საზოგადოება "ინფორმაცია, რომ რუსეთმა საქართველოს გავლით სომხეთში სპეცტექნიკა შეიყვანა - ტყუილია!" 2020, 26 ივლისი, 16:49 რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთმა საქართველოს გავლით სომხეთში სამხედრო ტექნიკა შეიყვანა. აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომაც გაავრცელა. გვერდი "საქართველოს თავდაცვა" გავრცელებულ ინფორმაციას "ფეიკს" უწოდებს და წერს, რომ მსგავსი ცრუ ინფორმაციები მიზანმიმართულად ვრცელდება. "სოც.ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს და რუსეთმა, საქართველოს გავლით, სომხეთში 300 ერთეული სპეცტექნიკა შეიყვანა.. სინამდვილეში, ეს ფოტო გადაღებულია 2014 წლის 8 ოქტომბერს დონეცკის რეგიონში. ყველანაირი ფაქტების, ფოტო - ვიდეო მტკიცებულებების გარეშე ავრცელებენ ინფორმაციას თუ ფოტოს კარგად დააკვირდებით, აშკარად შეამჩნევთ, რომ გვიანი შემოდგომაა. ასეთი პროვოკაციული და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება, აშკარად ძირს უთხრის საქართველოს ინტერესებს. საქართველოს გავლით, 300 რუსული სპეცტექნიკა გაიყვანეს და ამის კადრები არსად არ გავრცელდა? იმ წამსვე, მთელი სოციალური ქსელი ''აჭრელებული'' იქნებოდა", - წერენ გვერდზე.
50 2-ს მოსწონს
|