საზოგადოება მოყვებით თუ მოვყვე?! - ელისო კილაძე ანი გაბეჩავას დაბადების დღეზე დაუპატიჟებლად მისულ სტუმარზე 2020, 27 ივლისი, 15:05 "ქრონიკა +" -ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით აქტიურად ავრცელებს ინფორმაციას. საზოგადოება მომხდარის შესახებ ბურუსით მოცული საქმის შესახებ მისი პოსტებით იგებს.
კილაძე ამჯერად, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ვახო ჩიქოვანის შესახებ წერს, რომელიც როგორც გაირკვა, საბედისწერო დაბადების დღეზე დაუპატიჟებლად მივიდა.
"ვინ ჩაუგდო ვახო ჩიქოვანს დაბადების დღიდან მარიამ ხატისკაცის და გიორგი შაქარაშვილის ერთად გადაღებული ფოტო? ასე აღმოჩნდა დაბადების დღეზე დაუპატიჟებლად ვახო ჩიქოვანი და ნახალოვკის კლასტერი! მოყვებით თუ მოვყვე?!", -წერს კილაძე. 155 შეფასება არ არის
|