x
მეტი
  • 04.12.2024
  • სტატია:138651
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512291
15 საინტერესო, მაგრამ შემზარავი ფაქტი სიკვდილზე, რომელიც გაგაოცებთ
ცხოვრების უდავო ჭეშმარიტება არის ის, რომ ყოველი ადამიანი, რომელიც მოვა ამ სამყაროში, ადრე თუ გვიან მოკვდება. ეს გარდაუვალია. სიკვდილი ერთდროულად დამთრგუნველი და იდუმალია. ეს არის ის, რაც თითოეულ ჩვენგანს ელის ცხოვრების მოგზაურობის ბოლოს. ზოგჯერ ადამიანები სხვადასხვა ხერხს იყენებენ სიკვდილის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ ამ წესს ვერავინ შეცვლის.



image



მსოფლიოში სიკვდილთან დაკავშირებული მრავალი ფაქტი არსებობს, რომლებიც გვაოცებს და შოკში გვაგდებს. გიამბობთ რამდენიმე შემზარავ ფაქტზე სიკვდილის შესახებ, რომლებიც ნამდვილად გაგაოცებთ. შევადგინეთ უცნაური, საშიში და შოკისმომგვრელი ფაქტების სია სიკვდილის შესახებ.



ყოველდღიურად დაახლოებით 153 000 ადამიანი იღუპება

image




ყოველწლიურად მსოფლიოში 113 ადამიანიდან ერთი იღუპება. მონაცემები დედამიწაზე ამჟამად მცხოვრებ ადამიანთა სიკვდილიანობაზე ამ სტატისტიკის საფუძველზე:

1, 78 სიკვდილი წამში

107 სიკვდილი წუთში

6390 სიკვდილი 1 საათში

153 ათასი სიკვდილი ყოველდღიურად

56 მილიონი სიკვდილი წელიწადში

3, 9 მილიარდი სიკვდილი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაზე (70 წელი)



სიკვდილი ზვიგენთან შეხვედრისას

image



მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ზვიგენი ყველაზე საშიშ მკვლელ თევზად ითვლება. და მაინც, ბევრს უკვირს იმის გაგება, რომ ყოველწლიურად დაახლოებით 12 ადამიანი იღუპება ზვიგენის თავდასხმისგან. მაშინ როცა, ადამიანები ყოველ საათში 1417 ზვიგენს კლავენ.



უკვდავება

image



მედუზა Turritopsis Dohrni ოფიციალურად აღიარებულია ერთადერთ უკვდავ არსებად დედამიწაზე. მუდმივად ცხოვრობენ.



მამაკაცებს, რომლებიც ჩამოხრჩობით კვდებიან, აღენიშნებათ სიკვდილის შემდგომი ერექცია, რომელიც ცნობილია როგორც rigor erectus

image



სიკვდილის შემდგომი ერექცია, ფორმალურად პრიაპიზმი, ჩვეულებრივ შეინიშნება ჩამოხრჩობით დახოცილი კაცების გვამებში.



ყოველწლიურად 7000-ზე მეტი ადამიანი იღუპება ექიმების გაურკვეველი ხელწერის გამო

image



უფრო მეტიც, პრევენციულ მედიკამენტებთან დაკავშირებულ რეცეპტებში დაშვებული შეცდომების გამო ყოველწლიურად 1, 5 მილიონზე მეტი ამერიკელი იტანჯება. ამ შეცდომების უმეტესობა წარმოდგენილია გაურკვევლად დაწერილი აბრევიატურებით და დოზებით. აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად აშშ-ში 3, 2 მილიარდი რეცეპტი იწერება.



ფასკუნჯების გამოკვება გვამებით

image



პარსები, ინდოეთში ზოროასტრიზმის მიმდევართა ეთნორელიგიური ჯგუფი, გვამებს მიწაში არ მარხავენ, არამედ ფასკუნჯებს ამით კვებავენ.



მემარჯვენეები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ცაციები

image



გაგიკვირდებათ გაიგოთ, რომ ცაციები 3 წლით ნაკლებს ცოცხლობენ, ვიდრე მემარჯვენეები.



