x
image
არჩილ ვერულიძე
საინტერესო ფაქტები ცხოვრებიდან
image

1. ადამიანის ტვინი დღეში მეტ ელექტრო იმპულსს გამოიმუშავებს, ვიდრე მსოფლიოს ყველა ტელეფონი ერთად.


2. კუზა ვეშაპის დაბალსიხშირიანი კივილი - ყველაზე ძლიერი ხმაა, რომლსაც ცოცხალი არსება გამოსცემს დედამიწაზე.


3. ვირთხები იმდენად სწრაფად მრავლდებიან, რომ 2 მათგანს შეუძლია 18 თვეში მილონამდე გამრავლდნენ შთამომავლობის მეშვეობით.



4. ყოველდღიურად დედამიწაზე 10 ტონა კოსმიური მტვერი ეცემა.


5. ყურძენი ფეთქდება მიკროტალღურ ღუმელში.


6. კოკა-კოლა თავდაპირველად მწვანე იყო.


7. ჟირაფის ენა მთლიანად შავია, ხოლო მისმა სიგრძემ შეიძლება 50 სმ-ს მიაღწიოს.


8. სამყაროში 100 მილიარდზე მეტი გალაქტიკაა.


9. არაქისი დინამიტის დამზადებაში გამოიყენება.


10. მუხლუხოს ადამიანზე მეტი კუნთი აქვს.


11. ტემპერატურა -40 გრადუსი ცელსიუსით ზუსტად უდრის -40 გრადუსი ფარენჰეიტის ტემპერატურას. ეს არის ერთადერთი ტემპერატურა, რომლის დროსაც ეს ორი სკალა ერთმანეთს ემთხვევა.


12. წინადადება: "The quick brown fox jumps over the lazy dog" ინგლისური ანბანის ყველა ასოს შეიცავს.


13. მწერების წონა, რომელსაც დედამიწის ყველა ობობა წელიწადში ჭამს, პლანეტაზე მცხოვრები ყველა ადამიანის საერთო წონას აღემატება.


14. დელფინებს ძილის დროს ერთი თვალი გახელილი აქვთ.


15. ღია სივრცის შიშს აგორაფობია ეწოდება.


16. სახლში მტვრის ნაწილაკების უმეტესი ნაწილი მკვდარი კანის უჯრედებია.


17. ადამიანის სხეული წამში 15 მილიონ სისხლის წითელ უჯრედს გამოიმუშავებს და კლავს.


18. დედამიწაზე ყველაზე სწრაფად ფრანგები საუბრობენ - 350 სიტყვა წუთში. იაპონელები გამოთქვამენ 310 სიტყვას, ინგლისელები მხოლოდ 210-ს, გერმანელები კი 200-ს. ყველაზე ნელა პოლინეზინელები საუბრობენ - 50 სიტყვა წუთში.


19. მზე, როგორც სხვა ვარსკვლავები, წარმოიქმნა გაზის უზარმაზარი ღრუბელიდან - ნისლეული. ეს ღრუბელი შეიცავდა ყველა იმ ნივთიერებას, რომელიც აუცილებელია მზის ფორმირებისთვის, მისი ოჯახი იყო 9 პლანეტა, 61 მთვარე და ასობით ათასი ასტეროიდი, მეტეორი და კომეტა. ამ შემთხვევაში, ნივთიერების 98% მზის ფორმირებაზე დაიხარჯა. შედეგად, ვარსკვლავი გაჩნდა დაახლოებით 1, 989, 000, 000, 000, 000, 000, 000, 000, 000 კილოგრამი მასით.


20. წელიწადში დაახლოებით 150 ადამიანი იღუპება იმის გამო, რომ ქოქოსი ეცემა თავზე.

0
68
შეფასება არ არის
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0