საზოგადოება გვარამია : გავდივართ შაქარაშვილის საქმის ფინალში 2020, 25 ივლისი, 16:20 ტელეკომპანიის "მთავარი არხი" დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების ჟურნალისტური გამოძიება დასასრულს უახლოვდება.
"ნელნელა გავდივართ შაქარაშვილის საქმის ფინალში. ეს შაბათ-კვირა გარდამტეხი იქნება. არ გამოტოვოთ!", - წერს გვარამია.
როგორც გვარამია ამბობს, დღეს საღამოს დაგეგმილ გადაცემაში, გიორგი შაქარაშვილის საქმეში ყველა ბუნდოვან კითხვას ნათელი მოეფინება. 284 1-ს მოსწონს
|