x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138399
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
ექსპერიმენტი: იდენტური ტყუპი ძმიდან ერთ–ერთი 12 კვირა ვეგანურ კერძებს ჭამდა, მეორე კი ხორციანს
აინშტაინის „ტყუპების პარადოქსში“ ერთ–ერთი ტყუპი მაღალსიჩქარიანი რაკეტით კოსმოსში მიემგზავრება, მეორე კი დედამიწაზე რჩება. როგორც ფარდობითობის სპეციალური თეორია პროგნოზირებს, როცა მოგზაური დაბრუნდება, რადგან უფრო დიდი სიჩქარით მოძრობდა, უფრო ახალგაზრდა იქნება, ვიდრე ის, ვინც დედამიწაზე დარჩა.

ამ ექსპერიმენტში ტყუპები ტერნერები, ჰიუგო და როსი კოსმოსში არ გაემგზავრებიან, მაგრამ ამით მათი ექსპერიმენტი არა ნაკლებ საინტერესოა.

12 კვირის განმავლობაში, იანვრიდან მარტის ჩათვლით, ჰიუგო (მარცხნივ) მხოლოდ ვეგეტარიანულ კერძებს ჭამდა, ხოლო როსი (მარჯვნივ) ხორციან კერძებს.

image


სიტყვაზე, ჰიუგო და როსი ერთად დადიან მთაში, ლაშქრობაში, ექსპედიციებში ყველა კონტინენტზე.

image

image

ამჯერად დიეტის სამყაროს გამოკვლევა გარისკეს. 12 კვირის განმავლობაში, იანვარი – მარტის პერიოდში, ჰიუგო მხოლოდ ვეგეტარიანულ კერძებს ჭამდა, ხოლო როსი ხორციანს. მეცნიერები მათ სხეულის მაჩვენებლების გამოკვლევაში დაეხმარნენ. გარდა ამისა, ისინი კვირაში 5-6-ჯერ გამძლეობაზე ვარჯიშობდნენ, რომ მორიგი ექსპედიციისთვის მზად ყოფილიყვნენ. ექსპერიმენტი დასრულდა და დროა შედეგები განვიხილოთ.


როსის ხორციანი კერძის მაგალითი

image

ჰიუგოს ვეგანური კერძის მაგალითი

image

ისინი ერთნაირი რაოდენობის კალორიებს იღებდნენ.


მეცნიერები მათ წონას, ქოლესტერინის დონეს და ცხიმების შემცველობას არეგულირებდნენ.

image

ჰიუგომ ექსპერიმენტი 84 კგ წონით და 13% ცხიმით დაიწყო და საბოლოოდ, 2 კგ დაიკლო და ცხიმის დონე 12%–მდე შეუმცირდა.

image

სისხლში მისი ქოლესტერინის დონე შემცირდა. ჰიუგო ამბობს, რომ 12 კვირიანი ვეგეტარიანული დიეტის შემდეგ თავს უფრო ენერგიულად გრძნობს, შესაძლოა, იმიტომ, რომ სისხლში შაქრის დონე ისე ხშირად არ ეცემოდა, როგორც ადრე. ამავე მიზეზით მისი ფსიქიკური მდგომარეობაც უკეთესი იყო. თუმცა რამდენიმე ნეგატიური მომენტიც იყო. მისთვის უცნობი მიზეზით მან თქვა, რომ უბრალოდ „თავისი ლიბიდო“ დაკარგა, თუმცა აღნიშნავს, რომ მსგავსი ეფექტი შეიძლება ყველას არ ჰქონდეს.

ვეგანურმა დიეტამ ჰიუგოს უფრო მეტი ენერგიის მიღებაში და ცხიმის შემცირებაში დაეხმარა.

image

როსმა ექსპერიმენტი 80 კგ წონით და 13% ცხიმით დაიწყო, მან 4 კგ კუნთოვანი მასა და 2 კგ ცხიმი მოიმატა, ორგანიზმში ცხიმის დონე 15%–მდე გაიზარდა და საბოლოოდ წონამ 85 კგ შეადგინა.

image

როსი, რომელიც ძმაზე ყოველთვის ცოტათი დიდი იყო, ამ ექსპერიმენტში არაფრით გამოირჩეოდა. ქოლესტერინის დონე სისხლში 12 კვირის განმავლობაში უცვლელი დარჩა.

image

ძმებმა შედეგები აწონ–დაწონეს

image

შედეგად მათ აღიარეს, რომ ექსპერიმენტის გაგრძელება სურთ, რომ უფრო ზუსტი შედეგები მიიღონ. მათ სურთ, რომ შემდეგი ექსპერიმენტი მინიმუმ 6 თვე გაგრძელდეს.


image

მეცნიერებმა ექსპერიმენტის დაწყებამდე და შემდეგ განავლის ნიმუშები აიღეს. აღმოჩნდა, რომ ჰიუგოს ნაწლავების მიკრობიომი უფრო გამძლე გახდა ქრონიკული დაავადებების მიმართ, როგორიცაა მე-2 ტიპის დიაბეტი და სიმსუქნე, რაც ამტკიცებს, რომ ვეგანური დიეტა ამ რისკების შემცირებას ხელს უწყობს და მიკრობიომს ეხმარება.


image

თუმცა, რაც გასაკვირია, ჰიუგოს და როსის ნაწლავების მიკრობიომის მრავალფეროვნება მათი დიეტის გამო დაზიანდა. როსის მიკრობიომი მხოლოდ მცირედით შეინაცვლა, ის უფრო უცვლელი დარჩა, ვიდრე ჰიუგოს.

ჰიუგო მარცხნივ, როსი მარჯვნივ

image

image

image

image


ასევე დაგაინტერესებთ:

9 ძალიან მაგარი სამეცნიერო ექსპერიმენტი ბავშვებისთვის

image

წიწაკა, საპონი და წყალი: მამამ შვილს საპნით ხელის დაბანის მნიშვნელობა აუხსნა

image

მეცნიერები თვლიან, რომ თანამედროვე ხალხი შხაპს ზედმეტად ხშირად იღებს

image

დიასახლისებისთვის! - სახლის საქმეების რეგულარული შესრულება ცხოვრებას ახანგრძლივებს

image

ჩვენ ვერ ვამჩნევთ, მაგრამ სხეულის ერთი ნაწილი მეორეზე უფრო სწრაფად ბერდება

image


0
983
3-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
983