არსებობს რამოდენიმე საინტერესო ვერსია.


ყვავილების ენა.

აღმოსავლეთის ქალებმა, რომელნიც სახეს ჩადრით იფარავდნენ და არ ეძლეოდათ სიტყვის უფლება შექმნეს თავიანთი ენა, რომელშიც სიტყვები არ გამოიყენებოდა, მათ ისწავლეს ემოციების და განწყობილების გამოხატვა ყვავილების საშუალებით, მცენარეები იქცნენ სიმბოლოებად, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი გახდა უსიტყვოდ საუბარი. მოგვიანებით ეს ენა შემოვიდა ევროპაში და ვიქტორიანულ ეპოქაში პოპულარობის პიკს მიაღწია. ყვავილების საშუალებით ხალხი აგზავნიდა შეტყობინებებს, გამოხატავდნენ სიყვარულს, მტრობას, სადუმლო სურვილებს საუბრობდნენ იმაზე რის თქმასაც ვერ ბედავდნენ ხმამაღლა. პირველი "ფლორისტებიც" კი გამოჩნდნენ - ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ როგორ დაემზადებინათ ყვავილების თაიგული დაშიფრული შეტყობინებებით. დღეს, ყვავილების ენამ დაკარგა პოპულარობა, მაგრამ თაიგულების შედგენის რამდენიმე წესი დაცულია და გამოიყენება.



პირველყოფილი ადამიანები.

პირველყოფილ ადამიანებს რთულ გარემოში უწევდათ ცხოვრება, ქალები და მოხუცები კმაყოფილდებოდნენ იმით, რაც რჩებოდა მონადირე მამაკაცების ტრაპეზის შემდეგ. წელიწადის ყველაზე რთული პერიოდი - ზმათარი კიდევ უფრო ამძიმებდა მათ მდგომარეობას, საკვები გაცილებით ცოტა რჩებოდა. მხოლოდ გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ქალებს შეეძლოთ შვებით ამოესუნთქად: თბილ პერიოდში ყვაოდა ყველა შესაძლო მცენარე. ამ პერიოდში მამაკაცები მოიპოვებდნენ საკვებს არამხოლოდ ნადირობით, ასევე სხვა-დასხვა ხილის, ნაყოფის და ყვავილების შეგროვებით. თავად მონადირეები არ ჭამდნენ მათ, არამედ გადასცემდნენ ტომის ქალებს. ეს იყო ერთგვარი ნიშანი იმისა, რომ საკვები საკმარისია და რაღაც დროის გამავლობაში შიმშილობა არ მოუწევდათ.


ადამი და ევა.

სამოთხის მკვიდრნი - ადამი და ევა ცხოვრობდნენ ბაღში, სადაც არაჩვეულებრივი, სურნელოვანი ყვავილები იზრდებოდა. ცოდვის ჩადენის შემდეგ განრისხებულმა ღმერთმა გაანადგურა ბაღი და მცენარეებიც დაიღუპა. ადამი და ევა დაისაჯნენ და ცოდვილ დედამიწაზე აღმოჩდნენ. ევას ენატრებოდა ზეციური ბუჩქები და ყვავილები, რომლებიც მათ გარს ერტყათ ბაღში, დედამიწაზე იმ დროისათვის უდაბნოები და შიშველი მთები იყო. ადამი ხედავდა ცოლის ტანჯვას და სურდა ერთი პაწაწინა ყვავილი მაინც ეჩუქებინა მისთვის, რომელიც მშვენიერ ადგილებს გაახსენებდა. ადამი ეძებდა ყვავილს, მაგრამ ვერსად იპოვა, მაშინ მუხლებზე დაეცა და ატირდა, იმ აგილზე, სადაც ადამის ცრემლები დაიღვარა საოცარი სილამაზის ყვავილები აღმოცენდა. გახარებულმა ადამმა შეაგროვა თაიგული და ევას აჩუქა. მას შემდეგ წარმოიშვა ქალითვის თაიგულის ჩუქების ჩვეულება. რა თქმა უნდა, ადამისა და ევას ისტორია მშვენიერი ზღაპარია, მაგრამ შესაძლოა ის შეიცავს რეალური მოვლენების მარცვალსაც: ადამიანთა პირველი ჯგუფები არაერთხელ იყვნენ გადაშენების საფრთხის წინაშე კლიმატის ცვლილებების გამო. და ასე, გრძელი, ხანგძლივი მიგრაციის შემდეგ თბილი ადგილებიკენ ადამიანები ხედავდნენ ცოცხალ, ხელშეუხებელ ბუნებას სილამაზით და სიცოცხლით აღსავსეს. ამასთან ერთად ჩნდებოდა უკეთესი ცხოვრების იმედი. მამაკაცითვის ახალი ცხოვრება კი ყოველთვის უკავშირდება ქალს, მეორენახევარს.


რა თქმა უნდა, ამ შესანიშნავი ტრადიციის წარმოშობის ყველა ვერსია აქ არ არის ჩამოთვლილი. მაგრამ, სავარაუდოდ, არცერთი მათგანი არ არის ბოლომდე სწორი, ჩვეულებრივ ყველა ქვეყანაშია მიღებული მანდილოსნისათვის ყვავილების თაიგულის მირთმევა და ეს ქვეყნები არავითარ კავშირში არ არიან ერთმანეთთან. ალბათ იმიტომ, რომ ყვავილები, პირველ რიგში, ქალით აღფრთოვანების ნიშანია, მისი სილამაზით, დელიკატური და მყიფე, ისევე, როგორც ახლახანს აყვავებული კვირტი.

0
37
შეფასება არ არის
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0