საბუნებისმეტყველო მეცნიერებმა 6700 მეტრის სიმაღლეზე თაგვი აღმოაჩინეს 2020, 21 ივლისი, 1:48
როგორც ჩანს, ძუძუმწოვართა მხრიდან გარემოს შეგუების უნარი ჭეშმარიტად გასაოცარია და იმაზე ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე ეს აქამდე ოდესმე წარმოგვედგინა. სწორედ ამის დამადასტურებელია ის აღმოჩენა, რომელიც მეცნიერებმა ჩილეს ჩრდილოეთში, ვულკან ლულაილაკოს მწვერვალზე გააკეთეს. მათ აქ 6739 მეტრის სიმაღლეზე ფურცლისყურა თაგვი იპოვეს.
ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ასეთ სიმაღლეზე ძუძუმწოვარი იქნა ნაპოვნი. აქამდე რეკორდსმენად ითვლებოდა სტვენია კურდღელი, რომელიც ჰიმალაებში, 5182 მეტრის სიმაღლეზე აღმოაჩინეს.
მეცნიერების დიდ გაოცებას იწვევს, თუ როგორ მოახერხა ცხოველმა, შეგუებოდა აუტანელ სიცივეს და ჟანგბადის მუდმივ უკმარისობას. აქ ხომ ადამიანებს მხოლოდ აირწინაღებით და ჟანგბადის ბალონებით შეუძლიათ გაძლება.
მაგრამ თაგვი, რომლის სამეცნიერო სახელწოდება Phyllotis xanthopygus rupestris-ია, მხოლოდ იმით არ აოცებს მკვლევარებს, თუ როგორ მოახერხა ჰაერში ჟანგბადის ძალიან დაბალი კონცენტრაციის პირობებში გადარჩენა. არანაკლებ გამაოგნებელია და დიდ თავსატეხს აჩენს ის, თუ რით იკვებება ცხოველი ასეთ სიმაღლეზე: უახლოესი მცენარე ხომ ვულკან ლულაილაკოს მწვერვალიდან 2000 მეტრით ქვემოთ ხარობს მხოლოდ. 210 შეფასება არ არის
|