x
image
არჩილ ვერულიძე
მე -18 საუკუნიდან მოყოლებული, ღვინის ბოკლების მოცულობა 7-ჯერ გაიზარდა!

image


ჩვენ ნამდვილად ვსვამთ უფრო მეტ ალკოჰოლს, ვიდრე ჩვენი წინაპრები. ყოველ შემთხვევაში, თუ ღვინოზეა საუბარი. ეს არის კემბრიჯელი მეცნიერების დასკვნა, რომელთაც ჩაატარეს კვლევა ღვინის ბოკლების მოცულობის შესახებ მე-18 საუკუნიდან დღემდე.


კვლევის განმავლობაში შეისწავლეს 411 ანტიკვარული ღვინის ბოკალი, რომლებიც მუზეუმებში, კერძო კოლექციებში ინახებოდა და გამოფენილი იქნა აუქციონზე. ასე რომ, მე -18 საუკუნის დასაწყისში, საშუალო ღვინის ჭიქის მოცულობა იყო 66 მლ, ხოლო დღეს შეგიძლიათ 449 მლ ღვინო ჩაასხათ საშუალო ჭიქაში - თითქმის 7 ჯერ მეტი! რა თქა უნდა არ არის მიღებული ღვინის ბოკლის ბოლომდე შევსება, მაგრამ საეჭვოა, რომ 300 წლის წინ ადამიანები თავიანთ ბოკლებს სრულად ავსებდნენ.


სავარაუდოდ, ეს ფენომენი არ არის განპირობებული იმით, რომ ჩვენს წინაპრებს დიდი ნებისყოფა ჰქონდათ და თავს იკავებდნენ ალკოჰოლის მიღებისაგან. ბოკლების სიმცირე დაკავშირებულია მათ ღირებულებასთანაც ( ბევრ ევროპულ ქვეყანაში არსებობდა ე.წ. მინის გადასახადი) და წარმოების სირთულესთან. თანამედროეობის მოახლოებასთან ერთად ბოკალი გაიზარდა ზომაში - ოსტატები დაეუფლნენ ახალ ტექნიკას, რომელიც საშუალებას იძლეოდა ბოკლის კედლები უფრო თხელი ყოფილიყო, ტევადობა კი გაზრდილიყო, დახარჯული მასალა კი სულ უფრო იაფი ხდებოდა. იგივე შეიძლება ითქვას ღვინოზეც - ყურძნის უკეტესად გაშენება გახდა შესაძლებელი, საკმაოდ ცივ ქვეყნებშიც კი, ამან სასმელის გაიაფება გამოიწვია და გახადა ის გაცილებით ხელმისაწვდომი. და რატომ უნდა დავზოგოდ ის, თუ იაფად შეიძლება კიდევ ერთი ბოთლის ღვინის მიღება?



0
28
1-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0