200 გვამი ევერესტის მთაზე

image



მსოფლიოში ყველაზე მაღალი მთაა ევერესტი. ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი ჩადის ჰიმალაებზე, რათა დატკბეს სილამაზით ან მთის მწვერვალზე ავიდეს. უნდა იცოდეთ, რომ სტატისტიკის მიხედვით, დედამიწის ყველაზე მაღალ წერტილში 200-ზე მეტი გვამია.



მეორე მსოფლიო ომი

image



კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე შემზარავი და დამანგრეველი ომი ყველასთვის ცნობილია, როგორც მეორე მსოფლიო ომი. მან მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გაგიკვირდებათ იმის გაგება, რომ 1923 წელს საბჭოთა კავშირში დაბადებული მამაკაცების 80% მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა.



ნიუ-იორკი - „თვითმკვლელების ქალაქი“

image



ბევრმა არ იცის, რამდენი ადამიანი იკლავს თავს, რადგან ვერ უმკლავდება ცხოვრებაში დაგროვილ პრობლემებს. სუიციდები მთელ მსოფლიოში ხდება, მაგრამ „თვითმკვლელთა ქალაქად“ ნიუ-იორკი ითვლება. აქ სუიციდები უფრო ხშირად ხდება, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.



ინდოეთში ყოველ საათში ერთი ქალი იღუპება მზითვის გამო

image



მზითვი სოციალური ბოროტება და წყევლაა, თუმცა მასთან დაკავშირებული ტრადიციები ღრმად ფესვგადგმულია ხალხის გონებაში, განსაკუთრებით ინდოეთში. ინდოეთში ყოველ საათში ერთ ქალს კლავენ მზითვის გამო.



ყოველ საათში იღუპება ერთი ადამიანი მძღოლის გამო, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში საჭეს მართავს

image



მსოფლიოში უამრავი ადამიანი იღუპება ავტოსაგზაო შემთხვევების ან სტიქიური უბედურებების შედეგად. იცოდით, რომ ყოველ საათში ერთი ადამიანი იღუპება მძღოლების გამო, რომლებიც არაფხიზელ მდგომარეობაში მართავენ სატრანსპორტო საშუალებას?



ყოველ წუთნახევარში ერთი ორსული ქალი კვდება

image



დედობა ყველაზე ლამაზი რამაა მსოფლიოში. თუმცა სტატისტიკა მას ჩრდილავს. სამედიცინო მონაცემებით, ყოველ წუთნახევარში ერთი ქალი იღუპება ორსულობის ან მშობიარობის დროს სათანადო მკურნალობის და კარგი პირობების არარსებობის გამო.



ყოველწლიურად 20 ათასი ბავშვი იღუპება შიმშილით

image



დღესაც მსოფლიოში სიღარიბის და შიმშილის დონე ძალიან მაღალია. მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის 70% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, მაგრამ კიდევ უფრო ტრაგიკულია ის ფაქტი, რომ ყოველდღე დაახლოებით 20 ათასი ბავშვი იღუპება შიმშილის და სიღარიბის გამო.



ერთი თვითმკვლელობა ყოველ 40 წამში

image



ეს სიმართლეა. მსოფლიოში ყოველ 40 წამში ერთი ადამიანი ნებაყოფლობით ესალმება სიცოცხლეს.



ასევე დაგაინტერესებთ:

მეცნიერებმა აღმოაჩინეს „მესამე მდგომარეობა“ სიცოცხლესა და სიკვდილს შორის

მრიცხველი წიკწიკებს: მიკრომორტი - ყველაზე შემზარავი საზომი ერთეული

სიკვდილის 10 ყველაზე მარტივი გზა, რომელიც გაიძულებთ დააფასოთ სიცოცხლე

ჩვენ ვერ ვამჩნევთ, მაგრამ სხეულის ერთი ნაწილი მეორეზე უფრო სწრაფად ბერდება

რამდენ ხანს შეგვიძლია ვიცოცხლოთ წყლის გარეშე და რა პირობებში?


0
517
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
517